воскресенье, 28 января 2018 г.

პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы/ Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

 იხილეთ დასაწყისი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...
*


მწველ სამყაროში

ზოგი ახერხებს ყოველის განსჯას,
ჩემულობს იყოს სწავლული, ქველი,
იოლად აფრქვევს აწაპნილ ფრაზებს,
ცოდნას ვცემ პატივს  და არა ქადილს…

აფრთხობს რეტროგრადს ევოლუცია;
თუმცა, ქე იხმარს მობილურს, ფლეშკას...
იცოხნის თვის ხვედრს ადამიანი-მასა,
არარას, ფერს სძენს  რჩეულთა სწრაფვა.
(ჯ.გ.)
***
მებიუსის ლენტზე

ზღვის სუნი და თავდავიწყების სილურჯე,
მუხტში , მძაფრი ელვარება გალურსულა.
ცელქობს ნიავუკა, უჩინო ღიმილს აფრქვევს,
მივიწყებულ ქალში, მოგონებებს აღვივებს,
ალერსის ფარულ ნიავში შემხტარი  ჭინკა,
თითქოსდა, ”მებიუსის ლენტზემიმოჰქრის,
ქალის ეული განცდა, მის კვალს ადევნებია,
ნანატრ მხურვალებას გამომწვევად ლოკავს.
(ჯ.გ.)
***
თუ გვერგო გასხივოსნება

ამა სფეროდან, იმა ველიდან,
ჩქეფს ნიჭი, ცოდნა წამიწამ;
შემთხვევით დაბადებული,
ქვეყნის ბედსა წყვეტს, არიქა!
აბუჩად გვიგდებს სამყარო;
აიო, ვართ და არცა ვართ
რაც მეტი ალბათობაა,
წილხვდომილებაც მსუყეა.
თუ გვერგო გასხივოსნება,
გონში ცოცხლდებაარარა”,
ბედი გიღიმის; კვლავ ჰოპლა!
ფილეო ამკობს სოფიას.
(ჯ..)
*** 
და აზრიც დანებდა

მშვენიერი სული თუ ლამაზი სხეული;
გერჩივნოს სულიო, ურჩევდა გონება,
სამყარო ცვლადია და არა სრულქმნილი,
კეკლუცმა მოხიბლა და აზრიც დანებდა
.
*** 
ქრონიკული საცთური

ერისმხსნელიგადაეწნაგაღმერთებას”,
გმირი იგი _ დიქტატურას, სიბრიყვეს
პირფერობასამართლიანსჩაეკონა,
სისხლი მასებს აღაგზნებს და იბრიყვებს
(ჯ.გ)
***
თავისუფლება წამოუბერავს

-მე, შენი ტყვე ვარ!
მე, შენი ტყვე ვარ!
უმღერს,
ახერხებს მის დარწმუნებას,
მაგრამ,
ტყვეებიხშირად გარბიან,
თავისუფლება წამოუბერავს;
სხვა გატაცება გამოანათებს:
-მე, შენი ტყვე ვარ!
მე, შენი ტყვე ვარ!
(ჯ..)
***
ჩაეკითხეთ ქვეცნობიერს
(იუმორესკა]
აი, აღგზნება საფრთხეს გიქადით;
უცხო ლამაზმანის მზერა გიხმობთ,
რა გელით, ჩეკითხეთ ქვეცნობიერს;
ალერსს იგემებთ თუ ციხის გემოს.
(ჯ..)
***
მაკმიე შენი გონის სურნელი

ბედნიერი ვარ, გეტრფოდე,
ვეძიო შენში სავალი გზები,
აღვიქვა შენი ფერისცვალება;
გიგულო, ვითარც მხსნელი.

სამყაროვ, ყოვლის მშობელო!
მაკმიე შენი გონის სურნელი;
რათა უჩინო სივრცე შევიცნო,
ვაჩინო მადლად საუნჯე მისი.
(ჯ,,)
***
გრძნეულიხილვისსურნელი

კოპწია, თვალხატულა გოგომ,
აკაციის ყვავილებს მიუალერსა,
მიმავალ მატარებელს  შესცინა,
თან ფლირტის სცენა გაითამაშა.
უბრალოდ,  განწყობა გაამხილა;
კისკით გაიქცა, დედას მიეგება.
ფანტაზიებს მინდობილი ბიჭი,
ვინაც, მატერებლის ფანჯრიდან,
თვალი შეასწრო მის ცელქობას,
ჟამ-ჟამად, მეტადრე კაცობაში,
შეპარვით და საამოდ იგონებდა,
გრძნეულიხილვისსურნელს.
(ჯ,,)
***
პროტესტში შემალული ექსტაზი

სულსწრაფობამ კაცი, შარში გახვია,
შინაბერა, იმგვარი ზავთით დანებდა,
მამრმა მოძალადედ იგრძნო თავი,
და სასჯელის შიშით უღელში გაება.

_არა! არა! არა!.. ეს რა მიყავი!!!_
პროტესტში შემალული ექსტაზი;
ამგვარად იწვევს მიღმური ზრახვა,
სულის სიღრმეში შემალულ ვნებას.
(ჯ.გ.)*** 

 გზნება არ გეშვება

ენერგიათა რყევა, წკრიალი ველთა,
მივიწყებულ განცდათა თანხვედრა;
ხვდები სასურველს, თუმცა გვიანაა;
ფლირტის წამოწყება, არ შეგფერის,

გზნება არ გეშვება, გულს აბუნტებს,
ოღონდ, თავდაჭერა, უკვე ადვილია;
ერთობა დრო, წლები  ლაგამს ხრავენ,
წრფელი ინტერესი, მარად უკვდავია.
(ჯ,,)
***
 მწე მოლოდინი

სხვის აღზევებას,
ნუ ეშურები,
საკუთარ წიაღს
შემატე ნიჭი,
დახვეწე გონი,
და გულისყური,
ბოძებულ ლაზათს,
უმრავლე ლხინი.
და თუ ამხედრდი,
იყავ გულწრფელი,
უძლურს აღუძარ
მწე მოლოდინი,
რათა გამხნევდეს,
გაუჩნდეს ჟინი;
თავის შველისა,
და მსახურების
(ჯ..)
***
მე სხვას ვიხსენებ

ძალიან ახლოს,
ძალიან ახლოს,
ძალიან ახლოს,
აღმოჩნდნენ ერთად,
მერე ერთურთში,
ისე გალაღდნენ,
საერთო ჰქონდათ,
ლტოლვა და ცნება
თქვენ სხვა იფიქრეთ,
მე სხვას ვიხსენებ,
როს ჩაეხლართათ,
სუნთქვა და გზნება,
და ერმანეთში,
ისე შებრკოლდნენ,
ვეღარ ავლენდნენ
ცალ-ცალკე ყოფნას.
(ჯ..)
 ***
ტრფიალში ინიღბება
მონადირე ირემს კვალში ჩასდგომია,
გზად, მისი სილამაზით იხიბლება,
ისე, მისთვის მონადირებაა მთავარი,
მსგავსი ზრახვა, ტრფიალში ინიღბება.
(ჯ..)
***
იჭვი

დრო მირბის, დრო მირბის,
ფინიშამდე მისვლა არ ძალუძს,
ზოგ სივრცეს გვერდს უვლის,
სხვა სამყარო, რომ გადამალოს.
(ჯ..)
***
პირვანდელი გრძნობა

უნებლიეთ აბორგებული გამომწვევად აცეკვდა,
გაუხედნავი მარცვლები გადამდები აბდაუბდისა,
ინსტიქტურად, გოგომც იგივე ბგერები აიტაცა,
შეჰყვა და მიჰყვა ცეკვის რიტმს, ცეცხლი დაანთო

არადა, ორივეს, მორწმუნე მშობლები ჰყავთ?!”
გაიოცა დამსწრე, ეკლესიურმა საზოგადოებამ.
გრძნობა ბევრად პირვანდელია, ვიდრე ეთიკა…”
წამოცდა უნებლიეთ მიკედლებულ სწავლულს.
(ჯ.გ.)
***
ქვეყნად, უიღბლოს, რა გამოლევს

ილოცე, მანამ იღბალი გაგიღიმებს,
რა იცი, რა უდევს, იდუმალ გულში,
იქნებ, სხვის უიღბლობას გამოექცა,
სულის მოთქმა სწადია, შენს სულში.

მალე, სხვა ლტოლვა შეუჩნდება,
ქვეყნად, უიღბლოს, რა გამოლევს,
ნასიყვარულები, იარებს დაუამებს,
ილოცე, სანამ იღბალი მიგატოვებს.
(ჯ.გ.)
***
ავად ძრწოდა მხრჩოლავი შიში

მას არიგებდნენ, ყოფილიყო დამჯერე, მშვიდი,
მაგრამ, ჩვეოდა შეშველება ჩაგრულის, სუსტის,
და როს, მოხშირდა მოქიშპეთა ცილი და შარი,
ძმობის ზღაპრებზე დაიბლანდა მძახე ძონძები.

სათნოდ ნაჩენმა, ალალ მოყვასს უგანა ფარვით,
მერე ინანა, იტანჯა და შესაბრალი შეიქმნა მისი,
ეჭვების რკალში, ავად ძრწოდა მხრჩოლავი შიში,
ბავშვობის ხსოვნას,  შემოაცვდა ცნება რაინდის.
(ჯ..)
***
 ”ანალტიკური მიმოხლვა”

შიშველი ასოები,
მეტაფორათა გარეშე,
კონსტიტუცია, _ ბოსთა მადაზე;
კასტრაცია სამართებლივი სივრცის,
პროსტიტუციული მრავალფეროვნება;
ქუჩის, საროსკიპოს, არატრადიციული,
პოლიტსერვისული, ბიზნესგარემოს
გაუმჯობესებისა თუ ავანგარდისტული
ნიშნით.
მასების მოდერნიზება, ლანდშტაფთან ერთად,
თითლიბაზი მონსტრები; ბანკები! ბანკები!
ძალადობა ისახება და მტკიცდება ვალებში,
შიში, ძრწოლვა აბორიგენთა თვალებში.
აღიმაღლეთ ხმა!
აღიმაღლეთ ხმა!
აღიმაღლეთ ხმა!
გახსოვდეთაღმაშენებელი”,
რუსთველი, ილია, ვაჟა, აკაკი და სხვა ქველნი.
საქართველო ერთია და თქვენ გაქვთ მისია,
იყოთ მისი ამაღორძინებელნი და მცველნი.
(..)
***
ეიმედები მორიგ განსაცდელს

აბა, ჰე! ჩემო მერყევო მეგობარო,
ნაცადი ორპირობა გექცევა მახედ,
იცი, რომ ვშველი ხიფათში მყოფს,
და ეიმედები მორიგ განსაცდელს.
(ჯ..)
***
განაპირდა

ძველი მეგობრობა გაპარტახდა;
შემოგვრჩა მიკითხვ-მოკითხა,
ბრმა ეგზალტაციაც განაპირდა;
ფიცვერცხლის სულიც განივთდა.
(ჯ..)
***
აისიც ვერ შეირგო,  არათუ დაისი.

უთენია, დაისის ხილვა დაისახა;
მონიშნა დრო,  სანაპირო, გოგოც კი
მაგნიტური ქარიშხალი, ვერ გათვალა,
აისიც ვერ შეირგო,  არათუ დაისი.

შეაბი ქვეცნობიერს ურჩი ამბიციები,
იკვლიე და ჰპოვე ბუნება რას გჩუქის,
შეიცან, სამყაროს შენეული იმპულსი,
და დატკბი, იხარე რჩეული წამით!
(ჯ..)
***
აღქმულ-განცდილი

სიყვარულს თან სდევს ჭორი და შური,
ბედნიერ წუთებს ადვილად ივიწყებენ,
არადა, ჭაღარა მეხსიერების სიღრმეში,
მინავლებული განცდა, ანცად  კრთება.

ცოდვად ასახულა უიღბლო სიალალე,
თუმც, ტრფობის მიზეზი გაცრეცილა,
სევდით დაბრძენებული, იჭვს ახარებს:
აღქმულ-განცდილი სულში იწმინდება.
(ჯ..)
***
და სიკვდილის გავლით

გვახსოვდეს!
ხილული სამყარო,
მხოლოდ 5 %-ია
ბევრისთვის,
ალბათ,
ბევრად ნაკლები.
და თუმც,
ზღვა ინფორმაცია
გვარტყია, _
ასეა ყოფაშიც.
გვახსოვდეს!
რასაც ვერა ვცნობთ,
გონით და გულით,
ნუ განვსჯით
ცარიელა ენით
გვახსოვდეს!
სწავლა სიკვდილამდე,
და სიკვდილის გავლით
(
..)
***
დაე, ეს ნატვრაც

იდუმალება, ისევ შევგცინის,
ტესლას ნაირი ფენომენებით,
წამოენთება ლოცვა-თილისმა,
და იდეებად შეფერადდები

ძიება აჩენს მიჩქმალულ მცნებას;
მითში არეკლილ გონიერ განცდას,
დაე, ეს ნატვრაც აუხდეს მაშვრალს;
ირგოს დრო-სივრცე, მაგიურ აფრად.
(..)
***
ცოტამ იცის _ რა, არ იცის

რაც ვართ, ეს ვართ;
ჭირნათმენნი;
წარმართები, ქრისტიანნი
გონიერნი, იქვე ბრიყვნიც,
ცოტამ იცის _ რა, არ იცის;
თოქ-შოუებს მიჯაჭვულნი,
ენით ნალესს საქმეს ვიმკით.
უსამართლო სამართალი,
გვექცა წესად, ბალღმაც იცის;
გურამიშვილს ვერა ჰგუობს,
პირუკუა განსწავლული.
არც აროდეს გვეშველება,
სანამ ფული ფარცხავს სინდისს.
(
.).
***
სიბნელის ნათება

მაწანწალა მოტივი სტრიქონს ეტენება,
ლამობს აღგზნება ნათელში შენიღბოს,
სადღაც, შორეთში ეპოქად იტალღება,
საფრთხეა, ვაება კერპივით აღმართოს.
არადა, პლანეტა ძეგლებით დამძიმდა,
სულები მოაჭკნო სიხარბის სინდრომმა,
ნება და გონება ლაყბობით დადღაბნა,
სიბნელის ნათება ემოგვრჩა იმედად.
(..)
***
ცაში ნაწრთობი ძირძველი გენი

სხვათა ცოდვებით ჭკუაგახედნილთ,
სიცარიელე მორევიათ, სიავე მართავთ,
სამშობლო უჩანთ ტლუდ და ურგებად,
არადა, მაგათ ფერებაში ქვეყანა გაცვდა.
მოსაწევი და საყლაპია ზომბთა სანატრი,
ივერთ კი, მოსდგამთ მამულის განცდა,
ცაში ნაწრთობი ძირძველი გენი,
აროდეს არა,
ვერ იქცევა მსხვერპლად ხროვათა.
(
..)
***
სილის გაწვნის დღე

თუ უიმედობამ დაგქანცათ,
გაჭიმეთ ვირტუალური თოკი,
ფიქრში მასზე გაირბინეთ და;
ბრავო,ბრავო ბრავისიმო!!!

თუ ადრენალინმა გაგაბრუათ,
საკუთარ თავს სილა გააწანით,
არგეთ ”ორბუნებოვან არსს”,
აიტაცეთ ”სილის გაწვნის დღე!”
(ჯ.გ.)
***
სინესთეზიის მიღმა

სიკვდილთან შეყრა უცილო ხვედრია,
ბრძენმეტყველებით დროს ვერ მოიგებ,
ხილულს იქითა სიკვდილი წრფელია,
თანაშეგრძნება, აღქმის სისავსეს ავლენს.

ბნელეთის პალიტრა, ცოდვათა ანაბანა;
ფანტომთა მეჯლისით გართობა ხშირია;
და მერე, უეცრად მარტივად დგინდება;
რასაც ვერა ცნობდი, ის სულის ფრთებია
(ჯ..)
***
სინესთეზია (ბერძნ. συναίσθησις — ერთდროული შეგრძნება, ერთობლივი გრძნობა, თანაშეგრძნება) — ფსიქოლოგიაში აღქმის მოვლენა, როდესაც ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური შეგრძნების პარალელურად ჩნდება სხვა გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც. მაგ. ფერადი ყნოსვა, ფერადი სმენა და ..”
”…სინესთეზია ორი სრულიად განსხვავებული შეგრძნების კავშირს ხდის შესაძლებელს. მეცნიერები მას მეშვიდე გრძნობასაც უწოდებენ. სინესთეზიის მქონე ადამიანები სამყაროს ერთდროულად რამდენიმე ორგანოს საშუალებით აღიქვამენ.”
***
ვერ დაშორდებით!..
 სახასიათო
 
ალერსსა ქარგავთ
თუმც, მორჩა, ბასტა!
ძაფი ჩაგიწყდათ,
უკვე შორდებით;
უცებ, ერთმანეთს
ფიცხად დაგესლავთ,
ბოღმას მოიკლავთ,
და სპონტანურად
ჩაიხლართებით:
ბედს არ ემდურით,
გრძნობებში ცურავთ,
ურთიერთსურვილთ
აღუვლენთ მითებს;
თუმც, მორჩა, ბასტა!
შური კლავსდამას”,
ჭორებს მოგიქსევთ,
აიძაგრებით
ბედად, იმავ წამს,
გზაჯვარედინთან,
დაკვრას იწყებენ
მუსიკოსები;
ბასტა!!! ერთმანეთს
ტყუილად გესლავთ;
ვერ დაშორდებით,
ვერ დაშორდებით!’
(..)
 ***
ფესვების ჩაჭრას ნუ ჩქარობთ

ტრფობის მაგიის გატანა,
ეგზოტიკურ ცათა ზონაში,
ფილოსოფია _ ”ლიბიდო”,
ამგვარ შოუსაც გვიქადის.

როს, ექსპერიმენტს წალეკავს
კომერციული გათვლები
მეობას, მამულს, სიყვარულს,
მგლური სიხარბე თავს  ესხმის.

ფესვების ჩაჭრას ნუ ჩქარობთ,
იმედად _ ლაღად აფრენის;
სულგაყიდულნი ბანძები
არც ზეცისთვის ხართ ნუგეში.
(ჯ..)
 ***
აღივსეთ ჰაეროვანი ნავარდით

ფუყე სიზმრებმა ფრთები ჩამოაჭკნეს,
საოცნებო სურვილებსაც ქონი დაედო,
უეცრად, მონაზონს ალალად მოენატრა,
სამგლოვიარო მუსიკა და ელვარე კუბო.

დათმენა აალდა; მეგობართ სურნელი,
სტროფებს შეერია, სიყვარულს მოუხმო,
იდეალიგამოდგა ფუყე და მშიშარა;
ხელმოცარული ღვთის კალთას მიენდო.

ცაში, სათაყვანოოცნებასგზა აებნა,
აენთო, აღივსო ჰაეროვანი ნავარდით,
ჰორიზონტზე მირაჟმა კამარა შეჰკრა,
ქარიზმად შერაცხული, ერთ წამში ჩადნა. 
 (ჯ..)
***
ეპოქის სულის შეცნობა

თვითგამოხატვის სიამე,
ყოველმხრივ დაშვებულია,
ავტორთა რიცხვმა იმრავლა,
მკითხველიგადაღლილია”.
ბაზარზე ჩნდება რობოტი;
ნაღდ ერუდიტის იმიჯით,
წიგნის ავკარგის შეცნობა,
ჩიპებით ერგო და იცის
ჰოდა, მეგობრად მის ყოლას,
თავიდან ბევრი სურვილობს,
მალე სიმართლის მოსმენას,
ავტორთა მასა ვერ ჰგუობს.
და ჩაანაცვლეს პროგრამა,
დითირამბული ვერსიით;
ფსევდოერუდიტს შეჰხარის,
დილეტანტი და სნობისტი;
ჩინიანობის ტრფიალი,
კვლავაც საქვეყნო სენია,
ეპოქის სულის შეცნობა,
ნატიფი გონის ხვედრია.
(ჯ..)
 ***
ქრისტეს ხატებთან

ცოდნის წყურვილში ოცნება ყმუის,
თავისუფლება გვალაღებს, თან გვსჯის,
გულუბრყვილობა, წარსულ ნატვრათა,
დაღლილი სულის კუნჭულში ხვნეშის.
გვყავს ერთი ღმერთი ორი გონებით,
ორითა ნებით და კვლავ ორი საქმით;
...
ქრისტეს ხატებთან, ლოცულობს ბევრი,
საქმედ კი უჩანთ, სულ სხვა ვნებანი.
(ჯ..)
***
შენ იყურები უცნაურად…

შენ იყურები უცნაურად,
ჰგავხარ გაცვეთილ თოჯინას
ცარიელ აქვარიუმით ტკბობას,
აბა, რა აზრი აქვს
და უცებ, საფრთხის წინაშე,
ახერხებ, იყო მიმზიდველი;
საეჭვო თვალებში,
ჩიტები იწყებენ ჭიკჭიკს;
ჰპოვე უხილავში ხილული…
და იქვე, იდუმალი სურნელი,
ალერსი განწმენდს შენს აურას;
შენ იყურები უცნაურად…
(ჯ.გ.)
***
დუღს ტრალივალი შეუსაბამო
(ირონია)
ფიქრიან კაცის სულში ანთია,
აზრთა აღმასვლის ფილოსოფია,
და ეძალება მისტიურ წვდომას,
ცრუ იდეალთა უკუსაგდებად.

თუმცა, უამრავს აფრაკად უჩანს,
ამგვარი ჟინით თავდადებული,
წინ, არენაზე მედროვე ლაღობს,
მისთვის, ეს ყოფა არის რჩეული.

გვეყო ულევი ღალატითტკბობა”;
ქვეყნის მხნეობა ჭკნება და ქრება;
დუღს  ტრალივალი შეუსაბამო,
პრემიებად ჩქეფს და გვეპრნჭება.
(ჯ.გ.)

*** 
დემოკრატიის მწვანე ბალახი
/
ირონია/
ჰა, გაზაფხულდა, ბალახი შემოდის,
მასები დაპურდება, ”ერსეშველება
ფარული გზავნილი, ვერაგინოუჰაუ”,
არ გახსნათ მესიჯი, “SOS!” ფეთქდება!
აქ, ევროაზრებს იცოხნისნოვატორი”,
ბანალურ გზავნილებს მიაქვთ დუნია,
დემოკრატია, აქ, ისევ შავ ხვრელშია;
არ გახსნათ მესიჯი, “SOS!” ფეთქდება!
(..)
***
წყალობის სურნელი

_რას ინებებ?.. _სათნოდ გეკითხება,
ვიღაც ქუჩაში გამვლელი კი არა,
თავად ღმერთი.
ღრუბლებიდან ღიმილით გიმზერს!
შენ კი, იმდენად მძიმედ ხარ:
_სიკვდილს!_პასუხობ მკვეთრად.
უცებ, გონს მოეგები, მაგრამ გვიანაა.
იყავი ფხიზლად!
არ არსებობს სასოწარკვეთა:
ღვთიური წყალობის სურნელი,
რომ არ ეფინოს.
(..)
*** 
ახლიდან შეიგრძენ ერის ენერგია

შიმშილი ახლა ყველას სამყოფია;
თავის გადარჩენა იქცა ინერციად;
ბრმად, უიმედოდ მოთმენა სენია;
ქართველო გაინძერ, ქვეყანა შენია!
ახლიდან შეიგრძენ ერის ენერგია,
წინაპართ ღვაწლი გონის აბჯარია,
ქართული ენა სულის ფილტვებია;
შეიგრძენ, შეიცან ღვთიური მისია!   
(..)
***

შენისევ შენ ხარ!

კვლავაც ლაღობენ  ორგულები,
და ერთგულება სამშობლოსი
გედება ბრალად
არაფრად უღირთ
სიმართლისათვის რარიგ ეწამე;
და ვერ გაიგებცნება ქართულს,
რა ზნით აფასებს
თვითგადარჩენის იმპულსებით
დამფრთხალი ერი
შენ სხვა გზა არ გაქვს;
არც არას ითხოვ,
მომავლისაკენ მიჰყვები წარსულს
და მართალ კაცთა წიაღ-სავალი,
გშველის და გიხმობს
(..)
***
ვერა ვერ შევძლებ

წლები მიდიან, წლები მიჰქრიან,
მაგრამ  ჩემი დრო, ისევ აქ არის!
უნდა შევიცნო, უნდა ამოვხსნა,
საიდან მოველ, და რა საგზალით
ასე ქადილით, ვიძენ სიმხნევეს,
და მსურს არარას წავართვა წამი,
ვერა ვერ შევძლებ, _ გავითავისო,
რომ ეს ცხოვრება, წამიც არ არის!
(..)

***
ურჩად ეზრდება ნატანჯი ფესვი

სამშობლოს განცდა მარადიული
ზესიყვარული იდუმლად მშველი.
და განსაცდელში  ჩამტკბარ კაეშანს,
ურჩად ეზრდება ნატანჯი ფესვი.
ვერ აიცილებ სამყაროს შფოთვას,
თუნდაც წინსვლაში ჰპოვო ნუგეში.
ეცადე ლოცვის სიმშვიდით მორთო,
ფარულ ზრახვათა სახნავ-სათესი.
(..)
***
შენ დაუკარ!”
იუმორესკა
განწირულისხმა

ის წამიც გაფრინდა,
მცნებები განივთდა,
ფორმალიზმს შეერწყა
სკამი და მაგიდა.
ჯალათად იქცევა
თუ ასე გაჯიქდა,
შენი ხმა, ჩემი ხმა
ჩაკვდა თუ ჩაიქცა
მისამღერი
ახლა მთავარია საშოვარი,
ლანძღვა-გინება აიტანო,
ახლა მთავარია შეპირდე და
სხვისი გასაჭირი არ იდარდო
ახლა მთავარია სადმე გაძვრე,
სახრავს მისწვდე და იხეირო;
აგერპოლიტიკაასპარეზად:
რას გაჩნდი _ ასე უხეირო?!
(..)
***
მარტივი სიბრძნე
შეიცან  მარტივი სიბრძნე,
ამაყად მიღიმი შენ;
პუბლიკა იგავებით გაართე,
უგუნურთა ალყაში,
 ემსგავსე ბრიყვს.
(..) 
***

და დავრჩი ასე, ლოცვის ამარა
ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს
 (ეკლესიასტე 9:11)

მე ვერ ჩავღრმავდი,
ვერ ვეზიარე სიბრძნის წყაროს
და დავრჩი ასე, ლოცვის ამარა,
ნეტაი იმას, ვინაც შეირგო _
შვილია ცისა
კვლავ ბიბლიური ფსალმუნები;
ორგემაგეობა ამა ქვეყნისა…
თუ მიწის ტყვე ვარ,
შესაბამისად კაცურად ვცოდავ,
და სულს ვეძიებ გონის წიაღში,
ესაა ხვედრი, ვერსად წაუხვალ
ალბათ ამიხდა მწვავე სიზმარი,
როს წამოვარდი ბურანში მყოფი,
და ზეაწეულ მარჯვენა ხელის
ხელისგულზე,
მწველი შეგრძნებით ვიხილე ჯვარი,
ამოზრდილიყო თითქოს ხორციდან.
შიში შიშია, სუნთქვა შემეკრა,
მერე კი მოვჰყევ ხელის ქნევას,
მოძალადისმოსაშორებლად,
პირიქით მოხდა,
მკვეთრად მოერგო  ხელის მტევანს,
თითქოს დაჯაბნა,
სიმბოლო ხსნისა…” არ მეშვებოდა.
მკვეთრად  შევფხიზლდი,
მქონდა წუხილი ნატანჯი კაცის,
და მძიმე განცდა, რომ ჯვარი იგი,
მთელს მტევანზე დამედო დამღად.
მას შემდეგ, ასე პირჯვრისწერაში
ვეგებები მწუხრს და განთიადს
თუმც, ვერ ჩავღრმავდი,
ვერ ვეზიარე სიბრძნის წყაროს,
და დავრჩი ასე, ლოცვის ამარა… _
მადლობა უფალს, გზა მიმანიშნა.
 (..)
***

აქ… (ესკიზი”)

რა არის ცოდვა,
რა არის მადლი?
ქიშპში, კამათში
ამოშრა ზღვარი,
ისევ, უამრავ
სიავეს კვებავს,
ზერელე ცოდნა
და მცდარი აზრი.
აქ,, გლობალიზმი
მოირგო ქვენამ,
ქვეყანას გააქვს
წიავწიავი…
ერის სული კი –
კრავს ამერიმერს,
კვლავ უკვდავია
მისი წიაღი!
(ჯ.გ.)
 ***
დაუდგრომელი იჭვი
(გროტესკი)
წამიდან წამში,
იშვა და წარვიდა
საწყისი ვარსკლავი,
ცისა და მიწის
ვერც ვერვინ იხილა,
ვერც ვერვინ აღიქვა,
მისი არსი და ხიბლი.
არადა მოასწრო,
ნათება ჩასახა,
უხილავ სამყაროს
მჩენი
გვაქვს აქსიომა _
პირველსაწყისი,
უსახო, პაწაწა ბუშტი, _
აღეგზნო, იფეთქა,
ფერებად დაიფრქვა, _
არარამ წაუკრა ხელი.
აღიძრა აღქმებად,
სიცოცხლის საწყისად
ატომი, უჯრედი, მუხტი
ხორცნი შეისხა,
სამყაროდ შეიმოსა,
გენომს დაედო ფასი.
იხარა, იმაჭრა,
იტანჯა, დაღვინდა
უსასრულოა მითი
თუ გაქვს აქსიომა _
პირველსაწყისი,
თუნდაც პაწუნა ბუშტი,
იქმენ ინსაით, აფეთქდი;
ბახ!!!” ჰა, შეივსო ხედი
_ემანაციას რა შეედრება,
ამბობს ნაცადი ბერი,_
ზღაპრებს შეეშვით
და ღმერთს მიენდეთ,
ამაოდ ლაყბობს ზოგი.
_ღმერთი ვინ შექმნა?!_
ისმის ქირქილი,
დაუდგრომელი იჭვის.
(..)
*
ემანაცია
L. emanatio
1. რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინი; აღნიშნავს ღვთაებრივი საწყისიდან სამყაროს მთელი მრავალფეროვნების გამოშლას, გამოსხივებას. 
 ***
მარტივი სქემა
სასიყვარულო გულებით
დანაღმული ფეისბუქი,
ღვარძლის ნთხევით
გახელებული დეპუტაცია,
ბანკირთა სიხარბით
დაბეჩავებული მომავალი,
და სანამ სიყალბე
მმართველობის ღერძია,
ტყუილად ვეიმედებით
არჩევნებს
თუ ჩვენს გულებშიც
გულწრფელობა,
თვალთმაქცობის ტყვეა
(..)
***
რაკი ღიაა…
(იუმორესკა)
 შეიცან თავი…
ისიც ცდილობდა.
მაშინაც კი,
თუ არ ფიქრობდა,
სწადდა აეხსნა
ცხოვრების არსი,
ჰო, ვერას გახდა
არა, არ შედრკა,
ბოლო წუთამდე
მედგრად იწევდა,
დრო მიილია,
ძალა წაერთვა,
_ამაოება…_
მძიმედ აღმოხდა.
მაგრამ უეცრად,
ციდან ჩაესმა:
_სამარის კარი,
რაკი ღიაა,
სული ცას ეტრფის,
ვერც რა დაიჭერს,
შეიცან თავი! _
მორიგ ხილვებში…
(..)
***
ტილო გაწბილდა…

ფუნჯი გახევდა, ტილო გაწბილდა,
ვეღარ შეიტკბო ნანატრი სურნელი,
ოჰ, რა სიამეს გვიქადდა აღგზნება,
მაგრამ ბოგინობს სიხარბის ფითრი.
სასიცოცხლოა _ მტყუან-მართალი
გარკვევით ჩანდეს ჩვენს არჩევანში;
სად სამართალი ვაჭრებს უპყრიათ,
იქ, შესაფერი მძლავრობს მონასმი.
(..)
*


ჰეი! კვანძი მარჯვედ ჩასაჭრელია

სამართალი საგლახაო გამხდარა,

ანგარება, ქვეყნის დიდი მტერია

მორატრატე ორატორად საღდება,

მოაზროვნე თითქმის გარიყულია.

მედროვენი ჩაებლანდნენ სადავეს,

ჰეი! კვანძი მარჯვედ ჩასაჭრელია,

თუ ტკივილი შუამავალად იქცევა;

საღი აზრი შეახორცებს იარებს

(..)

P.S. აქ, ურიგო არ იქნებაგორდიას კვანძისგახსენებაც, რომელიცითქმის რაიმე დახლართული საქმის, ძნელი ამოცანის, გამოუვალი მდგომარეობის შესახებ.
გორდიას კვანძის გახსნა - რაიმე რთული, დახლართული საკითხის გაბედულად, ძალის გამოყენებით გადაწყვეტა. ძველი ბერძნული ლეგენდის მიხედვით ფრიგიის მეფემ გორდიამ (Gordias) დახლართა კვანძი; ორაკულს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ვინც ამ კვანძს გახსნიდა, აზიის მბრძანებელი გახდებოდა; ალექსანდრე მაკედონელმა გახსნის მაგივრად მახვილით გაკვეთა იგი.”

და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ”ძალის” აღქმაც ბევრად უფრო მრავალფეროვანია და მაინცადამაინც, თავებზე მუშტების რახუნს არ ითვალისწინებს

*
საზეპიროდ აქვს...
სიცრუე იქცა მართვის მოტივად,
საზეპიროდ აქვს ტაძრებში შევლა,

და კაცი დარდობს, სამყარო ოხრავს,
მართალი გარჯა მოჩანს ვაგლახად…
(..)
*
გონი არაკობს
როს უძლურება სიცხადეს თრგუნავს,
ნატანჯი  სული შეუცნობს ეტრფის,
მკმევი აჩრდილი წარსულ ზრახვათა,
ნაქებარ თავის კეფასთან ხვნეშის

გონი არაკობსყოფნას ვერა თმობს,
განკითხვის ჟამიმაშველ რგოლად ჩანს,
თუმცსამყაროს ბედსკაცი ვერა იქმნს,
აღსასრულის ჟამს ჟინით განსაზღვრავს
(..)
*
უჰამ კორტიზოლის დედაც!..
(იუმორესკა)
ნოსტალგიის ქარბუქი გონებას შეასკდა,
უიღბლო მოტივი მარტოსულს შეატოვა;
-ეჰ, ამ სერატონინის ნაკლებობა,
უჰამ კორტიზოლის დედაც!..
აბადოფამინს მე ვინ მომაშავებს,-
ფიქრში პაპისეულ ანდერძს შეეხიზნა,
ალღომ მთვლემარე არომატი მოიზიდა,
-უჰამ კორტიზოლის დედაც!..
(..)
*
დრო, ისევ აქ არის_
ჩვენ გავრბივართ
 (იუმორესკა)
ალღოაღქმა და ექსპრესია,
სიყმაწვილეს ასაკი არა აქვს,
შიშველი წადილი ინიღბება,
მზერა-ბუმერანგიჩემთან ხარ
დათმენასულისთვის საამოა,
სიბერეს არ შვენის აწყვეტა,
დრო, ისევ აქ არის, _
ჩვენ გავრბივართ
იმარჯვეარ აჰყვე ”ცთუნებას”…
(..)
*
და ღირს სიცოცხლე ამ შემართებად

ნანატრ-ნაფიქრი ჩაბარდა წარსულს,
მზაკვრობით მორთეს ნებაუფლება,
სამშობლოს ქომაგსმოსიყვარულეს,
ყალბადა ჰგუობს ქვეყნის მომრგები

და ერსაც მეტად მართებს მხნეობა;
სულწასულობა არ მოჯდეს შვებად,
განგებამ მოგვცა ჩვენ ქართველობა,
და ღირს სიცოცხლე ამ შემართებად
(..)
*
და მოგიხმობენ
თუ სიყმაწვილე, დრომ ვერ მოლია.
მარტივად გიჩანს ბრძენი სიცოცხლე,
ყოფნა-არყოფნაჩაბარდა წარსულს,
ფიქრთა მორევიცვეღარ გიხელთებს
რაც იყო, იყო, წარსულს ვერ შველი,
ვერც აწმყო გიჩანს ნატვრის მეოხად,
თუმცა, სიყვარულს მარად ისაგზლებ,
და მოგიხმობენ მწველ მოგონებად
(..)
*
ჩამჭკნარა ქილიკში...

ერი ცაიტნოტში, მეჩეჩზე გახიდული,
ზერელე ერთობაში ნაძრახი მიმიკები,
ულტრაუფლებები, ულტრაინტრიგები,
ჩამჭკნარა ქილიკში აზრი პატივსაცემი.
(..) 
*
”თმენას” აფერადებს …

დრო-ჟამის ”ქაფი”, არც არვის დაინდობს,
მეწვიეთ ანგელოზებო, შემახეთ ფრთები,
უნდა ცხადად ვიგრძნო, თქვენი სიახლოვე,
თორემ, სულს მიღონებს ყოფის შაბლონები…
მრავალი რჩევაა იღბლის გასაწვრთნელად,
თუმცა, უიღბლობას ლოცვითაც ვერ შველი,
სიცოცხლის შეგრძნება ”თმენას” აფერადებს;
მეწვიეთ ანგელოზებო, შემახეთ ფრთები…
/ჯ.გ./
*
თავგანწირვას ნიშნავს…
”მადა” თუ მიუშვი, გათრევს და წაგბილწავს,
სურვილთა გაორება ფარულად შეგხრავს…
და თუ დაისახე სამშობლოს ერთგულება;
ალალი სიყვარული თავგანწირვას ნიშნავს…
 (..)
 
*
გონიერ არსებებს უსახურ ვირუსმა
(ირონია)
ვირუსი არისო ”უტვინო” მიკრობი,
გვიხსნის, გვიმტკიცებს მეცნიერება…
თუმც, აღმოაჩნდა მძლავრი უნარი;
შიშნაჭამ წესრიგის მიზეზად იქცა!
გონიერ არსებებს უსახურ ვირუსმა,
შეგნებას მიხედეთ! უტყვად აუწყა;
ტაცების მანია, ვერ ჰგუობს განსჯას,
ნუ გადიქცევით მიკრობთა არმიად!
(ჯ.გ.)
*
მარტივი განცდა
(ტრაგიკშოუ)
ბის! არჩევანი ბევრად დიდია,
თუ შეგეწევა წრფელი სიკვდილი
ტაშისცემაში გვიტევს შიმშილი,
სიცოცხლე გვიჯობს _”დარჩი შინ!”
დახვეწე ფიქრი, შეჰქმენ განწყობა,
რომ სამყაროსთან სიმბიოზში ხარ,
უშნო სიურჩით და ჰედონიზმით
ნუ იალაღებ, თორემ გვამი ხარ!
(..)
*სიმბიოზი _ Biol. Gk. symbiōsis თანაცხოვრება
სხვადასხვა სახეობის ორი ორგანიზმის თანაცხოვრება, რაც სასარგებლოა თითოეული მათგანისათვის.”
*”ჰედონიზმი _ ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიხედვით ადამიანის მთავარ მამოძრავებელ საწყისს ტკბობა წარმოადგენს….”
*
 და კლასტერული ტაქტიკა
/ირონია-შეფხიზლება/
შიშით წვრთნა ჰეგემონური,
სულზე აკრული პირბადე.
მიზანი _  ჯანის სიმრთელე,
შიმშილი მშიერს ადარდებს.
და კლასტერული ტაქტიკა,
ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ,
გარჯა და სწრაფვა ქვეყნისა,
შეჯდება ჯიბრის მეჩეჩზე…
(..)
*
ვწუხვარ
ვწუხვარ, რომ ამაყ ყარიბებს,
აღარ შემოგრჩათ ურჩი წადილი,
მონური სული ვინც დაიმშვენა,
სახეა, მარად გამარჯვებულის.
ანგარებაა გეშიც და გეზიც,
ალალი საქმე ცოტას იზიდავს,
შესაწირავს კი, არ აქვს ალიბი.
დროა, საზრისი თავიდან იშვას

(..)
*
ლოყის მიშვერა აღარ ჩათავდა 
ოი, რამდენმა დაღვარა სისხლი,
ოი, რამდენი ბრძოლა გადაგვხდა,
მაგრამ ამქვეყნად ფლიდი და მავნე,
თუ მოგვემატა და არ დაგვაკლდა
მშიერი ზეცა ითხოვს შესაწირს,
მშიერი გონი საძღომს და სახრავს,
შენდობაგახდა ერთგვარი ფანდი,
ლოყის მიშვერა აღარ ჩათავდა
(ჯ.გ.)
*
ჩანდა სამყარო სრულ უიღბლობად

ბევრმა შეძლო დაშექმნახმაური,
გავიდა წლები, ჩქამიც არ დარჩა
ეულის ნიჭზე არჩევდნენ დუმილს,
ხალხი მხილებას ვერ გაუმკლავდა.
მასა ვერ იქცა სიმართლის მცველად,
ქლესობა, ქრთამი მოჯდა თამადად,
ჩანდა სამყარო სრულ უიღბლობად,
თუმც, სიყვარული მარად გვიცავდა.
(ჯ.გ.)
*
ბრმად მინდობა გვექცა იარად

ზეციდან მიწასმიწიდან ზეცას ლეგენდა ლამბავს,
ჩვენ სიყვარული ამ მიწა-წყლის ვაქციეთ ფარად,
ამა საუნჯესშვილთა მომავლის მძევლობა დაღავს,
ვერავერ ვძლიეთბრმად მინდობა  გვექცა იარად

მაგრამ იმედადკვლავ შემოგვრჩა ალღო და სწრაფვა,
ხსოვნის ნათელში მოციაგე გმირ ქართველთ დარად,
ნუ მივატოვებთ ღვთსგან ბოძებულ ნიჭსა და უნარს,
ქართულ წიაღშიკვლავ მეფობდეს საქმენი ქველთა
(..)
*
ერში ნაწრთობიმოკვეთა

ვირუსსაც ბუნება განაგებს,
თავისას მოიჭამს, დაცხრება
აფსუს, ”მედროვეთა გილდია”,
მადას ვერ იოკებს, ვერ ძღება.
ორგულთა ოინებს გადაჰყვა,
ქართული საზრისი, მისია,
და ვერ ვაქციეთ თავდებად,
ერში ნაწრთობიმოკვეთა”!
(ჯ.გ.)
*
ყველაფრის ჭამა

მოსაკვლევი კი, ცოტა რამ დარჩა,
ვინ რას ჩაავლო, დაფარულ არ არს
ყველაფრის ჭამა, რომ არ იქნება, _
პოლიტბიზნესში სარწმუნოდ არ ჩანს.
დაბეჩავების სინდრომად გვექცა,
სხვადასხვა ჯურის მტუქსავთა წნეხი,
თუმცა, ერს  ახსოვს სიმართლის გემო,
ჩვენ, გამარჯვების ყიჟინას ვეტრფით!
(ჯ..)
*
და ვინ საიდან ან როგორ გუდავს

ზეწოლა იქცა მართვის სადავედ,
ქვეწოლა, უკვე მისამღერსა ჰგავს.
და ვინ საიდან ან როგორ გუდავს,
ერში ქცეულაგორდიას კვანძად”.
*
სიყვარულია თუ განსაცდელი?..

ნეტა რა არის, შენთვის ეს ქალი,
სიყვარულია თუ განსაცდელი?..
ამგვარი კითხვა ცოტას გაუჩნდა:
საცთურს აკიდეს ვნებათა არსი.
*
ხსნად უჩანს მხოლოდ იმუნიტეტი

კი, შეიძლება გათვლილი ჰქონდეს,
ჯანის სიმრთელე უამრავ ტესტით,
თუმცა, ვირუსი, თუ გამძვინვარდა,
ხსნად უჩანს მხოლოდ იმუნიტეტი.
(..)
*
ანარეკლს, დედნად სახავს

რაფაზე მონებივრე კატა,
ქალის შეგრძნებას ხვეწავს,
მკერდით ალესილ მზერას,
მიღმურ ალღოთი ფერავს.
მიმოაქვთ ტალღებს ვნება;
ანცობს თვალთვალის ჟინი,
ანარეკლს, დედნად სახავს,
სულში შეღწევის ხიბლი
(..)
*
ქვეყნის ღალატი ბიზნესად უჩანთ

მორიგმაშეძლო, ხმაური შექმნა,
და ბევრიც, უმალ აჰყვა ბაქიბუქს,
იჭვმა იმრავლა, ნდობა მინავლდა,
ჰა, იბევებენ სისხლზე დაგეშილთ
პატივში გახლავთ მხეცური ნირი,
ქვეყნის ღალატი ბიზნესად უჩანთ,
და ღირსებაზე ჯიშით აღრენილთ,
არარად უღირთ მოძმის გაწირვა
(ჯ.გ.)
*
მოჩანს ეპოქა _  წერა-კითხვის მივიწყებისა
პარადოქსი
მოჩანს ეპოქაწერა-კითხვის მივიწყებისა,
უშქარი. უკვე ფიქრს გაურბის, ეადვილება;
როს ინერციით დაყიალობს აღმა და დაღმა,
ბრმად მიაჩნია, ახლა დროა მიკედლებისა
ცოტას აწუხებს წინაპართა ღვაწლი, ამაგი,
ციფრულ სერვისებს ემონება მათი გონება,
ვერ შეუცვნიათ ამა ქვეყნის სულის ჰანგები,
მოჩანს ეპოქაწერა-კითხვის მივიწყებისა

(..)
*
აწმყოში, ნაღდი როლი არ გვერგო
/ირონია/
მოგონებებით შევრჩით ქვეყანას,
აწმყოში, ნაღდი როლი არ გვერგო,
ნიჭთა შემცნობთა ალღო მინავლდა,
როსტალანტებიკომპებს მოედო.
ქვეყანა მღერის, ცეკვავს, შაირობს,
ფამილიარობს, პოლიტკეკლუცობს
ზერელე გახდა განცდები, განსჯა,
სიმართლე, ისევ ურმით ჯახირობს…

(..)
*
თითქოს

თითქოს, ხანმოკლედ ცოცხლობს პეპელა,  _
არადა, ასწრებს  ყვავილებთან მიალერსებას,
ტკბება ბოძებულ წამთა სისავსით
და  ჩუმ ფარფატში ითავისებს მარადისობას
კაცი კი ჩივის _  რა მოკლეა წუთისოფელი!
ცნებამოკვდავი”, მაჯლაჯუნად ადევნებია,
აწვალებს განცდა,  _ ამაოა ამქვეყნად ყოფნა,
გზად, საშოვარი მიაჩნია ყოფის შუქურად
...
თითქოს, ხანმოკლედ ცოცხლობს პეპელა!
/../
*
ამდენ შიშველს
/იუმორესკა/

სტრიპტიზიორს ემსგავსება
სამართალი,
ძუნწად აჩენს ფარულ ფაქტებს,
ხალხთან, თითქოს ფლირტაობს.
აიწყვიტამხილებაში”  მასმედიამ,
თუმც მხილება, ცოდვილთ,
აღარც კი აფრთხობთ
და რემარკა _ შიშველია, შიშველია!
სენსაციად, უკვე, აღარც კი მოჩანს,
სადარდო და სატკივარი სხვა რამეა,
ამდენ შიშველს, ნეტა რაღა შემოსავს
/../
*

მშიერნი ვეღარ დრტვინავენ
/მცირე რეპორტაჟი/

მაძღართაკრედო” _
სიმშვიდე-ტკბობა;
უძრაობის ეპოქაღაჟღაჟებს
კოვიდ-19” _ მართვის ლაგამად!
მშიერნი ვეღარ დრტვინავენ
ერი და ბერი ფარსის უღელში...
აწმყო მორევში ფართხალებს
ისევ და ისევ ნაწრთობი ხრიკი;
დაპირებანიხმისმეკვლედ...
(ნატურით ვინაც იძლევა, _
იმარჯვებს...)
...
მართალი სიტყვა _ სამშობლოს აბჯრად !
ქართული ნება, კვლავ გვიწინამძღვრებს!
/../
*
პარადოქსია და მაინც

პური თუ თავსუფლება,
სხვა არჩევანი არ გაქვს,
პური სიცოცხლის შემწეა;
თავისუფლებას კარგავ
ზღვა ემოცია ტრფობაზე,
თანაგრძნობა კი, ბჟუტავს,
რწმენა ხსნად უჩანთ
და მაინც,
შიმშილი ნებას თრგუნავს...
/../
*
*და როცა,  შენეულ სტრიქონებს შეგახსენებენ, ან რომელსამე გვერდზე მივიწყებულს წააწყდები:

Janri Gogeshvili

24 ივლისი, 2017  ·

გაზიარებულია აუდიტორიასთანსაჯარო

სასწაულს ვერ ახდენ!

პასუხს ნუღა ითხოვ;

პასუხი, თავად შენ ხარ;

ღვთის ხატად შექმნილი”,

სასწაულს ვერ ახდენ!

ამხელ უბირს, ქლესას,

ვერაგს, ჩარჩს, მევახშეს,

მაგრამ მძევლად ჩანხარ,

სასწაულს ვერ ახდენ!

ნიშნს გიგებს მედროვე,

თავისას ისწორებს,

ქართულ მრწამს თელავენ,

სასწაულს ვერ ახდენ!

ლექსებში ცად დაჰქრი,

მიწაზე დარდს ხედნი,

ღვთის სახე ვერ გახდი,

სასწაულს ვერ ახდენ!

..

 ***

ვერ ირგუნე

...მარად, ახლის მოკვლევაში,

ეს სამყარო გამუდმებით ღელავს,

უკეთესის მოლოდინში,

ჩინებულზე ჩინებულიც დაშვრა...

ქართველთ მოდგმამ,

დაიმშვენა ღვაწლი წინაპართა;

გზად, სიმართლის ძიებაში;

ნათელყოფა, ეულადა დარჩა...

...„მაყუთს, თუ, ვერ აკეთებდი,

ვერც, ვერაფერს შვებოდი...

იქნებ, კიდეც შვებოდი, ერსა

ვერა შველოდი... ვერ ირგუნე

ქვლმოქმედის პოზა...“

თუმც, „შენებურ ძიებაში“;

ზოგს ეშველა, დროს მოერგო;

გადიდკაცდადაოცნებაცახდა...

.

 ***

 


 __
გაგრძელება _https://janrigioomgalengogeshvili.blogspot.com/2021/11/poetry-quantum-pulses-j-g.html 
 



****

***

Flag Counter

Комментариев нет:

Отправить комментарий