среда, 17 ноября 2021 г.

პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы/ Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G. _კარი მესამე

გაგრძელება /კარი მესამე _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы/ Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G. 
 კვანტურ სამყაროში, ინტერპრეტაციები ”მოსულა”: ”კვანტური პწკარი” თავისი მეტაფორულობით, ორაზროვნულობით, აბსტრაქციზმით, პარალელიზმებით, (თუნდაც, სიურრეალიზმის კვალობაზე), თავისებურად, უნდა მიანიშნებდეს, რომ სტრიქონსა თუ სტროფში, ნართაულად ასახული აზრის გარდა, სხვა, უფრო მრავალფეროვან სააზროვნო სივრცეში გამავალი ”პორტალის” ( ფანჯრის, დერეფნის) შიფრი იმალება. იქნებ, ეს მხოლოდ სასურველი ტექსტის მცირე ფრაგმენტი იყოს, მაგრამ იგი, შესაძლოა, იმ იპულსების აღმგზნებად იქცეს, რომლებიც მკითხველის ინტუიციას გაუმახვილებს და ჯერ კიდევ უცნობი სააზროვნო სივრცისკენ, ხედვის არეალს გაუკვალავს… _იხილეთ დასაწყისი: _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...
წრფელი განცდების მესაფლავეა…
 
აწ, სასეიროდ იფრქვევა სიბრძნე, 
აწ, ლამის ყველა ინტელექტია, 
თუ სენტენცია სმენიათ სადმე, 
მიუჩანთ, როგორც ბიჟუტერია… 
გათავისება, ვერ შეძლო ბევრმა, 
მაგრამ იმოწმებს სხვათა გენიას, 
და ნაკითხობა, ნიღბად ქცეული, 
წრფელი განცდების მესაფლავეა… 
ჯ.გ.
*
ვერ გაუგია…
 
ხშირად უძლურიც, სხვისას იჩემებს, 
თუ მომიჯნავე, მამულს არ დარდობს, 
სიცოცხლეში დევს ჯიში მტაცებლის… 
სამშობლოს დაცვა, ძველთაგან ფასობს. 
სიფხიზლეს კარგავს, ვინაც გადაძღა, 
და ჯავშნად უჩანს სიმდიდრე თვისი… 
ვერ გაუგია, ვინაც ჯიშით მაოხარია, 
ხარობს კაცთა კვლით, არა სიმაძღრით. 
ჯ.გ. 
არის წამები გულგასახარი… 
ყოფანატირებ ხალხის ყოფაშიც, 
არის წამები გულგასახარი, 
როს სილამაზეს ეტრფის მშიერი, 
და არ შურს სხვათა ნაალაფარი… 
ყოფანატირებ ხალხის ყოფაშიც, 
სამშობლოს ამკობს რწმენის ციალი, 
სიმი აკვნესდა თითის თრთოლვაში, 
იმედად მოჩანს კვლავ მომავლი… 
ჯ.გ. 
მანგუსტის თავგანწირვა…
 
 ბუნება ვერ ჰგუობს 
მათ თანაცხოვებას, 
გველს უზის გველობა, 
გენსსა და არსში, 
ფხიანი მანგუსტი, 
შეტევებს უსხლტება, 
(გაბედულს ქომაგობს 
ხალასი განცდა). 
როს შეხამება 
მართლის და მავნებლის, 
რატრატში განივრცო 
მოხვეჭის ფანდად, 
ქვეყნის ავკარგზე 
გაბღენძილ მოთავეთ, 
მანგუსტის თავგანწირვა 
უჩანთ არაკად...
ჯ.გ. 
ურჩი ფარისეველი
 
მჟავე რეაქცია, 
 აკორდთა ნავარდი _ 
ნეირონულ ქსელებში _ 
 იდეათა ფრქვევა… 
ურჩმა ფარისეველმა _ 
ღვთის შვილობა იფარა, 
’საპიენსად” დადგინდა, 
ციფრულად განისწავლა... 
და იქვე იმარჯვა 
ბრიყვულმა თავხედობამ, 
ბრძნული შერეკილობა _ 
ვერ იქცა აღმასვლად… 
ურჩი ფარისეველი, 
მომავალს გვინომრავს, 
მშობლიურს მიიჩნევს, 
ზედმეტ ”ბარგად”… 
ჯ.გ. 
აბა, ლექსს რა ექნა… 
 (სიმართლე ურმით დადისო
 ქართული ანდაზა)
 
სიყალბე ზეობდა, მართალი ამხელდა, 
სული ნაწამები, არა, არ ცხრებოდა, 
აზრთა ჭიდილში იარებს იშუშებდა, 
ლექსს იქით, გზა არ ჩანდა, და არც ხსნა… 
აბა, ლექსს რა ექნა, საშველი არ ჩანდა; 
მის მადლს არ ირგებდა მპარავი, ბარიგა, 
უძღებთ ამა ქვეყნის, არც კი ახსოვდათ; 
”ღვთის რისხვა”, ურმით არ დადიოდა. 
ჯ.გ. 
აჭრილა ვერტიკალი… 
 /ოქსიმორონის კვალობაზე/
 
 ეეჰ, რამდენი ვიომეთ,
ვივაჟკაცეთ, ვილომეთ, 
თუმცა ვერ ამოვხსენით, 
მომავალის სატკივარი… 
ბევრმა უტყვად მოირგო, 
ძალად ხელისუფალი, 
ცოდვას ცოდვით ვიამებთ, 
აჭრილა ვერტიკალი… 
ჯ.გ. 
ცაში ნაწრთობი ძირძველი
 
გენი სხვათა ცოდვებით ჭკუაგახედნილთ, 
სიცარიელე მორევიათ, სიავე მართავთ, 
სამშობლო უჩანთ ტლუდ და ურგებად, 
არადა, მაგათ ფერებაში ქვეყანა გაცვდა. 
მოსაწევი და საყლაპია ზომბთა სანატრი, 
ივერთ კი, მოსდგამთ მამულის განცდა, 
ცაში ნაწრთობი ძირძველი გენი; 
აროდეს არა!_ვერ იქცევა,_
მსხვერპლად ხროვათა. 
ჯ.გ. 
ზოგის გამოცდილება… 

მიამიტურ იმედებს, 
ადევს ჩვენი ცოდვა, 
მომავალი _ნისიად, 
იქცა ნიშანსვეტად… 
ჯანსაღ აზრსა ვერა ცნობს, 
ქვეყნის ბიუროკრატია… 
პროჟექტებში ლაყდება, 
ეროვნული მისია… 
ფლეშმობი და აქცია, 
მძაფრი აგიტაცია… 
დილეტანთთა არმია, 
არსის შემცნობთ მოძღვრავს, 
ინსტრუქციებს გვაშველებს, 
საგანგებო ელჩობა, 
ზოგის გამოცდილება, 
გვექცა მახედ, წყევლად… 
ჯ.გ. 
ამოუთქმელს…
 
შორეულში მილეულმა შთაგონებამ, 
ჩანასახის ფორმირება ვერ შეძლო… 
პოეტი და მოაზროვნე, ვერ ეშვება, 
სურს განჭვრეტით იდუმალი იგემოს.
 
პარადიგმებს მოიაზრებს, იშველიებს, 
სწადს საშველი, ”ლოგიკაში” იხილოს, 
მაგრამ, სული გონის წიაღს ეურჩება; 
და დუმილად გარდასხვას ჰკარნახობს. 
 
მოაზრესა ეამება; ეზომება ასკეტობას, 
კოსმიური შთაგონების პულსსა ხვეწს. 
პოეტი კი, ამოუთქმელს აფრთიანებს, 
და მსმენელებს უთქმელადაც ალაღებს. 
ჯ.გ. 
 … მტერი ხომ არ უწამლებს?! 

სიყვარულში მიგრიალებს ”ფეისბუქი”, 
თუმცა, შხამიც ბლომად იღვრება, 
პოლიტიკა ხარობს მრუდე ბაქიბუქით, 
სენად გვექცა, ”ვაი რა გვეშელება?!” 
 
არცა რაი, საქართველოვ, არცა რაი, 
შენს სატკივარს, მტერი ხომ არ უწამლებს?! 
პოლიტბიზნესს გაუმართავს შიდა ომი, 
და მაგ ომში, ერი ვერ გაიმარჯვებს… 
ჯ.გ. 
პოლიტიკაში, ხშირად მოსულა…
 
თავის შეცნობა, ცოტას თუ ხიბლავს, 
სხვისი შეცნობა, გახდა მარტივი, 
ყოფილ მეგობარს თუ თანამებრძოლს, 
უკვე, აგინებს გულუხვად ბევრი. 
პოლიტიკაში, ხშირად მოსულა; 
თუ ჩემთან არ ხარ, მტერი ხარ ჩემი! 
თუ ამა ქვეყნის, ბიუჯეტს ვერ ვხრავ, 
ქველმოქმედებას, ისე ვერ ვშველი… 
ჯ.გ. 
მარჯვედ ახერხებს იღბალს ჩაავლოს…
 
ჩავლილ სიმაძღრეს იცოხნის ზოგი, 
გარდასულ ყოფის ტლუ იდილიას… 
აწმყო გვექცევა უნდოდ, მოძულედ, 
და მომავლზე ოცნებებიც უსახურია. 
 მტერი, ყოველთვის გვყავდა ულევი, 
ერის შეგნება, ვერვინ დააშთო, 
მაინც, სიყვარულს უმღერს ქართველი, 
მარჯვედ ახერხებს იღბალს ჩაავლოს… 
ჯ.გ. 
ჩუმად, ვედრებით…
 
ბევრი ლოცულობს 
მოყვასისთვის, 
ჩუმად, ვედრებით… 
და თუ ხმამაღლა 
არ გამოთქვამენ 
თავის სურვილებს, 
ნურვინ იფიქრებს, 
რომ მიგივიწყეს, 
არვის უღირხარ, 
აბეზარ ეჭვებს 
ნუ აჰყვები, 
უსახურ ხმაურს
განერიდე,
ეულთა მიმართ,
წრფელი ლოცვები
აღავლინე,_
სიყვარულით შეიმოსები...
ჯ.გ. 
როცა ივსები იდუმალ შვებით
 
საამურია, ურჩი წუთები, 
როცა გწადია, ლექსად იჩქეფო, 
შენშია, ლამის მთელი საწუთრო, 
ფიცხლად ესწრაფვი გაითავისო… 
მშვენიერია, როცა ახერეხებ, 
აზრთა და ფერთა მონადირებას, 
როცა ივსები იდუმალ შვებით, 
გათრობს სიტყვათა ფერიცვალება… 
ჯ.გ. 
ვიღაც გაბრიყვდა…
 
სასწაულია! 
როცა გგონია, 
არვის ახსოვხარ 
და სიყვარული, 
სულზე მოგისწრებს… 
სადღაც შორიდან, 
ათასი სივრცის, 
სამყაროს მიღმა, 
უცხო, 
უცნაურ ყვავილს უყვარხარ!
...ატყდა ვიშვიში, 
ჩვენც არ ვიფიქრეთ, 
ვიღაც გაბრიყვდა 
და ”უიღბლოთი” მოიხიბლაო, 
რაღა დროს, 
მაგისი შეყვარებაა?! 
არადა იყო, 
თუმცა ხილვაში… 
უცხო ყვავილის 
შორიდან ტრფობა, 
წამით რაღაცით, 
სხვა სამყაროში, 
სამახსოვროდ 
ჩარჩენილ განცდის,
სურნელსა ჰგავდა… 
ჯ.გ. 
ფერიცვალება, 
ჩვენ ნაღდად გველის… 
/ელეგიის ”გასხივოსნება”…/ 

და თუ შემორჩი 
 ამ ქვეყანას, 
ვითარც მარცვალი, 
ყვითელ ფოთლებს, 
რომ შერევია, 
გაზაფხუ
ლს ელის… 
იხარებს, 
ოღონდ, ვერ იქნება 
ცამდე მართალი, 
რადგან სამშობლო, 
შენს ლექსებში, 
კვლავ მწარედ კვნესის… 
მაგრამ ღვთის ნებით, 
დროთა თამაშით,
ხშირად მცდარია 
კაცის გუმანი; 
და სიჯიუტით 
განთქმულ რეგვენთაც, 
აზრს უცვლის შიში _ 
თვითგადარჩენის. 
მარცვალი იგი, 
იხარებს საღად, 
ყვითელ ფოთლების 
მანტია შველის… 
უვიცთ, 
არ ძალუძთ 
მისი წახდენა, 
მომავლის ფესვებს, 
ზეცად ატყორცნის, 
უხილავ ფერებს, 
შესძენს რაობას, 
აღორძინებას _ 
ქვეყნის მეობას; 
რჩეულ სივრცეს და 
ნანატრ ქველობას… 
ფერიცვალება, 
ჩვენ ნაღდად გველის… 
ასე ამგვარად, 
თუნდაც, იმგვარად, 
ყოველ თალხ აზრსაც, 
მოსგამს სხვა ფერი… 
უსასოობას _ 
რწმენა დაშრიტავს… 
ნაღდ ამაგდართა 
ზეობა გველის… 
ჯ.გ. 
და ასე კურნავს თავდავიწყებას… 

ჰო, თვალთმაქცია წუთისოფელი, 
ნუ ელოდები, მის ერთგულებას, 
ართობს ღალატი, ვით ხელოვნება, 
 და ასე კურნავს თავდავიწყებას… 
როცა ჭკვას ვკარგავთ, ვისმე ოინზე, 
აღტაცებასაც ”უაზროდ” ვაფრქვევთ, 
და ვერა ვჰგუობთ მოყვასის აზრებს, 
ღალატი, მწვავედ აგვიხელს თვალებს… 
ჰო, თვალთმაქცია წუთისოფელი, 
ბუნებით მოსდგამს სახეცვლილება… 
ოღონდ, კაცს შვენის სხვა შემართება, 
თუ გულგრილობით ჭკნება მამული… 
ჯ.გ. 
კვანტურ ფიზიკამ, 
 ღმერთზეც იეჭვა… 

და მომავალი, თითქოს გახუნდა, 
მწველ ფერებისგან დაშრეტილია. 
ბევრი, არ დარდობს სხვათა ვაებას, 
თქმა სამძიმრისა, ხატოვანი აქვს… 
ზოგს, ზერელობა, შნოსაც ქე მატებს, 
მარჯვედ ახერხებს ვალის აღებას, 
თუკი, ტირადა სმენია სადმე, 
აპორწიალებს ფრონცქად, კარდაკარ… 
ზოგს, ცოდნა მოსდგამს ნაირფერადი, 
მაგრამ ხალხამდე, ვერა, ვერ მიაქვს, 
ვინც, სიყვარულში შიშობს გაიხსნას, 
ფარულ ლტოლვაში მტაცებელია… 
ბავშურ ოცნებებს, ყავლი გასვლია,
დრო ეწირება ხეპრულ კამათებს, 
კვანტურ ფიზიკამ, ღმერთზეც იეჭვა; 
ხშირად აგორებს, თურმე კამათლებს… 
ჯ.გ. 
*
შანსი ეძლევა ხბოს აღტყინებას…
 
თუ, ”ქველმოქმედი” წყალობს, საჩინოდ, 
თუ შეიფერა სიმაძღრის კვალი, 
შანსი ეძლევა ხბოს აღტყინებას; 
ფიქრობს, 
ქვეყანას მასზედ აქვს თვალი… 
ოღონდ, ესაა, ბიზნეს-კაპრიზში, 
ხშირად, ირყვნება ხალასი ნიჭი; 
მომართულია ბიზნეს-განრიგით… 
და ხალხს ეყრება ნაცარი თვალში … 
ჯ.გ. 
ვერა, ვერა თმობ, ნატანჯ მომავალს...
 
პირი, თუ არ გაქვს ამოქოლილი… 
ხარობ, რომ შეძელ თვითგადრჩენა, 
სუნთქავ ზერელე თავისუფლებით, 
იმედით ზვერავ მორიგ ”მომავალს”… 
არადა, გახსოვს, ბლეფი გამოდგა; 
დაპირებების მთელი კალოდა; 
ხელში ნაფოტიც, კი არ შეგრჩა და
ვერა, ვერა თმობ, ნატანჯ მომავალს... 
ჯ.გ. 
 * 
და ლექსთა სიბრძნე ცადაზიდული… 
…ლექსის სიბრძნე 
გურამიშვილს აეზიდნა ცამდე… 
/ზედაზენის გზაზე…/ 

სულით უდრეკი და გულოვანი, 
მამულის ალერსს დანატრებული, 
მოყმე შემკული ზეციურ მადლით, 
სხვათა ბრძოლებშიც, 
ივერთა დარად თავდადებული… 
იქეც ლტოლვილად! _ 
მოქიშპეთ მიერ, გატაცებული. 
და ლამისყანის წყარო შეგვრჩა, 
იმ მწველ ნიშნულად, 
სად, 
რელიქვიად შეიგრძენი 
სივრცე მამულის… 
გზად, უამრავი ტკივილი გერგო, 
თუმცა, დიოდი არსთ ნაწილობით… 
ვერა ვერ დათმე სამშობლოს ხსოვნა, 
ვერც ორგულთ გამო,
ვერც ხიბლთა როკვით… 
წინაპართ ხატი, კვლავაც იფარე, 
და ცათა შინა, ცათა მპოვნელმა, 
ზეგრძნობადი განცდებით ქარგე: 
”ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!” 
*** იქ, ზუბოკაში, 
ბედის ნებით, დამკვიდრებული, 
და მოძმე ხალხის ცა და მიწით გალაღებული, 
ნაფერებ სიბრძნეს აფუძნებდი ლექსთა სულებში, 
იქვე, ”ქართლის ჭირს” ქომაგობდი ნაცადი გეშით… 
აწ, ლექსთა სიბრძნე ცადაზიდული _ 
კვლავ ფერავს წარსულს, აწყმოს და მერმისს… 
ერთობით გვმოსავს, წრფელად გვალაღებს, 
სულთა მეოხი ”დავითიანი”... 
21. 07. 2012 
ჯ.გ. 
*
 განგებით მართულ ქაოსში იშვა…

 ჰოდა, ყოველი ხდება _”ისე რა”… 
როს, იძირება დროთა მორევში, 
ბრმა მორჩილება ასახეს თმენად, 
ჯანსაღი აზრი, იქცა პრობლემად… 
და მოგებათა აზარტით მოცულთ, 
უვითარდებათ ქცევა მომხდურთა, 
ქვეყნის მომავლის მიმტაცებელნი, 
ორმოს ითხრიან, უჩანთ _”ისე რა”… 
ერს კი, იღბალმა კვლავაც უგანა, 
და ბევრი ჩივის ბრმად და ”ისე რა”… 
მოაზრემ იცის, თავად სიცოცხლე, 
განგებით მართულ ქაოსში იშვა… 
ჯ.გ. 
საერო აზრი, ლამის დაობლდეს…
 
ზიზღმა და გესლმა დახრა ოცნება, 
ჰოდა, ნატვრებიც სტანდარტულია:
ევრო, დოლარი _ დიდძალი ფული; 
სხვა ყველაფერი _ გაყიდვაშია… 
ნიჰილიზმს გვისევს ტროლთა არმია, 
მოსვირინგებულ ლაყბობით გვიტევს; 
მომრიგებლობა რაცხეს ავ ზრახვად, 
საერო აზრი, ლამის დაობლდეს… 
ჯ.გ. 
იღწვის, ღიღინით გენი აფხიზლოს…
 
ნაჯაფი კაცი ღიღინებს მარტოდ, 
ისე, თავისთვის, 
თუ ინკოგნიტოდ… 
შიშველ ხეების გარემოცვაში, 
ჩავლილი წლების რაობას ზვერავს… 
ჩამვლელი ფიქრობს, ჭიას ახარებს, 
საქმე, არ უჩანს სასიხარულოდ… 
ზოგს კი, ჰგონია ბედსა დასტირის, 
ჩამკვდარ სიყვარულს ეალერსება, 
იქნებ, სამშობლოს დარდობს ეული, 
თუნდაც, იმედთა გარდაცვალებას… 
ისე, ვიღაცა მაინც შეიგრძნობს, 
ზეცასთან ლამობს განმარტოებას… 
ოღონდ, ამ მიწას, მაინც, ვერა თმობს, 
უნდა სურნელი, მისი ისაგაზლოს, 
უჯრედში, ბირთვი,
რომ არ ჩაჟანგდეს, 
იღწვის, ღიღინით გენი აფხიზლოს… 
ჯ.გ. 
*

*

გავეშდა ქვეცნობიერიც

 

ვითარც ლურსმანი ფიცარში,

სიცოცხლე ჩაჯდა ერთ წამში,

შენს მკერდთან მიაქანდაკა,

მზერა და გული მბორგავი

გრძნეულ სამკაულს ემსგავსა,

წრფელი წადილის მონასმი;

გავეშდა ქვეცნობიერი

წარხოცა ფრესკად ხმობილი

..

*

ქადილი

 

ოფლიანი სხეულის სიმძაფრე,

კეთისურნელება და წადილი

უცნაურს ერწყმის სიურჩე

ბრძოლებში ნაწრთობ ველურის

ვინაც შეიგრძნო სურნელი

ახალშობილის ინსტიქტით,

ჩვილს იჭვით დასცქერს,

არომატს

ისუნთქავს მალვით,

სიფრთხილით

სუფთა სხეულის სიწრფელე,

მითში შეღწევის ქადილი,

გზნება შენ ციდან ისწრაფვის

პირველყოფილი წადილით

..

 

*

შანსია აგიხდეს

 

ჩაუთქვი სურვილი, ნუღა დაიზარებ,

ეულთ შველით _ მონატრების სევდა

იცვლება სამყარო _ წამიდან წამამდე,

შეჰღიმე მომავალს, დახვეწე თემა!

 

ჩაუთქვი სურვილი,

შანსია აგიხდეს,

მედგრად აჯანჯღარე ალღო,

შარი არ შეაყოლო, ნაჩქარევ ნატვრაში,

წამიდან წამამდე _იცვლება სამყარო

..

*

ბუნდოვანი ფონი,

განთიადს აღიქვამს

 

სული იტანჯება _

მიზეზი უსაზღვროა,

ტაეპში მბორგავი,

 _ არომატს

დააფრქვევს

თვითმკვლელობის

ხიბლი,

ნიჰილისტს იტაცებს;

სურვილთა როკვა,

სამყაროს ართობს

სივრცეებს ხლართავს,

მნათობთ მასკარადი,

ზოდიაქოს ნიშნები,

ირიბად გარიგდნენ;

განგების რემარკა :

/რაიმე ცელქობა!/ _

მოძულე ხდება

შეუცნობი სატრფო

ბუნდოვანი ფონი,

განთიადს აღიქვამს;

აჩენს

სამიჯნურო ლანდებს

სამართალს ითხოვს

ველური წადილი

ნაწამებ ზრახვებს

ვერ თმობს

ქრონიკებს ვიმოწმებთ,

შეცდომებს ხაზს უსვამთ,

თუმც,

იქვე,

ქვეცნობიერს ველტვით

სურვილთა როკვაში,

ვნებები გვძარცვავენ,

ეს ყოფა,

საცთურებით გვხედნის

..

*

იღბლად,

კვლავაც გვშველის

 

ჩაიმდუღრა, ჩაიხარშა

თანაგრძნობა ლექსში,

სიყვარული განივთდა და

გახდა მწუხრის ფერი

 

დიდ მგოსანთა პოეზიას,

ლაღად იხდენს ხალხი,

და ლექსებში ნატანჯ ყოფას,

უცქერს, ვითარც სეირს

 

ეს ცხოვრება, მორევაზე _

დაგეშილი გვიჩანს

რეალობა მუშტს გვიღერებს,

ხედნის ფიქრს და მიზანს

 

და მამულის მწველი განცდა,

იღბლად, კვლავაც გვშველის,

ხიდისთავს შევკრათ პირობა…”

ილტვის უდრეკი ქართველი.

..

*

განსჯას გვერდს უვლით

 

ერთი ქართველი, მე, ასე ვწვალობ;

მინდა, რომ იყოს თანხმობა ერში,

რა მარტივია, სათქმელად ძმანო,

მაგრამ, შეაცვდა სიცოცხლე ჩვენი

 

განსჯას გვერდს უვლით

და კამათს იწყებთ,

ცხარედ, მოსისხლედ და უპირობოდ,

მერე, თითქოსდა ვარდებით ტრანსში,

ერის მოძულეთ, ექსტაზით უსმენთ

..

*

როს, ნდობა დახავსდა

 

ხვეჭამ ითარეშა _

მცნებები აყალბა

როს,

ნდობა დახავსდა _

გატრაკდა

ურთიერთგატანა,

ღვთიური ნიჭია,

დროა,

მამული,

შევიშნოვოთ

მომხდურმა გვიყელა

და

არცრა იკითხა,

ეს მიწა,

ვისგან,

ან,

რა რიგით გვერგო

არც, მერმე დაიწყებს

იწილო-ბიწილოს,

სად,

ვისი სასახლე

ზეობს

ფიცი ჩანს არაკად,

ტაციობა გავლენად… 

ერი,

ვერ პატრონობს

თვის გონს

როს,

ნდობა დახავსდა _

გატრაკდა

და მერმე,

მევახშეც გლოვობს

..

*

ჰოდა, ჩავუღრმავდეთ ქართველნო

 

იჭვი თარეშობს _მამული ბლეფია,

ოდებში _ ხოტბა მაძღართ იპყრობს

ერთურთის გატანა ღვთიური ნიჭია,

ჰოდა, ჩავუღრმავდეთ ქართველნო

 

მომხდურმა გვიყელა და არცრა

იკითხა,

ეს მიწა, ვის, რა რიგით ერგო

არც, მერმე დაიწყებს

იწილო-ბიწილოს,

სად, ვისი სასახლე ყელყელობს

 

ქცეულა ტაციობა, ქცევის წესად,

ერი, ვერ პატრონობს თვის სულს

თუ ვცოდავ, მამხილეთ, ოღონც კი,

ერთობა _ ვიმეგზუროთ ქართველნო!

..

მიძღვნა გულმხურვალე თეატრალებს

 

თეატრი ერთობა, თეატრი გართობა,

ოცნების მზაობა, შეძრული სული,

მსოფლიო ელფერი და ყოფის რაობა,

უიღბლო ქველობა, სიცილი, ცრემლი...

თეატრი იგავი, თეატრი სწავლება,

არშიყში მოქილიკე იჭვი თუ ხრიკი,

ფიცი და ღალატი, მართალთა ზეობა,

თავნება სარკაზმი და ფიქრთა ნისლი...

სამშობლოს რაინდთა სიტყვა და ამაგი,

მჭექარე, ნაზი თუ საღვთო ხმები,

არტისტთა სავანე, ამბოხთა საფარი,

თეატრი ფერად სურვილთა მჩენი...

..

*

ტყვედ მყოფი აზრის...

 

იშლება ფიქრები, და მიპყრობს იმედი:

სცენაზე არ ჩაქრება ქართული სული!

თეატრი მხსნელია, თეატრი სივრცეა

ტყვედ მყოფი აზრის, ლაღი სურვილის

მაფიქრებს საჯარო მხილების მოძულება,

ტუჩის აბზუება ქვეყნის სატკივარზე,

ნათარგმნი ტექსტებით უშნოდ გატაცება,

და ფსევდო დარდი ქართულ პიესაზე

კლასიკოს ავტორთა შირმად აფარება,

ტინგიცი, მიბაძვით ნათითხნი პოზები,

პრანჭიახედვებითდედნგავეშდა ქვეცნობიერი…

 

ვითარც ლურსმანი ფიცარში,

სიცოცხლე ჩაჯდა ერთ წამში,

შენს მკერდთაის გამრუდება,

თავკერძთა ხილვებით ნაჩმახი სცენები

იშლება ფიქრებიდა მიპყრობს იმედი:

სცენაზე არ ჩაქრება ქართული სული!

თეატრი მხსნელიათეატრი სივრცეა

ტყვედ მყოფი აზრისლაღი სურვილის

..

*

ოოეს სამყარო!
 
ოოეს ძუკნებისაყველაფროდ განსწავლულები,
მოძღვრავენ მასებს და ურჩევენსადრა მოძოვონ...
ოოეს ძუკნებითავისებურად მომხიბვლელები,
ოომათ გარეშესამყარო კარგავს ხიბლსა თუ შნოს!
 
ოოეს სამყაროთვალწარმტაციდაუნდობელი...
აქმწირის ზრახვაცისა იერსფარვითა აკრთობს...
თამამი მუზამორცხვ მიმოზასაჯავრებს თითქოს,
სანუკვარ ფიქრებსაღარ მოაქვსშვებაიმედი...
/ჯ../

*

გავეშდა ქვეცნობიერი

 

ვითარც ლურსმანი ფიცარში,

სიცოცხლე ჩაჯდა ერთ წამში,

შენს მკერდთან მიაქანდაკა,

მზერა და გული მბორგავი

 

გრძნეულ სამკაულს ემსგავსა,

წრფელი წადილის მონასმი;

გავეშდა ქვეცნობიერი

წარხოცა ფრესკად შობილი

/../

 *

ესააის რაც,  ესააის რაც!..

როცა, მამული სახოტბოდ გიყვარს!

ისე  კი,  გიჩანს, ვითარც  უძლური...

ვუმღერეთ ძმობას,

იმძლავრა ზიზღმა;

უგუნურება  აღზევდა რისხვად;

სამყაროც  ნიღბებს აზარტით ირგებს,

ასნაირ საშველს მოგვიგდებს შირმად...

როცა, მამული სახოტბოდ გიყვარს!

სულში, დარდად გაქვს სხვისი ხეირი...

ესააის რაც,  ესააის რაც!..

ჩვენს წინაპართა თავდადებას,

მომავალს აცლის...

/../

*

ჩაუთქვით სურვილები

მიზეზი სავსეა;

სამყარო გაქრეს...

ლექსებში _

სიყვარული

სივრცეებს იპყრობს,

ჩაუთქვით სურვილები

ეპოსს

ჩაჰყევით,

(ეპოქავეფხისტყაოსნის“ ,

ლაღად შეგიფარებთ...)

ჩაუთქვით სურვილები

წარსულით შეიმოსეთ...

უიღბლო მომავალს,

როგორმე აიცილებთ!

ჩაუთქვით სურვილები

წრფელ გრძნობას  ჩაჰყევით;

შანსია,

წარსულში, -

მართლაცდა აგისრულდეთ!

/../

*

ტრიგერადარ ჩარჩე...

 

და მომავლის სიზმრები,

ფერფლად რომ არ იქცეს;

იწვრთენ  გარდასახვებით,

ტრიგერადარ ჩარჩე...

ნაფერ ხმათა მარულა,

იმპროვ8ზაციები;

გონმა უნდა იფხიზლოს,

სამომავლო გათვლებით!

ლექსთა თქმა და მუსიკა,

ციურ საზრდოდ გიჩნდეს,

ბევრი ზომბად იხედნა,

მოძალადე რიტმებით!

/../

*

ჩვენი ობლობის დასაამებლად...

 ვინც, ისე ფარვით მიდს და ქრება,

რომ, ვერ ახერხებს გამოთხოვებას,

ჩვენგან, ალალი ლოცვის  საგზალი,

ღვთიურ სივრცეში დასავანებლად...

 და თუ, რითიმე ლამობს შეიგრძნოს,

მიწიერ დღეთა ხიბლი და სევდა,

სანთელ-საკმეველის მადლი ეხლოს,

ჩვენი ობლობის დასაამებლად...

/../

  *
 იდუმლის გრძნება შეიბ ქნად...

 თუ მომავალი, თითქმის გახუნდა;

მწველ ფერებისგან დაშრეტილია,

გრძნება იდუმლის შეიბ თილისმად,

შვებად შეიგრძნობ სამყაროს ნიავს...

 თუ მომავალი, სქემებში ჩაჭკნა,

გათვლას  მოერგო მიზიდულობაც,

იდუმლის გრძნება შეიბ ქნად,

და აუმხედრდი თვინიერ ყოფას...

/../

*

გული ასხივე სიკეთისათვის...

ახირებებითცოცხლობს სამყარო,

შეუმჩნეველიც, ბევრი რამ არის,

ჯიბრის მოთოკავა, სიამეს აღძრავს,

ერთფეროვნება ვეღარ დაგჯაბნის,,,

გული ასხივე სიკეთისათვის;

ზოგადი სიბრძნე, გონსა მადლს აცლის...

ღიმილს, ნუ მოშლი საწიერიდან,

ეგებ, ღვთის სხივი შენსკენ ისწრაფვის...

..

 *

ნდობის აურას...

,,ბოროტსა სძლია კეთილმან…”–

მაგრამ სიყალბეს, აქვს ზღვა რესურსი;

აქვთ საშოვარი,  და რანგიქველთა”–

ვერ იხსენებენ  გულღია სიცილს...

წრფელ პოეზიის სურნელთა ხიბლით,

და ტრფობის ალის მონადირებით,

ვინაც გაუყვა მიჯნურთა ბილიკს;

ნდობის აურას მიმოფენს ირგვლივ...

 ჯ.გ.

*

აუხდენელის ტრფიალში...

 რა დაგიშავე ქალაუ,

რათა ხარასე ტურფაო,

მე რაღაი ვქნაასაკ მაქვს,

დამიწუნებენ ლტოლვასა...

გული თავისას არ იშლის,

ისევ ნედლია ჭარმაგი,

ვაითუხელი წამიცდეს,

მიწვევ და გამითამამდი

წადილი ისე ჩაგვითრევს,

ჭკვა ვერ იქნება თავდები,

ისა სჯობსცოტა დავუნჯდე,

მივჩქმალო გულისნადები...

შენ ტოლს მოძებნიაამებ,

არAჩაგეთვლება ცოდვადა,

აუხდენელის ტრფიალში,

ვინძლო შეგრჩები მუზადა...

 ჯ.გ.

*

უნდა წარხოცოს

თვალთმაქცის

გეზი...

***

თაობა მიდის,

ტოვებს

ღრმა განცდებს,

მწველად მისტირის

ქვეყნის იარებს,

თაობა მოდის,

ქროლვით აგრძელებს,

ტრფობას,

პროტესტებს,

დისკუსებს,

ჭორებს...

დაბადებაზე

მცირედი გვესმის,

ავი ამბები,

ჭარბად მიმოჰქრის;

აზრის შეცნობა,

ფიქრს,  

აღარ ითხოვს,

თითქოს,

ყოველი გაშიფრულია;

ნატანჯი სივრცე,

ყალბი ფერებით,

გადაშენებას,

ისევ გვიქადის...

ჰოდა,

სანამდე,

ზრახვებში დავჰქრით,

სანამ პროჟექტებს,

იალქნებად ვშლით,

ყოველმა,

ვისაც,

სიტყვა ეგების,

ყოველმა,

ვინაც,

ქართულს,

კვლავ ეტრფის...

უნდა დასძლიოს

უჯიგრო ქიშპი ,

უნდა წარხოცოს

თვალთმაქცის

გეზი...

და

შეძლოს

სულის

აღორძინება!

..

 *

უიღბლობა გამოპირა იღბლადა...

ბუნება ხალხს, არც აარაფერს ეკითხება,

არც, ხალხისგან არჩეული -მთავრობა;

ერის ბრძნობა, არჩევანში ოხრად გვრჩება,

ცოდობრალი, თქეშმა  შეაფერადა...

სიყვარულზე ენამზეობს ერიბერი,

სიცოცხლე  კი, ინერციით ხალისობს...

ქეჩოში თუ, ვერ ჩაავლო  ზოგმა იღბალს,

უიღბლობა გამოპირა  „ხვეჭის“ შნოდ...

..

*

გადამოწმების დროა

/ირონი/

გადაამოწმე შენი თავი, ემოციებში;

გადამოწმე შენი თავი, ფეისბუქ  ქსელში;

გადაამოწმე შენი თავი, მოგონებებში,

გადაამოწმე შენი თავი, შინაურებში;

გადაამოწმე შენი თავი, ნათესავთ შორის;

გადაამოწმე შენი თავი, სამეგობროში;

გადაამოწმე შენი თავი, სამეზობლოში;

გადაამოწმე შენი თავი, ძველ ალბომებში;

გადაამოწმე შენი თავი, ნოტარიუსთან;

გადაამოწმე შენი თავი, თუქსუს ბანკებში;

ლომბარდულ ხლართში, მევახშის ფანდში;

გადაამოწმე შენი თავი, სხვათა ომებში;

გადაამოწმე შენი თავი, ამომრჩეველებში;

გადაამოწმე შენი თავი, სასაფლაოზე;

გადაამოწმე შენი თავი, გალაქტიკაში;

...

მოიძიე ნაშთი, შენი ყოფნისა...

..

 *

 ომი განსჭვრიტე.;

იწვრთენ, ემზადე...

 

სამშობლო ჩვენი,  

განცდათა მშვენი,

მოღალატესაც იმედად უჩანს,

დაგამოსყიდვისიაფ ფორმებში,

გარიგებები სამშვენისს მოჰგავს...

როს განამუსებს ვერაგი მტერი,

მიუმხრობლობის საყელოს ირგებს,

სანამ ღალატი დაგასამარებს;

ომი განსჭვრიტე,

იწვრთენ, ემზადე...

..

 ***

 როს...

გვინდა არ გვინდა,

ეს სამყარო,

სულდგმულობს

ნდობით,

ზიზღი, ვერ მოშლის

შენდობის მუხტს,

მიმტევებლობა

მჟღავნდება  ომშიც...

როს ჩალეწილი

გარეწარიც, 

კეთილი ნების,

მაშველ ხელს ელის...

..

*** 

 

და ნუ დუმან...

/ირონია/

 

იმის იქეთ, იმის იქეთ,

იმის იქეთ,

სასწაულებს ხედავს ბევრი,

მაგრამ, აგერ საწიერზე,

მოღაღადე დამონებულს,

ვერაფრით ვერ შველის...

და ნუ დუმან, ნუღა დუმან

ნათელმხილვები!

ბოლობოლო გაგვიმხილონ,

თუკი  შეძლებს  შერიგებას,

ანდა, თუნდაც გარიგებას,

პოლიტველის სარბიელზე,

მტაცებლურად მობობოქრე

ბრძნულ აზრებით მოამაყე

ერი!

ჯ.გ.

 ***

ნირწამხდარო,

ქვეყნის მცველო...

/მინიშნება/

წაძინება

მშვიდობისთვის“,

ჰარიჰარალე...

დაყვავებით

თავის დაცვა,

ვერ გაამართლებს,

ნირწამხდარო,

ქვეყნის მცველო;

ფუძე  შეიგრძენ...

წინაპართა მატიანე,

დააგემოვნე...

და სიფხიზლე

გამოპირე,

თორემ ინანებ;

სამშვიდობო

წაძინებას“ –

მახედ გიგებენ!!!

..

 ***

და ერთხელაც...

/სალაღობო/

ნუ გაშინებს, გეჩვენება,

რომ არავი ადარდებ...

შეიმოსე სიყვარულით,

და სიცოცხლით იხარ;

არ არსებობს აქვე, ცხადში,

ვინმემ არ გითანაგრძნოს,

ეს  სამყარო გულუხვია;

იგავზღაპარლეგენდით...

ინდომე და  

მქროლავ ფრინველს,

უმალ დაემგზავრები!

შეიმეცნე ალალ მზერით

არემარე შეგხარის;

მიეფერე

ღრუბლის ფთილას,

ან ვარსკლავურ სხვა ნიშანს...

აღმოაჩენ, რომ იდუმლად,

მათი თანაარსიც ხარ...

ეს  სამყარო გულუხვია;

იგავზღაპარლეგენდით...

და ერთხელაც შენც დატკბები

იღბალით და სვებედით...

..

 *

ვინც  გაიაზრა,..

ვინც წაიკითხა

მყისედ თუ გვიან,

ვინც  გაიაზრა,

წრფელად ეამა

მადლობა შენაც,

ჩასაფრებულო!“

კითხულობ, თანაც,

წვალობ ამოხსნა,

რატომ ასე, და,

სხვასავით არა...

ჰოდა,

გილოცავ,

დედამიწელო!

რომ,

ჯერაც კიდევ,

ლექსებით ვხარობთ,

ალალი მთხზველის,

ნაამბობს ველტვით...

სიტყვის წიაღში,

ვნებივრობთ,

ვდარდობთ...

გვახსოვს სიყრმეში,

რომანთა რემას,

თავდავიწყებით

ადევნებულნი,

„იდუმალგმირთა

ყოფისა დრამით,

აღტყინებულნი,

დამწუხრებულნი...

ახალ კრებულთა

შემონათებას!

რარიგ ველოდით...

...

მადლობა თქვენდა!

ვინც წაიკითხა,

მყისედ თუ გვიან,

ვინც  გაიაზრა,..

..

*

უბედობაც ხარობს,

ყოფის ჟრიამულით...

*

ძვირფასო, არ იტირო,

შენ არა,

შენ არ გიცდუნებია იგი,

ტახებიმდედრულად ინიღბებიან,

შენ კი, ემოციური ლავისგან იშვი...

ძვირფასო, ნუ ქვითინებ,

შენ არა,

შენ, არ ჩაგიშლია სანუკვარი ფლირტი,

შებოჭილმა, სიმორცხვე, ვერ დასძლია,

სიტურფემ დააბრმავა, სოროში იწვის...

ძვირფასო, არ იდარდო,

შენ არა,

შენ არ შეგშლია საოცნებო ცეკვა,

ჟიგალო, ამბიციებს, ვერ გაუმკლავდა,

უშნო ანგლობით, პრინცი გააცეცხლა.

ძვირფასო, არ გაბანძდე,

შენ არა,

შენ არ გიფიქრია, ვნებით გეჯადოქრა,

ეშხი კი, მაგრამ იღბალი არ დაგჰყვა;

მოშურნემ, სასმელში ბანგი შეაპარა...

ძვირფასო, არ მოეშვა,

შენ კვლავაც,

იყავ  ხალასი და ტურფა!

ბრმად, სამყარზე, გულს ნუღა აიყრი;

გონს ავარჯიშებს ტრფობისა წვდომა...

..

***

 აშორე უგულო კაცნი...

/,,უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდია!”/

სულის სამყოფელი გულია,
არსების სიმბოლოდ ქმნილი,
გულით შეყვარება სრულია;
უხილავ განცდათა მჩენი...
გული სწავლობს და ბეჯითობს,
გონი აქვს უებარი, მკვიდრი...
ტვინის არ ეკითხება რა, როგორ,
შეიცნოს მტრისა და მოყვრის.
ალალად შეიგრძნობს, აღბეჭდავს,
სიხარულს, სიყვარულს, ღალატს,
ხედავს და ისმენს თავისას,
განსჯის ცრუსა და მართალს...
და იმახსოვრებს ყოველ წამს,
სიცოცხლის საცავია სრული...
ქართულ მიწა–წყალს, გულიანს,
აშორე უგულო კაცნი...
ჯ.გ.
***

ბევრჯერ გაწბილდა...

ვისაც გაგება უჭირს და  ცხარობს,

ვერ ჰგუობს სწავლას, ამაყობს უშნოდ;

ერთხელაც, უფალს შენდობას შესთხოვს,

თუმც, სულით ურჩობს, ისევ ორგულობს...

კიდე კარგი, რომ ცრუ კაცთა გეზი,

განგებამ უწყის, გზადაგზა გვშველის;

თვალთმაქცურ თმენით და ზერელობით,

სამშობლო ჩვენი, ბევრჯერ გაწბილდა...

..

*** 

აწ და მარადის...

 ნუღა გარიყავთ დროულ კაცს,

რაკი არ დრკება, კვლავ იბრძვის...

სისხლში, თან სდევს ეალერსოს,

თვისა სამშობლოს,

და სიმართლისა სათქმელად იღწვის...

წლებთა სიმრავლე, თუ თავს ახსენებს,

ნერგის დარგვასა, მაშინც ისწრაფვის,

და  სატკივარი მშობელ მიწაწყლის,

საგზლად მიჰყვება აწ და მარადის...

..

***

 გენში გადარჩეს, არ გვექცეს სიბრძნედ...

ისე ნუღა დავეცემით, მხსნელად გვიჩნდეს მტერი

ფიცით საქმეს ვეღარ ვშველით, ვეღარც აღსარებით

სამართლისთვის ბრძოლას ჩემობს ერიცა და ბერიც,

ცრუ ქადილში გახლართულა უგნურიც და ბრძენიც,

ისე ნუღა დავეცემით, მხსნელად გვიჩნდეს მტერი.

..

*

რაითაც,

გენში შევრჩით სამზეოს...

 

სენსაციებით ტოკავს სამყარო,

ფსევდო აღქმათა  მოძალებაა;

მისახედია გრძნობები სანდო,

გულს, არ დაჩემდეს იმიტაცია...

 

გადაგვარებულ ხეთა ნაყოფსა,

ახლავს წახდენა ხალას ყოფისა,

რაითაც, გენში შევრჩით სამზეოს,

ესაა მადლიმწყობრთა წყობისა.“

 

ეგზალტირება სიყვარულითა,

სულიერთ შორის, სხვასაც ჩვევია,

ქალის და კაცის ტრფობა განგებამ,

გვაუწყა სიბრძნედ კაცთა მოდგმისა.

..

***

გლახაკთ, ისევ შერჩა...

/ავბედითი წრებრუნვა/

და თუ ამ ყოფამკომფორტშიაგიტაცა,

 „თავკაცადგაქცია, ფულით განებივრა;

უპოვარს, თუ შეამჩნევ,  ჭიმია, ავტოდან,

ინდომე გაიაზრო,  იმის თავს, რა მოხდა...

უფალო შეგვიწყალე, უფალო გვისაშველე;

გვებოძოს დაცხრომა გაუმაძღრთ მადისა,

ჩინოსნები საციხოდ, მიჯრით იქცა ადრეც,

გლახაკთ, ისევ შერჩა ერთგზის  დაპურება...

..

*

თორემ, სხვა რაი...

ცოცხლად

ითვლები

მეგობარო... –

ცოცხლად ითვლები,

თორემ, სხვა რაი...

არსთა გამრიგეს,

რომ ეძიები,

რა გზით, საიდან...

ნიჭია მაინც...

წუთისოფლიდან

გარდასულებს,

რომ იხსენებ,

ყოველ ცისმარე,

გებოძა მადლი...

რამდენი ვინმე,

ამიერში

მივიწყებული

გაგხსენებია–

ობლად,

ნუ გიჩანს,

მარტოკას თავი...

ცოცხლად ითვლები

მეგობარო... –

ცოცხლად ითვლები,

თორემ სხვა რაი...

..

 შანსია...

/იგავის მაგიერ/

მოგონილ  სამძიმრებში,

კნინდება თანაგრძნობა,

შორეულს

ალალი განცდა ელახება;

...ცოცხალს, რომ რგებოდა,

ამგვარიმხარდაჭერა“,

შანსია, კვლავ ეცოცხლა...

..

*

ყოფის ფაქტორი

/„შაირულად“/

სიძულვილისა მორევი,

ხარბსა, ადვილად ითრევს,

ბედნიერება ლიმიტით“–

ადგენს თავისას მოხელე...

ტკივილი ყველას ეყოფა;

აგერ, ურიგოდ ინებეთ,

თანაგრძნობას კი,  ელიტა“–

ხალხზე გულუხვად გასცმს ...

..

***

მოგონებებს ამკობს...

ალბომის ფოტოებს დაედო ფასი;

რა კარგი საძმაკაცო გყოლია ბიჭო,

შემართება ჰქონდათ ალალი, ნაღდი,

ზრუნვას მოსდევდა დათქმები სანდო.

სუფრას კი, შვენოდა  ბჭობა და ლექსი;

ხალასი იმედები ჩარჩენილა მათში,

მჯერა, იმიერშიც მამულსა დარდობთ,

თქვენი ნაღვაწი, მოგონებებს ამკობს...

..

*** 

როცა...

ჩეულ გამოცემებს  სანთლით დაეძებდნენ,

წიგნიერის პატიოსნებაც, რიდს აღძრავდა,

როცა, წიგნებს , ჰქონდათ დიდი ტირაჟები...

ნაკითხთა სიმრავლეს, ხალხიც შეჰხაროდა...

დღეს კი, გამეფდამზამზარეული ცოდნა;

თუმც, გაცვეთილი ცნებაა  ერის მსახურება...

სეირთა ქაოსში, „სიბრძნისდამნერგავი ცოტაა,

სიმართლის ვერ გატანა, თანმდევი განცდაა...

 ..
*

მიწის ჭრილობებს, ხეთა ფესვები აშუშებს...

გასაჭირის ჟამს,

გასაჭირის ჟამს,

გასაჭირის ჟამს,

მეგობრები შეიცნობა უკეთ...

ასე მოძღვრავენ,

ასე აფრთხილებენ,

ასე ამხნევებენ განსაცდელის ჟამს...

და თუ,  სატკივარი მოგვიმრავლდა;

ძნელბედობაც  მატულობს და არ იკლებს;

მეგობრებიც მცირდება ნებსით თუ უნებლიეთ...

გასაჭირის ჟამს,

გასაჭირის ჟამს,

გასაჭირის ჟამს,

გაფრთხილება უნდა, ყოველ საღ აზრს;

მიწის ჭრილობებს, ხეთა ფესვები აშუშებს...

..

 *

ცოდვიან სევდას, ვერ თმობ...

საძმაკაცო, თითქმის  მიილია;

ჯგუფური ფოტოებიც ფაფუ!

დახე, მარტო დგომაც იღბალია,

კვლავ ზვერავ აზრთა ფორუმს...

სამოყვასო ხომ, ისევ ნათელია,

აღარ იჩქარი; მორჩა, ჰაიდა...

უთქვამთ, ზეცად დავანება, საამოა,

შენ კი, ცოდვიან სევდას, ვერ თმობ...

..

*

თვალის აბმაში, ვინც დახელოვნდა...

/იგავისნაირი/

მზისა სხივებში,

ყვავმა მორთო ცხარე ყრანტალი და 

ეულ ყვავილს მიუმღერა გულისნადები;

ყვავილმა, თუმცა დაირცხვინა,  

მაინც შებედა:

იქნებ

მარტივად გამიმხილოთ ამოსათქმელი...

ყვავმა ამაყად დაიჩხავლა, მიუქარაგმა:

ჰო, არ გახლავართ ნაზი ბულბული;

ყრანტალი მომდგამს, თანაც შავი ვარ,

ბევრმა არც იცის,  უნარჩვევებით,

რომ ვარ შემკული;

ბასრი ნისკარტი, გამჭოლი მზერა,

მზვერავის ალღო, მიხვედრილობა...

ადამის ძეთა და ნადირთ ხმათა

საზრიანი,

აზარტული  გამოჯავრება,

მგლისა და მელის ძახილთა ბაძვით,

სხვა მტაცებელთა დაშინება,

ნანადირევის დაპატრონება...

ზემოთა მხრიდან ქვებისა  სროლა,

ნისკარტისპარნჭვით

მრავალ ჟესტთა წამბაძველობა...

წყალთა ჩხრიალის და ძრავის ჟღერის,

შეფერადებით ახმიანება...  

მერმე და მერმე...

აჰ, აღარ გინდათ...– მოლბა ყვავილი,–

თქვენი ყრანტალი, სიბრძნედ იღვრება...

თვალის აბმაში, ვინც დახელოვნდა,

ამა ყოფაში, ყველას ერგო ავლადიდება...

..

 

 

 

 ***

 . ***© გახსოვდეთ!.. 

საავტორო უფლება  

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.