იხილეთ დასაწყისი: _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...
გაგრძელება –პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...
გაგრძელება –პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв.
*გაგრძელება /კარი მეთხე _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы/ Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
...ერთჟამიერ და ნაირგვარად თუ
გსურთ „იღვაწოთ“;
შეიმეცნეთ
კვანტური სუპერპოზიცია; ...
და მართლაც, თუ „– ნაწილაკები, ერთდროულად, მრავალ გარემოებაში არიან;“ რატომ არ შეიძლება, ჩვენი ფიქრები, აღქმები, ჭვრეტანი და ასე შემდეგ; სხვადასხა სივრცეში ერთდროულად იმყოფებოდნენ; თუნდაც, ჩვენთვის შეუმჩნევლადაც კი, და როცა, „მღვიძარე“ გონის მონაკვეთი, მიზანდასახულად თუ უნებლიეთ, რომელსამე მათგანს ჩაავლებს; და უნდა მივიჩნიოთ, რომ კვანტური იმპულსების შთაგონებით აღძრული აღქმების ასახვას, პოეტური ესკიზების სახით ვცდილობ... „მონადირებული“ ფიქრი, განწყობა, ჭვრეტანი, იმ გამოძახილის თუ გამოძახილთა არეალის დინამიზმით წარიმართოს, რომელშიც დაფიქსირებული ანუ აღქმული იქნა; მსგავსი პროცესის ნათლად და მრავალსახოვნად შეცნობის შესაძლებლობას, ჩვენს არსში, ასე ვთქვათ, თითქოსდა პერპეტუუმ-მობილე–ს დარად ასულდგმულებული ქვეცნობიერის /არაცნობიერის/ ინტუიციური, ამასთანავე, ხშირად ქაოსური „შემოტევები“ იძლევა, რომლებიც, ასე ვთქვათ, „გაწონასწორებული“ ცხოვრების წესის მქონე ადამიანს, ზოგჯერ განწყობას უფუჭებს, ზოგჯერ, ზედმეტად ახალისებს; ვინმე, „არაფრით გამორჩეულს“ კი, საკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩენა–მიგნებასაც ჩაუნერგავს... ”კვანტური პწკარი” თავისი მეტაფორულობით, ორაზროვნულობით, აბსტრაქციზმით, პარალელიზმებით, (თუნდაც, სიურრეალიზმის კვალობაზე), თავისებურად, უნდა მიანიშნებდეს, რომ სტრიქონსა თუ სტროფში, ნართაულად ასახული აზრის გარდა, სხვა, უფრო მრავალფეროვან სააზროვნო სივრცეში გამავალი ”პორტალის” (ფანჯრის, დერეფნის) შიფრი იმალება. იქნებ, ეს მხოლოდ სასურველი ტექსტის მცირე ფრაგმენტი იყოს, მაგრამ იგი, შესაძლოა, იმ იპულსების აღმგზნებად იქცეს, რომლებიც მკითხველის ინტუიციას გაუმახვილებს და ჯერ კიდევ უცნობი სააზროვნო სივრცისკენ, ხედვის არეალს გაუკვალავს…
ესკიზები:
ეჰ! ვიღას ახსოვს, „მორიგე ჯარი“
/იგავის მაგიერ/
ერის აღმასვლის სახელით,
აღებ-მიცემა აქციეს კრედოდ...
აწიოკება, ყვლეფა, გაქელვა,
„სარანგთა“ სტიმულ–სარგოდ...
აი პროტესტი! - ამბოხი გვამკობს!!;
იშვა თაობათა „ჰობად“-
ეჰ! ვიღას ახსოვს, „მორიგე ჯარი“;
და, „დედაენა - აი ია“ რეკვიზიტია…
ჯ.გ.
***
მიგვაჩნია, რომ ვიცნობთ...
ვისაც ჯერა ორგულისა -
კი ბატონო;
ნაკლმა მხარემ, იქნებ ტონი
იცვალოს;
იმიერის განცდის პულსმა
ააღელვოს; და ელდის ქვეშ,
ერთგულება ინდომოს...
გადარჩენა, ყველას გვინდა;
შანსს, არ ვუშვებთ ხელიდან;
დაპირებებს ვეტმასნებით;
მორიგ ხრიკებს.-
„ნოუ-ჰაუდ“ აღვიქვამთ...
ვისაც ჯერა ორგულისა -
კი ბატონო,
შეცდომებზე ვიზრდებით;
თან ლაფსუსებს –
საზოგადო ასპარეზზე;
ნაკლად
არ ვთვლით;
ჰაიჰარად ვიწრთვნებით...
არ ვიხსენებთ ეშმას ნიჭსა;
მიგვაჩნია, რომ ვიცნობთ;
მზაკვარს, ასგზის შეუძლია,
ორგულობა –მოჩვენებით
ერთგულებით შენიღბოს...
ჯ.გ.
*
სულს ამოუცნობს,
სულს „მზეთუნახავს,“
საამო აღმაფრენით,
ვუმღერთ და ვამკობთ,
მაინც, ვერ ვგუობს,
და ვერცა გვმეგზურობს,
იდუმალ სამყაროში,
უჩვენოდ მიჰქრის...
ცოცხლები დარდობენ,
რა ბედი ეწია...
შეძლო თუ არა,
იმქვეყნად გაღწევა;
თუ დღეთა ქრონიკას,–
იდუმალ შრიდან,
კვლავ ასურათებს...
მორწმუნე ლოცულობს
და სანთლებს ანთებს,
შემსწრე მრავალია,
განმსჯელი –განგება...
სულს ამოუცნობს,
ვუმღერთ და ვამკობთ;
მაინც, არ გვისმენს;
არ თანაგვიგრძნობს;
მისტიურ განცდების
ბადეში გვახვევს...
ასგზის უარყოფილს,
თავიდან გვაწონებს...
თავნება ბუნდოვანებაში–
ჯიუტად გვამყოფებს...
ჯ.გ.
მეგობრობის სახელით –
ნდობა,–
„სიყვარული გზად და ხიდად...“
განდიდების მანია! –
უსამშობლო ტიპები,
უცხოპლანეტლები,
ვინც ერისა გაქელვით,
მეციხოვნემ იმსხვრპლა, _
ჯ.გ.
სვიანი გეთქმის...
და ბანალური გახდა მიზანი;
სიცოცხლის ქარგაც ცვთება;
იმა ჟინითა, არ ცლიან სასმის,
არც, გულს უშლიან მოყვასს...
მოგონებები ისე ძველია;
ყველა ნაცრისფრად ბჟუტავს,
უიღბლობაში,– სვიანი გეთქმის;
დარდს, რომ არ ირგებ, ურვად!
ჯ.გ.
მაშინ...
მაშინ, ინტერნეტს, რომ ეარსება;
რუსთაველსაც, აქ ეცადა პოეტური ბედი;
„ვეფხიტყაოსნის“ გარეშე. რანი ვიქნებოდით;
წვრთნა ვიღეთ მკვალავი სტროფებით...
მაშინ, რომ ხატოვანი ნიჭი არ გვქონოდა;
და გზები არ გვეძია ვერაგთა მოდრეკის;
უეცარ, უიმედო ბრძოლებში არ გველაღა;
ვერც სახელი მოგვყვებოდა უებრო ერის!
ჯ.გ.
*
ნაკლულ სულისთვის...
თუ გატაცება ექცა ტაცებად,
მალე თარეშიც, ჰობად მიუჩანს,
და დიქტატურის დაკანონებაც;
ნაკლულ სულისთვის –
ხელოვნებაა...
გულაჩუყება ცხოველსაც მოსდგამს;
„ნიანგის ცრემლიც“ ბევრჯერ უნახავთ;
მაგრამ, როცა მტრობ ერის მომავალს;
საკუთარ „ჰობში“ გმართებს გარკვევა...
ჯ.გ.
*
უკვე, სავალი მათია...
შინაურთ ქიშპში, ახევა;
გახდა ნაქები დიპლომატია;
ვიყო გამრიგე ქვეყნისა,
ლაბირინთებში გათვალა...
„ბაყაყმა ფეხი აიშვირა,
მეც ნალი დამაკარითო“_
ისიც, გუბეში, გაზარდილა,
და ნახეთ, ახლა, სად ზისო?!
ანდაზა, მაინც შემწეა,
თუნდაც, ყურადა არ იღონ;
ასე შეტენვით ბევრიცა,
„ბედაურადა“ დადგინდა.
ნურვის მივიჩნევთ მერნადა,
თუკი, არ მოსდევს ქარიზმა!
გეზი, მით ფასობს, თუ სვლაში,
უნარი გამოავლინა...
ვინც გაიაზრა. ხომ კარგი;
ბაჭყატი, ისევ გუბურას;
ქველისა ადგილს ჩემულობს,
გათვლებშიც გაბანძებულა...
მივენდოთ ახალგაზრდობას, –
უკვე, სავალი მათია;
და ბრაზში, ჯიბრი, ნუ შეგვხრავს;
შევძლოთ გაღწევა ჩიხიდან_
მამულის შესამტკიცებლად-
დიდ ერთობაში დავდგინდეთ!
მოსახდელი გვაქვს ვალიც და
კვლავაც შევხარით მომავალს!
ჯ.გ.
*
ასე ჩანს, ისევ გვჯაბნის ჭორები!
სასოწარკვეთა
– ქმნის
გენიოსებს;
ასე,
ითქმება
, ხშირად
ჭორებით;
მწუხარე
სახით,
იმიჯს
ჰპოვებენ;
სასჯელად უჩანთ მერე
ქადილი!
მოძმის
ტკივილის,
ერის
კაეშნის;
ჭეშმარიტ
სევდის;
ციდან
მავალის;
მსახურება
ქმნის,
ნაღდ ჰარმონიას!
_ასე ჩანს, ისევ გვჯაბნის ჭორები!
ჯ.გ.
*
მთავარია, რომ არ შედრკე!
„პატარა ერად“ ვინცა გვცნო;
საწიერი აქვთ ხეპრისა;
ბევრი იწრთო და შეივსო:
ჩვენს მეობასთან შეხებით...
ყველასა უყვარს მამული,
ვერა იაზრებს ზოგჯერა;
ვისი გორის ხარ ჩაჰყევით;
სამშობლოს ეიმედებით!
ნუგეშად მტერსა ეგულვი?
ამას, როდესაც მიხვდები,
მთავარია, რომ არ შედრკე;
ისე ჩაჰკვეთო ხინჯები...
ჯ.გ.
*
მარტივად ითქმის..
სამყაროს წუხილს,
ვერვინ გასწვდება;
გენში ჩანექტრილ მამულის ტრფიალს;
გაუმაძღრობა ვერ ჩაანაცვდებს;
აქ განსაჭვრეტი სიფხიზლე დაგვრჩა;
მომავლის ქარგის შეცნობა გვმართებს;
მარტივად ითქმის, ცოტამ იაზრა;
მტრის ნაალაფარს ურცხვად ქომაგობს...
ამგვარი მადის ეიფორია გვასაცოდავებს...
აღმასვლის აღქმით გააზრებული ცნება
ვისაგზლოთ;
გაფანტულობას, მწამს სიბრძნედ ვაქცევთ!
ჯ.გ.
*
ყინჩად აძაგრულები!
სალაღობო
ახლა ყველა იხსენებს,
შენ თუ გაიხსენებდი;
ანდა, იქნებ იგონებ;
იმით ხარობ, მოწონდი!
არ მგონია, გიყვარდა,
მაგრამ, მისკენ იწევდი;
უაზროდა დაობდით,
მაგრამ, მაინც „დაობლდი“;
ახლობლად და მოყვასად;
მუდამ ეგულობდი;
არდათმობის სიკერპით,
აძაგრული ერთგული...
შეზღუდვას ვერ ითმენდით;
შენიშვნებს ვერ იტანდით!
ჰოდა, ცოლქმრულ უღელში,
შიშით, აღარ შეებით;
თორემ გეყოლებოდათ;
მომხიბლავი შვილები;
ნიჭიერნი, სასახელო;
სამშობლოსა ქომაგნი...
წუთისოფლის ნაფლეთსა;
მედგრად შერჩით ეულად;
გაკილვისა სამხილით;
„მარტოობით ბედრკულნი!“
არდათმობის სიკერპით,
ყინჩად აძაგრულები;
ახლობლად და მოყვასად;
ბევრსა ეგულობდით!
ჯ.გ.
*
გვირჩევნია, დათქმები–ერთად გამოვიტიროთ!
საბოლოოდ შევთანხმდეთ –ღალატს ჰქვია –ღალატი;
რაც, არ უნდა მივფარცხოთ, ამ საბამით იმ ნიშნით;
ფერი ჟონავს ფლიდობის, მარაფეტი, ვერ შველის...
ის კი, უკვე აღარ მალავს, თვალთმაქცია, უძღები;
უკვე ერში მოაღორა -„ზნეობრივად ფხიზელნიც“;
მასა ძნელად გამოარჩევს რეგენტისგან –რენეგატს;
ხელთ გამცემი, რომ შერჩება; ინანებს და ინანებს!!!
ჯ.გ.
*
უჩინარ
თანამოაზრეთ ...
გინდა სიცოცხლე,
ნუ მოდუნდები!
სანამ გაოცება შგიძლია-
გაიოცე!
თუმც, უკვე, რაღამ უნდა
გაგაკვიროთ;
დღევანდელ ყოფაში,
საოცრებად მოვლენილებიც,
თოჯინები გახდნენ...
ვუთანაუგრძნობ ყველას;
წარმატებულსა თუ
ხელმოცარულს...
შეეშვით ტვირთად აკიდულ
საფრთხეებზე დარდს,
ჰა და ჰა იღბალი,
თქვენთანაც, კარს შემოაღებს!
ილაღეთ ყველამ;
შეეცადეთ, მოგონებებში
წრფელები გამოჩდეთ;
ბოლო ეპიზოდი იგივე რჩება.-
წატირებადაც, კი, არ ღირს...
ჩვენი სიყვარული შერჩება
მიწას და ცას; ჰაერს, წყალს...
და სივრცეში ბინადარ,
ხედვისთვის უჩინარ
თანამოაზრეთ ...
ჯ.გ.
*
რა ჯანდაბად გვინდა?!
მოსალოდნელია;
ყველა ერთიანად
„დაბრძენდეს“;
მოსალოდნელია;
ყველა,
„სწავლულად“ შედგეს;
რა ჯანდაბად გვინდა?!
თუ ქვეყნის მმართველთ,
სამშობლოს –
წრფელი სიყვარული
არ მოსდევთ!
„ენა, მამული, სარწმუნოება“ –
სიტყვით გამოსვლისას,
საჯარო წვეულებებზე
ახსენდებათ;
და თან,
ქვეყნის მისაკუთრების,
მოსურნე მტერს,
ოცნებას ულამაზებენ;
ზერელედ იხსენებენ,
მიუსაფარ ბავშვებს;
ნაამაგარ მოხუცებს;
წინაპართა
სასიქადულო ისტორიას...
მოსალოდნელია;
ყველა,
ერთიანად „დაბრძენდეს“;
მოსალოდნელია;
ყველა,
წარმატებულ
ბიზმესმენად შედგეს;
რა ჯანდაბად გვინდა...
ქვეყანა,
გამუდმებით,
სულს, ძლივს ითქვამს!!!
ჯ.გ.
*
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/