понедельник, 10 марта 2025 г.

პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы/ Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

 იხილეთ დასაწყისი: _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...

გაგრძელება –პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...

გაგრძელება –პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв.

*გაგრძელება /კარი მეთხე _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы/ Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G. 

***
 
კვანტურ სამყაროში, ინტერპრეტაციები ”მოსულა”: ვთქვათროგორცერთ ჩემსლექსში იუმორნარევი შეფერილობით მივანიშნებ:

...ერთჟამიერ და ნაირგვარად თუ

გსურთ „იღვაწოთ“;

შეიმეცნეთ

კვანტური სუპერპოზიცია; ...

და მართლაცთუ „– ნაწილაკებიერთდროულადმრავალ გარემოებაში არიან;“ რატომ არ შეიძლებაჩვენი ფიქრებიაღქმებიჭვრეტანი და ასე შემდეგსხვადასხა სივრცეში ერთდროულად იმყოფებოდნენთუნდაცჩვენთვის შეუმჩნევლადაც კიდა როცა, „მღვიძარე“ გონის მონაკვეთიმიზანდასახულად თუ უნებლიეთრომელსამე მათგანს ჩაავლებს; და უნდა მივიჩნიოთრომ კვანტური იმპულსების შთაგონებით აღძრულ აღქმების ასახვასპოეტური ესკიზების სახით ვცდილობ... „მონადირებული“ ფიქრიგანწყობაჭვრეტანიიმ გამოძახილის თუ გამოძახილთა არეალის დინამიზმით  წარიმართოსრომელშიც  დაფიქსირებული ანუ აღქმული იქნამსგავსი პროცესის  ნათლად და მრავალსახოვნად შეცნობის შესაძლებლობასჩვენს არსშიასე ვთქვათთითქოსდა პერპეტუუმ-მობილე დარად ასულდგმულებული ქვეცნობიერის /არაცნობიერისინტუიციურიამასთანავეხშირად ქაოსური „შემოტევები“ იძლევარომლებიცასე ვთქვათ, „გაწონასწორებული“ ცხოვრების წესის მქონე ადამიანსზოგჯერ განწყობას უფუჭებსზოგჯერზედმეტად ახალისებსვინმე, „არაფრით გამორჩეულს“ კისაკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩენა–მიგნებასაც ჩაუნერგავს...  ”კვანტური პწკარი” თავისი მეტაფორულობით, ორაზროვნულობით, აბსტრაქციზმით, პარალელიზმებით, (თუნდაც, სიურრეალიზმის კვალობაზე), თავისებურად, უნდა მიანიშნებდეს, რომ სტრიქონსა თუ სტროფში, ნართაულად ასახული აზრის გარდა, სხვა, უფრო მრავალფეროვან სააზროვნო სივრცეში გამავალი ”პორტალის” (ფანჯრის, დერეფნის) შიფრი იმალება. იქნებ, ეს მხოლოდ სასურველი ტექსტის მცირე ფრაგმენტი იყოს, მაგრამ იგი, შესაძლოა, იმ იპულსების აღმგზნებად იქცეს, რომლებიც მკითხველის ინტუიციას გაუმახვილებს და ჯერ კიდევ უცნობი სააზროვნო სივრცისკენ, ხედვის არეალს გაუკვალავს… 

ესკიზები:

ეჰ! ვიღას ახსოვს, „მორიგე ჯარი“
/იგავის მაგიერ/

ერის აღმასვლის სახელით,
აღებ-მიცემა აქციეს კრედოდ...
აწიოკება, ყვლეფა, გაქელვა,
„სარანგთა“ სტიმულ–სარგოდ...

აი პროტესტი! - ამბოხი გვამკობს!!;
იშვა თაობათა „ჰობად“-
ეჰ! ვიღას ახსოვს, „მორიგე ჯარი“;
და, „დედაენა - აი ია“ რეკვიზიტია…
ჯ.გ.

***

მიგვაჩნია, რომ ვიცნობთ...

ვისაც ჯერა ორგულისა -
კი ბატონო;
ნაკლმა მხარემ, იქნებ ტონი
იცვალოს;
იმიერის განცდის პულსმა
ააღელვოს; და ელდის ქვეშ,
ერთგულება ინდომოს...
გადარჩენა, ყველას გვინდა;
შანსს, არ ვუშვებთ ხელიდან;
დაპირებებს ვეტმასნებით;
მორიგ ხრიკებს.-
„ნოუ-ჰაუდ“ აღვიქვამთ...
ვისაც ჯერა ორგულისა -
კი ბატონო,
შეცდომებზე ვიზრდებით;
თან ლაფსუსებს –
საზოგადო ასპარეზზე;
ნაკლად
არ ვთვლით;
ჰაიჰარად ვიწრთვნებით...
არ ვიხსენებთ ეშმას ნიჭსა;
მიგვაჩნია, რომ ვიცნობთ;
მზაკვარს, ასგზის შეუძლია,
ორგულობა –მოჩვენებით
ერთგულებით შენიღბოს...
ჯ.გ.

*

გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო

შეხსენება…
და როცა საქმე ჩასვრამდე მივა,
მტყუან-მართალის ძებნა იწყება,
ის რომ, წუმპეში წლობით ილაღეს,
ზოგი არ იმჩნევს, ზოგს ავიწყდება.
ჯ.გ.
*
თავნება ბუნდოვანებაში...

სულს ამოუცნობს,
სულს „მზეთუნახავს,“
საამო აღმაფრენით,
ვუმღერთ და ვამკობთ,
მაინც, ვერ ვგუობს,
და ვერცა გვმეგზურობს,
იდუმალ სამყაროში,
უჩვენოდ მიჰქრის...
ცოცხლები დარდობენ,
რა ბედი ეწია...
შეძლო თუ არა,
იმქვეყნად გაღწევა;
თუ დღეთა ქრონიკას,–
იდუმალ შრიდან,
კვლავ ასურათებს...
მორწმუნე ლოცულობს
და სანთლებს ანთებს,
შემსწრე მრავალია,
განმსჯელი –განგება...
სულს ამოუცნობს,
ვუმღერთ და ვამკობთ;
მაინც, არ გვისმენს;
არ თანაგვიგრძნობს;
მისტიურ განცდების
ბადეში გვახვევს...
ასგზის უარყოფილს,
თავიდან გვაწონებს...
თავნება ბუნდოვანებაში–
ჯიუტად გვამყოფებს...
ჯ.გ.
*
მოდარაჯე ღალატით...

მეგობრობის სახელით –
უგანეთ და ემტრეთ;
ნდობა,–
ლანძღვით მოიპოვეთ;
აზეიმეთ ფარსი;
„სიყვარული გზად და ხიდად...“
სავანეში ჩაწვით;
განდიდების მანია! –
ღვთიურ სიბრძნეს ებრძვის...
უსამშობლო ტიპები,
აგენტები, ჩამშვებნი;
უცხოპლანეტლები,
ამათთან, რას მოვლენ...
ვინც ერისა გაქელვით,
აღზევებას ესწრაფვის;
მეციხოვნემ იმსხვრპლა, _
მოდარაჯე ღალატით...
ჯ.გ.
*
უიღბლობაში,–
სვიანი გეთქმის...


და ბანალური გახდა მიზანი;
სიცოცხლის ქარგაც ცვთება;
იმა ჟინითა, არ ცლიან სასმის,
არც, გულს უშლიან მოყვასს...
მოგონებები ისე ძველია;
ყველა ნაცრისფრად ბჟუტავს,
უიღბლობაში,– სვიანი გეთქმის;
დარდს, რომ არ ირგებ, ურვად!
ჯ.გ.
*

მაშინ...

მაშინ, ინტერნეტს, რომ ეარსება;
რუსთაველსაც, აქ ეცადა პოეტური ბედი;
„ვეფხიტყაოსნის“ გარეშე. რანი ვიქნებოდით;
წვრთნა ვიღეთ მკვალავი სტროფებით...

მაშინ, რომ ხატოვანი ნიჭი არ გვქონოდა;
და გზები არ გვეძია ვერაგთა მოდრეკის;
უეცარ, უიმედო ბრძოლებში არ გველაღა;
ვერც სახელი მოგვყვებოდა უებრო ერის!
ჯ.გ.

*

ნაკლულ სულისთვის...

თუ გატაცება ექცა ტაცებად,
მალე თარეშიც, ჰობად მიუჩანს,
და დიქტატურის დაკანონებაც;
ნაკლულ სულისთვის –
ხელოვნებაა...
გულაჩუყება ცხოველსაც მოსდგამს;
„ნიანგის ცრემლიც“ ბევრჯერ უნახავთ;
მაგრამ, როცა მტრობ ერის მომავალს;
საკუთარ „ჰობში“ გმართებს გარკვევა...
ჯ.გ.

*

უკვე, სავალი მათია...

შინაურთ ქიშპში, ახევა;
გახდა ნაქები დიპლომატია;
ვიყო გამრიგე ქვეყნისა,
ლაბირინთებში გათვალა...

„ბაყაყმა ფეხი აიშვირა,
მეც ნალი დამაკარითო“_
ისიც, გუბეში, გაზარდილა,
და ნახეთ, ახლა, სად ზისო?!

ანდაზა, მაინც შემწეა,
თუნდაც, ყურადა არ იღონ;
ასე შეტენვით ბევრიცა,
„ბედაურადა“ დადგინდა.

ნურვის მივიჩნევთ მერნადა,
თუკი, არ მოსდევს ქარიზმა!
გეზი, მით ფასობს, თუ სვლაში,
უნარი გამოავლინა...

ვინც გაიაზრა. ხომ კარგი;
ბაჭყატი, ისევ გუბურას;
ქველისა ადგილს ჩემულობს,
გათვლებშიც გაბანძებულა...

მივენდოთ ახალგაზრდობას, –
უკვე, სავალი მათია;
და ბრაზში, ჯიბრი, ნუ შეგვხრავს;
შევძლოთ გაღწევა ჩიხიდან_

მამულის შესამტკიცებლად-
დიდ ერთობაში დავდგინდეთ!
მოსახდელი გვაქვს ვალიც და
კვლავაც შევხარით მომავალს!
ჯ.გ.

*

სე ჩანს, ისევ გვჯაბნის ჭორები!

სასოწარკვეთაქმნის გენიოსებს;
ასე, ითქმება , ხშირად ჭორებით;
მწუხარე სახით, იმიჯს ჰპოვებენ;
სასჯელად უჩანთ მერე ქადილი!
მოძმის ტკივილის, ერის კაეშნის;
ჭეშმარიტ სევდის; ციდან მავალის;
მსახურება ქმნის, ნაღდ ჰარმონიას!
_ასე ჩანს, ისევ გვჯაბნის ჭორები!
..

* მთავარია, რომ არ შედრკე!

„პატარა ერად“ ვინცა გვცნო;
საწიერი აქვთ ხეპრისა;
ბევრი იწრთო და შეივსო:
ჩვენს მეობასთან შეხებით...

ყველასა უყვარს მამული,
ვერა იაზრებს ზოგჯერა;
ვისი გორის ხარ ჩაჰყევით;
სამშობლოს ეიმედებით!

ნუგეშად მტერსა ეგულვი?
ამას, როდესაც მიხვდები,
მთავარია, რომ არ შედრკე;
ისე ჩაჰკვეთო ხინჯები...
ჯ.გ.

*

მარტივად ითქმის..

სამყაროს წუხილს,
ვერვინ გასწვდება;
გენში ჩანექტრილ მამულის ტრფიალს;
გაუმაძღრობა ვერ ჩაანაცვდებს;
აქ განსაჭვრეტი სიფხიზლე დაგვრჩა;
მომავლის ქარგის შეცნობა გვმართებს;
მარტივად ითქმის, ცოტამ იაზრა;
მტრის ნაალაფარს ურცხვად ქომაგობს...
ამგვარი მადის ეიფორია გვასაცოდავებს...
აღმასვლის აღქმით გააზრებული ცნება
ვისაგზლოთ;
გაფანტულობას,
მწამს სიბრძნედ ვაქცევთ!

ჯ.გ.

*

ყინჩად აძაგრულები!
სალაღობო

ახლა ყველა იხსენებს,
შენ თუ გაიხსენებდი;
ანდა, იქნებ იგონებ;
იმით ხარობ, მოწონდი!

არ მგონია, გიყვარდა,
მაგრამ, მისკენ იწევდი;
უაზროდა დაობდით,
მაგრამ, მაინც „დაობლდი“;

ახლობლად და მოყვასად;
მუდამ ეგულობდი;
არდათმობის სიკერპით,
აძაგრული ერთგული...

შეზღუდვას ვერ ითმენდით;
შენიშვნებს ვერ იტანდით!
ჰოდა, ცოლქმრულ უღელში,
შიშით, აღარ შეებით;

თორემ გეყოლებოდათ;
მომხიბლავი შვილები;
ნიჭიერნი, სასახელო;
სამშობლოსა ქომაგნი...

წუთისოფლის ნაფლეთსა;
მედგრად შერჩით ეულად;
გაკილვისა სამხილით;
„მარტოობით ბედრკულნი!“

არდათმობის სიკერპით,
ყინჩად აძაგრულები;
ახლობლად და მოყვასად;
ბევრსა ეგულობდით!
ჯ.გ.
*

სათქვენოდაც იდარდეთ!
თუ მოყვარეს, ვეღარა ცნობთ;
უნდობლობით ერსა სტანჯავთ,
განმარტოვდით, ღმერთს მიენდეთ,
მრავალია სამხილი;
დესპოტია,– ვინც გათვალა,
გონში მიასამარეთ!
წავედიო! სხვა სივრციდან მანევრირებს,
სხვაფრივ შეიჭიკჭიკა...
მართვის ფუძეს ზედ აბია; საით წავა?!
დესპოტიას –თვალთმაქცურად ამაგრებს!
ეს ქვეყანა, ყველა ნირით იმართება!
ოი, საცოდაობა!
ცივილურად ჩანაცვლება, არ ხერხდება,
ისე დააშაბლონეს...
ქვეყნის წინსვლას, სიხარბე,
ვერასგზით შეაფერხებს;
ბოლო–ბოლო, მომავალი _
სათქვენოდაც იდარდეთ!
ხალხის სწრაფვას შეაჩვით, სანდო ფიქრი,
ხალხთან გიწევთ, ისევ შემოკედლება;
ბოლო–ბოლო, მომავალსა მომავლისა;
და ეს „ბოლო“, რად ვერ „დაამუღამეთ?!“
ჯ.გ.
*
ხელთ გამცემი, რომ შერჩება...

გვირჩევნია, დათქმები–ერთად გამოვიტიროთ!
საბოლოოდ შევთანხმდეთ –ღალატს ჰქვია –ღალატი;
რაც, არ უნდა მივფარცხოთ, ამ საბამით იმ ნიშნით;
ფერი ჟონავს ფლიდობის, მარაფეტი, ვერ შველის...
ის კი, უკვე აღარ მალავს, თვალთმაქცია, უძღები;
უკვე ერში მოაღორა -„ზნეობრივად ფხიზელნიც“;
მასა ძნელად გამოარჩევს რეგენტისგან –რენეგატს;
ხელთ გამცემი, რომ შერჩება; ინანებს და ინანებს!!!
ჯ.გ.

*

უჩინარ
თანამოაზრეთ ...


გინდა სიცოცხლე,
ნუ მოდუნდები!
სანამ გაოცება შგიძლია-
გაიოცე!
თუმც, უკვე, რაღამ უნდა
გაგაკვიროთ;
დღევანდელ ყოფაში,
საოცრებად მოვლენილებიც,
თოჯინები გახდნენ...
ვუთანაუგრძნობ ყველას;
წარმატებულსა თუ
ხელმოცარულს...
შეეშვით ტვირთად აკიდულ
საფრთხეებზე დარდს,
ჰა და ჰა იღბალი,
თქვენთანაც, კარს შემოაღებს!
ილაღეთ ყველამ;
შეეცადეთ, მოგონებებში
წრფელები გამოჩდეთ;
ბოლო ეპიზოდი იგივე რჩება.-
წატირებადაც, კი, არ ღირს...
ჩვენი სიყვარული შერჩება
მიწას და ცას; ჰაერს, წყალს...
და სივრცეში ბინადარ,
ხედვისთვის უჩინარ
თანამოაზრეთ ...
ჯ.გ.

*

რა ჯანდაბად გვინდა?!

მოსალოდნელია;
ყველა ერთიანად
„დაბრძენდეს“;
მოსალოდნელია;
ყველა,
„სწავლულად“ შედგეს;
რა ჯანდაბად გვინდა?!
თუ ქვეყნის მმართველთ,
სამშობლოს –
წრფელი სიყვარული
არ მოსდევთ!
„ენა, მამული, სარწმუნოება“ –
სიტყვით გამოსვლისას,
საჯარო წვეულებებზე
ახსენდებათ;
და თან,
ქვეყნის მისაკუთრების,
მოსურნე მტერს,
ოცნებას ულამაზებენ;
ზერელედ იხსენებენ,
მიუსაფარ ბავშვებს;
ნაამაგარ მოხუცებს;
წინაპართა
სასიქადულო ისტორიას...
მოსალოდნელია;
ყველა,
ერთიანად „დაბრძენდეს“;
მოსალოდნელია;
ყველა,
წარმატებულ
ბიზმესმენად შედგეს;
რა ჯანდაბად გვინდა...
ქვეყანა,
გამუდმებით,
სულს, ძლივს ითქვამს!!!
ჯ.გ.

*

იმუნტეტის ასამაღლებლად!

ნიშნს გვიგებს ყოფა;
ჩამშვებს ხდის სანდოდ;
წუწურაქს მდიდრად;
ათეისტს მოძღვრად;
ხარბს ქველმოქმედად;
გვაჩვევს თვალთმაქცურ
ადაპტაციას...
მეტამორფოზაც მოჰყვება
ამას;
ნაგემ ცოდვათა –
შესამოსელად...
გამოცისკრებაც,
ყოველს, თან ახლავს;
ლეგენდებითა
გვაკვალიანებს;
კერპების შექმნას,
დღემდე ვერ ვიშლით;
ისევ, იქა ვართ!
ისევ, იქა ვართ!
აჩრდილებს ვიხმობთ;
რომ შეგრძნებები,
დავსტყუოთ გრძნებით;
თუმც, ამ ყოფაში,
დაერხა ყველას;
მონას და მსტოვარს;
მეფეს და ვეზირს;
თვით ორთოდოქსაც,
რადგან ბრმად სწამდა;
თვისი რწმენისა შეუვალობა;
არქეტიპებით სავსეა ზეცა;
და ზოგან ბრძნობა სატყუარა!
თავისუფლება –
გვიჯობს ერს ვარგოთ ;
იმუნტეტის ასამაღლებლად!
ჯ.გ.

*

ბევრი, სეირით ვერ ძღება...

„გული, გრძნობა და გონება
ერთმანეთზედა ჰკიდიან...“
ცოდნისა სხივთა მკრეფავნი;
ჯავრში ვერ ჩაილევიან...
ბევრი, სეირით ვერ ძღება;
რეალურს მიღმა ფრთვინავენ;
საქვეყნო თემებს ადგენენ;
სამშობლო, ვერ შეუცვნიათ...
ჯ.გ.

*

თუ მჭვრეტია ერის ნება!

ჯანსაღ აზრის ჩაგონება;
უკვე, ვეღარ ხერხდება;
ნუ მოცდებით, ხერხს
მიმართეთ! –
ზნისა შეცვლა, ძნელია!

არკვიეს და გაირკვა;
სჭირსო მეგალომანია!–
შეგონება –სეირსა ჰგავს!
შენიღბული შლეგია!

გრანდიოზა, გრანდიოზა!
განდიდების მანია!
რეციდივებს აკანონებს;
გარემოცვაც სტრესშია!

თუ მჭვრეტია ერის ნება!
შეცვლის ფსიქოგანწყობას,
არ იქნება, ვერ შედგება;
მომავლის დაჩმორება!!!
ჯ.გ.

P.S. განდიდების მანია... რაც ვლინდება –გამდიდრების სურვილში, ძალაუფლების მიღებაში, პოლიტიკური გავლენის მოპოვებაში და ა.შ.
*

ერის ღვაწლია; როცა ცნო..
.
ნაცნობ მოტივზე

ძალაუფლებით გართობა, მარადიული თემაა;
ზოგს სათამაშოდ მიუჩანს, ახირებული ბავშვივით;
თუ არ წაართმევ, არ დათმობს, სანამ არ გამოლენჩდება;
როგორმე თუ მიაძინებთ, ის უკეთესი იქნება!

თორემ, სუყველას დაიჭერს, ვინაც კი, ჯანსაღ აზრზეა;
ერის ერთობას მიიჩნევს, პოპულიზმ–პამპულაობად;
და ამფსონებსაც ჩაავლებს, თავად, კვლავ, „მხსნელი“ იქნება;
იყო დრო, ერთად იჭერდნენ ბულბულებსაც და ქორებსაც!

სუყველას ქონდათ ოცნების, ზღვარდადებული მარაგი!
ერთი სუფრითა ნაკვები, მით მწენი საახლობოსი..
ყველამ, თავისი წაკრიფა, ამა ყოფისა „არაკნი“;
„მამონას“ გაუერთგულდნენ, რიგითი მეოცნებენიც...

და რადგან ყოფის საცთურით, ბევრია ორჭოფობაში;
მართებულია, მათი წვრთნა და გამოყვანა ხიბლიდან;
თავისუფება ქვეყნისა , და სამშვიდობოს გაყვანა,
ერის ღვაწლია; როცა ცნო: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა...“
ჯ.გ. *

ჟინი სამყაროს ნებისა...
ქროლვა ნატიფი სულისა, უკან მიჰყვება სხეული;
და ცეცხლოვანი გასხლტომა; სიტყვითა აღუწერელი;
ქართველთა ცეკვა კოდია; კეთილშობილი გენისა;
და მასში ჩაქსოვილია, ჟინი სამყაროს ნებისა...
გამოუთქმელი წადილი, სამშობლს მიფერებისა;
სხეულით შემონახული, დიდება საფიცარისა;
ქართველთა ცეკვა კოდია; კეთილშობილი გენისა;
ოთხივ სტიქიით ახატვა, სიცოცხლის შემეცნებისა!
ჯ.გ.
*
ზღაპრადა შგვრჩა სვიანი!

ესა, პირველი არაა და არცა უკანასკნელი;
ქრონიკებს შიდაომების ; აღვიქვამთ, ვითარც სეირსა;
მეფეთა, მაშინ, ქვეყანა, ჰყავდათო დაბრიყვებული;
როსტევანისა სადარნიც, იყვნენ მათშია, რჩეულნი!

„მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი!“
ასეთი კაცნი მიუჩდათ, ქართველთა, ერის თავკაცად!
დასამარების ტოლია, –უზნეო მართვის თარეში!
ვერაგსა ეიმედებით; ზღაპრადა შეგრჩათ სვიანი!
ფანდებში ჭირსო გარჩევა –
სავსე და ფშუტე თავთავის!
ჯ.გ.
*
გაარაკება, ისევა გხიბლავს...

არც მოტივი გაქვს, არცა ხალისი,
გაარაკება, ისევა გხიბლავს,
მცირედით, მაინც ვემსგავსოთ,
წინაპრის, ძირძველ სახესა!
„ერთი შეზავებული გუამი
ორითა სრულითა ბუნებითა
და ორითა ბუნებითითა ნებითა
და ორითა საქმითა,
ერთგუამად შეერთებულითა,
უცვალებელად და შეურევნელად.“
გვამცნობს მაქსიმე აღმსარებელი;
ასე სჯობს თავის გატანა;
უფალისა ხდები თანმდევი...
ყოფას, ვინც უჩნდა მორჭმულად;
ასგზის ქცულა პამპულად;
თუმც, სადიდკაცოდ აღძრულთა;
ვერ ირგეს ღვთისა ლაგამი...
ჯ.გ.
*

ზოგმა მოირგო ჰიმნადა!

ყმუილი, კარგი რამეა;
ამოძახილი სულისა,
ღრენას ან ღავღავს ჯობია;
ყვირილთან არის სიმღერა;
კვნსას არა ჰგავს,
არც კრუსუნს,
მილეულ განცდის სახიჩართ;
თუმც, კაცსაც ეხალისება;
ბევრის ცხოვრება მგლურია;
მით უფრო ბუნებრივია –
ამოძახილად სულისა...
ყმუილი, კარგი რამეა;
მარტოობისა მშვენებად!
ბევრმაცა ლექსი მიუძღნა,
ზოგმა მოირგო ჰიმნადა!
იქნებ, გვესინჯა „ჭაშნიკად“;
ახალ არსს შესძენს ვარამსა!..
ყმუილით ერთიანობა,
შეაფერადებს ოცნებას!
ჯ.გ.

*

ალღო–განსჯითა გაერკვეთ!

შელეწილები ვიყავით,
მანც მოვჩანდით ყინჩადა;
მრავალჯერ გავიზაფხულეთ;
და გავემიჯნეთ მუხთალთა!
თუ არ გაქვთ,
ნაღდი ქმედება;
რაღა აზრი აქვთ შტურმებსა;
უნდა მოტვინოთ, სხვა რამე;
ალღო–განსჯითა გაერკვეთ!
ვინ მოყვარეა ვინ მტერი;
ზედმეტად ნუ გაიმტერებთ;
შიშით შეკრულან ფარადა;
შინაურ ჰქვია მაინცა;
ლოგიკა შარჟად ქცეულა;
ათმაგ ხუშტურზე ტრიალებს;
ერთი რომა გმობს, სხვა ვინმე;
მაშველ რგოლს აწვდის ჩუმადა;
ფანდებით გამოიტყუეთ;
ხალხის პირისპირ მიჩიხეთ!
მაინც, საციხოდ უღირხართ;
ჰოდა, მიბაძეთ ფირალებს;
თუ ვერ შეცვალეს მთავრობა;
ლეგენდები, ხომ მოირგეს!

ჯ.გ.

ფიქრთა სალბუნად გექცევა!

მიუსაფარი ლექსები,
ამოდ ელიან მკითხველსა;
თუ გამოიჩენ გულისყურს,
ფიქრთა სალბუნად გექცევა;

რასაცა, მჩატედ ვერ ვიგებთ,
მის უარყოფას, ვერ ვიშლით!
ზოგ ხელოვანის აღქმაც ჭირს;
გვცდისაო ლაბირინთებით!

სულის რაობას , ვინც, არ ცნობს;
ხიფათში, ღმერთს ევედრება;
გაცვეთილია, თუმც ალბობს,
უვიცთა ქედმაღლურობას!
ჯ.გ.

*

მუტაციებსა, ვერ გავთლით...

სიბრძნისა რა მოგახსენოთ;
ზოგი, ფიქრსაც კი გაურბის;
აზრს, მიღმა გეპასუხება;
სტილია –დროის დაზოგვის!

„სიმულაცია“ რომ გვკვებას,
ძნელადა ხდება ნათელი;
ციფრულ ბუნებას, ცხადისა;
მავანი, ფულით შეცინის;

შენ, მიდგომიხარ მცნებებით!
ეს ხომ ვიციო?! ბრაზდება!
თავისად რაცხავს ქვეყანას;
სხვაგვარი გათვლა - არა აქვს!

ძანააც ნუ დაიჯერებთ;
რომ მომავალსა ამყარებთ!
მუტაციებსა, ვერ გავთლით;
ჩვევა აქვს მოულოდნელი;

თუმც, ყოველივე ლაგდება;
ერისა ნაცად გულთათქმით!
ანგარებაცა, ნირს იცვლის...
ჯანსაღი აზრის ქმედებით!
ჯ.გ.

P.S.„ როდესაც რაიმე იცვლება ნახტომისებრად“

*

აქ გამარჯვება
ალალთა!


ადამიანისშვილებო, დალოცვილები იყავით!
კი ვბაქიაობთ, ისე კი, ყველასა შველა გვჭირდება!
ადამანისშვილებო, ზოგჯერაც „ვირიშვილებო!“
ინდომეთ, ჰოდა, გაუძელთ; შეუსაბამო იღბალსა!
ადამიანისშვილებო, მაინცა, მტკიცედ, რომ იტანთ:
ამდენ დარდს, ამდენ ვაებას, ვეება სიჩერჩეტესა!
ნუ დაიზარებთ, იამეთ, ილაღთ ამა სევდითა!
განსაცდელს, ეშმა ვერ ჰგუობს; აქ გამარჯვება
ალალთა!
ჯ.გ.

*

ჩაუტკბა „ობოლ“ წინაპართ!

ჩაიბნა „ჩათრევ–ჩაყოლა“;
ევროკავშირის კართანა;
„კინტოურისა“ დახვეწა!
იმიჯის გასაახლებლად!

ზოგსა, უმტყუნა მანევრმა;
შეუწყრა „ტოლერანტობას“;
ძველსა სლოგანსა უგანა!
ჩაუტკბა „ობოლ“ წინაპართ!

„დემოკრატიის“ ღალატი,
გამოიზოგა მალულად;
ყარაჩოხლური უჭირავს;
მაინც, შესტირის კინტოსა ...
ჯ.გ.

*

არ გაჩენილა, არვინ შემთხვევით!

ქალმა დახატა, ბულბულის სტვენა...
როგორც იხილა, როგორც გაშიფრა;
აქ, აუხირდა საყვარელი და,
შენ, მღალატობო, ცრემლი ადინა!

ქალმა ქვითინი გაისაგზლისა...
შინაგანად კი, მაინც ტკბებოდა;
ვყვარებივარო, გულში ხარობდა;
მტკიცედ დასახა, ბავშვის გაჩენა!

მერე ოჯახი შეიქმნა მჭიდრო;
ბიჭს, გოგო მოჰყვა, გოგოს ტყუპები;
მთლად მეოჯახე, შეიქმნა კაცი!
არ ქონდა მოცლა, არც, თავი იჭვის...

ფილოსოფია, ამას, ვერა ხსნის,
ფსიქოლოგია, ცოდვილობს ჯერაც!
არ გაჩენილა, არვინ შემთხვევით;
ქალმა დახატა ბულბულის სტვენა!
ჯ.გ.

*

ჯაგლაგს, რომ ჰგავდა...

ზოგი ტაეპი ტაიჭს გაგონებს;
ხელჩასაკიდს კი, ვერ ქმნის განწყობას!
ერთიც, ჯაგლაგად გეჩვნა უცებ;
თუმც, ვერ ელევი, არც, ის გეშვება!

სიტყვებს მოჰყვება ღვთისა ზრახვანი;
ზოგი უმია, მალვით შუშდება;
ჯაგლაგს, რომ ჰგავდა, გამოკვესდა და
უმწეო განდას წამოედო, ააგიზგიზა;!
ჯ.გ.

*

ერთხელაც, „ობლის კვერიც“, ხომ გამოცხვა!

სული ფეთქებადი, გული ფეთქებადი;
გონი ინერციით, ემოციებს მორჩილებს;
განსჯას მერე იწყებს, როცა ცოდვას სჩადის;
და მაინც ხსნაა; თუ სიცოცხლის გჯერა!
„იხსენ ჭირთაგან სულნი ჩვენნი!“
პოლიტიკურ ღადრში „არქაულობა“ ჩაისახა;
მოძულეთა ხუშტურს,, განგებამ აგვარიდოს;
ერთხელაც, „ობლის კვერიც“, ხომ გამოცხვა!
ჯ.გ.

*

და სიცოცხლე, ასე ძვირი!

წვალობს ხალხი
და ნისიად იმუქრება!
შემართება – უძლურია;
თუ პროგრესიც, არ მოყვება!
„მექანიკას“ ახლავს,
მეტი ფანატიზმი...
თავგანწირვაც, „გააზრებით“
ემარჯვება;
და სიცოცხლე ასე ძვირი!
ცრუ მესიებს, „ულოგიკოდ“
ეწირება...
ჯ.გ.

*

აქაც და იქაც...

შინაგანად ნაღდი ქართველი,
აქაც და იქაც;
საამაყო და მომხიბვლელია…
მამულის სიყვარულით სუნთქავს...
მომავალი თავისას გაგვიმხელს,
გალაქტიკაში, უსასრულობიდან,
მშობლიური პლანეტა, დაივანებს;
ნუ „შეიცხადებთ!“ – გაიხსნეთ
იოანეს გამოცხადება:
„ახალი ცა და ახალი მიწა...“
შინაგანად ნაღდი ქართველი,
აქაც და იქაც;
საამაყო და მომხიბვლელია…
ჯ.გ.

*

ბრმა „პრინციპულობა“
დიქტატორთა მწარე ხვედრია!


სიმართლე მორევაზეა;
აბა ჰე, დიპლომატიავ...
,,ის, რაც ეპატიება იუპიტერს,
არ ეპატიება ხარს“.
საუკუნეებია, გარე–გარე
წყდება ბევრი ქვეყნის ბედი...
ყოველივე, სამყაროს სცენარშია!
ბრმა „პრინციპულობა“_
დიქტატორთა მწარე ხვედრია;
თუ სხვას ემუქრება, განა მედგარია;
ნამალევად, შიშში -სული სძვრება!
არეალიც, ზნესა და ფერს იცვლის;
დეკორაციად არ აღვიქვან!!!
მამული, –
შესაძლებლობებით შევკაზმოთ!
ჯ.გ.

*

„ჰელოუნის“ მაგიერ...

ყველანი კარგები ხართ,
რომ ხართ საერთოდ,
ამას, მაშინ იგრძნობთ;
უცხოპლატელები, რომ
გვეწვევინ...
ისინი, მიწიერ საკვებს
არ ცნობენ
და იდუმალი ენეგიით,
„ბნელეთიდან“ იტენებიან.
ყველანი კარგები ხართ,
რომ ხართ საერთოდ,
ამას, მაშინ იგრძნობთ,
სიყვარულით ტკბობა,
რომ აღიგვება;
უამრავ მღელვარეს;
მეურვე –
„ზნეობის ფართან“–
უმკაცრესი ნორმატივის
გავლა მოუწევს;
ქათქათა წესრიგი გამეფდება,
დღისით და ღამითაც...
ყველანი კარგები ხართ,
რომ გაჩდით საერთოდ,
ბეწვზე დაასწარით
ხელოვნური ინტელექტით
ჩასახულ „ბღარტებს“,
პრივლეგირებულნი,
საოცნებო ბონუსებით
ინებივრებენ,
ბოლო მოეღება!
„არაესთეტიკურ“ ლანძღვას!!!
ჯ.გ.
*

ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

четверг, 30 мая 2024 г.

უპირველესად -ქართული სახელმწიფროებიობის აღმნიშვნელი თარიღის გაცნობიერება გვმართებს... /შენიშვნა/

 უპირველესად -ქართული სახელმწიფროებიობის აღმნიშვნელი თარიღის გაცნობიერება გვმართებს... /შენიშვნა/

 ეს ამბავი, ასე დაიწყო:

 საქართველოს მთავრობა

 6 სთ  ·

 ირაკლი კობახიძე: დიდი იმპერიები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, რადგან მათი მამოძრავებელი ერთადერთი ძალა ანგარება და სიძულვილი იყო. ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანას კი, რომელიც მამულს, ენას და სარწმუნოებას იცავდა და ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის სიყვარულს არ ივიწყებდა, საუკუნეების მანძილზე ღმერთი იფარავდა.

 შენიშვნა კომენტარის სახით

 Janri Gogeshvili

 უპირველესად -ქართული სახელმწიფროებიობის დღე....

და თარიღიც, შესაფერისად უნდა დადგინდეს...

/ ამგვარი მოსაზრების გულშემატკივრებმა მოიწონეს, მადლობა მათ/

 უცნობმა ქალბატონმადამაკვალიანაკიდეც

პასუხის გაცემა

ნინო მაჭარაშვილი

Janri Gogeshvili ოცდაექვსი მაისი სიმბოლურია რადგან წყვეტა რომ არ მოხდეს ეროვნული მოძრაობაც ასე აღნიშნავდა.

და მეც არ დავაყოვნე:

Janri Gogeshvili

ნინო მაჭარაშვილს– პატივცემულოეროვნული ცნობიერებისხელოვნურადდანაწევრება არ გვარგებს, მომხდური ბევრი გვყავდა, თუმც, ეროვნული სული, მარად ზეობდა...

გავიხსენოთფარნავაზ მეფე და ქუჯი ერისთავი

დამოუკიდებლობის დღესმრავალი ძალისძალად შემდგარი ეთნოჯგუფებიც აღნიშნავენ...

...ისე კი, 26 მაისის, როგორც დამოუკიდებლობის დღის, უპირობო, საერთო ეროვნულ  დღესასწაულის ამღვნიშნელ  ობელისკად აღმართვის სტრატეგია, ჩემში კარგა ხანია უხერხულიბის  გამომწვევ განწყობას ქმნის. მოგეხსენებათ ცნება ობელისკი ამგვარად განიმარტებამაღალი, სამახსოვრო (მემორიალური) სვეტი, რომელიც ზევით თანდათან წვრილდება.“  უფრო დაწვრიდებით კიობელისკი (ბერძნ. obeliskos, სიტყვასიტყვით - მცირე შამფური)... და ..

ნურვინ გამინაწყენდება, ვინაც, ოდნავ გარკვეულია იმჟამინდელი დამოუკიდებლობის მოპოვებისარქიტექტურაში“, კარგად უწყის, თავდაპირველად, რა უშნოდ გაითავისა მაშინდელიპოლიტიკური ელიტისამა თუ იმ ლიდერმა, განგებისგან რგებული დამოუკიდებლობა, შამფურის ძგერებად აღიქვეს მეთქი, ვერ გავკადნიერდები, მაგრამ ცნობილია რომრუსეთის იმპერიის მოულოდნელმა აღსასრულმა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობა გამოიწვია. ნოე ჟორდანიას სიტყვებით მათ რევოლუციაფოსტით მიიღეს“.

თუმც, მერე, ისტორიული მეხსიერებით გათავისებული დამოუკიდებლობის დაცვას, მრავალმა გამორჩეულმა, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულმა ქართველმა შესწირა თავი...

 მაგრამ, მაინც უხერხულებას ქმნის, „ფოსტით მიღებულირევოლუციიდან აღძრული 26 მაისის, მარადიულ  ნიშანსვეტადდამკვიდრება...  და რომელსაც, იმგვარი გამორჩეულობითშევხარით“, თითქოს, თვითმყოფადობით გამორჩეულ,  მრვალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ქართულ სახელმწიფოებრივობას, ბევრად მეტი ღირსებით მოსილი დამოუკიდებლობა არ უგემნია.

არჩევანი ქართველ ხალხზეა, ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე, დროულია, ქართული სახელმწიფოებრივობის თარიღის დამდგენი კომისია შეიქმნას, მოხდეს თვალსაზრისთა შეჯერება, შემუშავედესეროვნული დოქტრინადა სახალხო რეფერენდუმიც გაიმართოს. ბოლოს კი, „ფეისბუკოპონენტისმიმართ, ჩემს მიერ უშუალოდ გაცემულ პასუხსაც გავიხსენებ:

Janri Gogeshvili

ნინო მაჭარაშვილი პატივცემულოეროვნული ცნობიერებისხელოვნურადდანაწევრება არ გვარგებს, მომხდური ბევრი გვყავდა, თუმც, ეროვნული სული, მარად ზეობდა...

გავიხსენოთფარნავაზ მეფე და ქუჯი ერისთავი

დამოუკიდებლობის დღესმრავალი ძალისძალად შემდგარი ეთნოჯგუფებიც აღნიშნავენ...

  P.S.

შენიშვნისშესაფერადებლად“, ამ ლექსის გახსენებაც, არ იქნება ურიგო...

***

 მემატიანე მოგვითხრობს...

სისხლში ჩქეფს გვარის ამბავი;

ვერცა მახვილით გვიმონეს...

ვინც ღმერთს მიაგო ამაგი,

სიყვარულს მარად მიმოფენს...

 

ნოეს, იაფეტს, თარგამოსს,

პატივს მივაგებთ, თუმც ვცოდეთ;

ქართლოსის საფლავს ვეყმეთ და

კერპად ვაქციეთარ ვგოდებ

 

როს, ჰეროდოტემ გათვალა;

კოლხნი ეგვიპტელთ მოჰგავთო...”

ბევრი გვებრძოდა გზად, გავლად,

ქართველი ქველად მოძღვრავსო...

 

მემატიანე მოგვითხრობს...

ფაქტს შერევია ლეგენდაც,

აწმყო იმ წარსულს მოუხმობს

მომავალს, რომ რგებს შენებად...

 

ვეხმიანებით შუმერებს,

ჰიმნებს, ასოებს, არაკებს...

ვინც აქებს მეფე აიეტს,

მას მედეაც აღელვებს...

 

შვილნი ვართ რჩეულთ მოდგმისა _

მავანო არა, არ ვგოდებ

ქუჯი _ ფარნავაზს; 

მადლი _ მადლს,

მოძულე კვლავაც აოტდეს

 

ამერ-იმერთა წიაღში,

ვინც იწვრთნა, _ იშვა მეორედ

თავად ელინებს ყიაში _

ქართული ღვინო აბოდებს

 

 ქრისტეს სიბრძნეში ავმაღლდით,

შემწე მოციქულთ მადლითა,

ქალწული ნინოს ამაგით

ვიხარეთ ჯვარი-ვაზითა...

 

წარმართი მეფე მირიან

შემწყნარებელი გულითა,

ღვთიურ ნიშანსა მიენდო,

ციურ საუფლოს დამკვიდრდა...

 

ღმრთის-მოყუარისა მეფისა

ვახტანგ გორგასლის გმირობამ,

ქართლის ცხოვრებამოხატა,

ლეგენდად იქცა პირობა

 

მერე ტაოდან ქართამდე,

აფხაზთ მეფენი ლაშქრობდნენ,

ჭანურ-ლაზურად უქცევდნენ,

საქმით ქართულად იღწვოდნენ

 

და როს გამეფდა დავითი,

ბრძოლა ბრძოლაზე მოიგო,

აღმაშენებლის სახელი

მისი დიდებით შეიმკო

 

ვეფხისტყაოსნის გმირებმა

ეპოქა სიბრძნით შემოსეს,

ქართული სულის მშვენება

ზღაპრულ ფერებში გვიბოძეს

 

ბევრმა იღვაწა უებროდ,

და ბევრმა თავი გასწირა,

დიდი ილიას ღირსებით

სხვა თვალთახედვა გასხივდა

 

მერე და მერეშორს წავალთ

რჩეულნი ღვაწლში ზეობენ

სისხლში ჩქეფს მოდგმის ამბავი,

წვრილმანზე დღესაც დაობენ

 

მხნეობა ღმერთმა გვიბოძა,

მკურნალა წყლები გალობენ

ერთობა შევკრათ, ისე რომ

ცბიერი მტერიც გაოგნდეს!..

***

8.11.2006

პოეტური კრებულიდანსიზმრიდან ცხადში...“ –თბილისი /2010

..

 

ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*