понедельник, 10 марта 2025 г.

პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы/ Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

 იხილეთ დასაწყისი: _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...

გაგრძელება –პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв...

გაგრძელება –პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Кв.

*გაგრძელება /კარი მეთხე _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы/ Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G. 

***
 
კვანტურ სამყაროში, ინტერპრეტაციები ”მოსულა”: ვთქვათროგორცერთ ჩემსლექსში იუმორნარევი შეფერილობით მივანიშნებ:

...ერთჟამიერ და ნაირგვარად თუ

გსურთ „იღვაწოთ“;

შეიმეცნეთ

კვანტური სუპერპოზიცია; ...

და მართლაცთუ „– ნაწილაკებიერთდროულადმრავალ გარემოებაში არიან;“ რატომ არ შეიძლებაჩვენი ფიქრებიაღქმებიჭვრეტანი და ასე შემდეგსხვადასხა სივრცეში ერთდროულად იმყოფებოდნენთუნდაცჩვენთვის შეუმჩნევლადაც კიდა როცა, „მღვიძარე“ გონის მონაკვეთიმიზანდასახულად თუ უნებლიეთრომელსამე მათგანს ჩაავლებს; და უნდა მივიჩნიოთრომ კვანტური იმპულსების შთაგონებით აღძრულ აღქმების ასახვასპოეტური ესკიზების სახით ვცდილობ... „მონადირებული“ ფიქრიგანწყობაჭვრეტანიიმ გამოძახილის თუ გამოძახილთა არეალის დინამიზმით  წარიმართოსრომელშიც  დაფიქსირებული ანუ აღქმული იქნამსგავსი პროცესის  ნათლად და მრავალსახოვნად შეცნობის შესაძლებლობასჩვენს არსშიასე ვთქვათთითქოსდა პერპეტუუმ-მობილე დარად ასულდგმულებული ქვეცნობიერის /არაცნობიერისინტუიციურიამასთანავეხშირად ქაოსური „შემოტევები“ იძლევარომლებიცასე ვთქვათ, „გაწონასწორებული“ ცხოვრების წესის მქონე ადამიანსზოგჯერ განწყობას უფუჭებსზოგჯერზედმეტად ახალისებსვინმე, „არაფრით გამორჩეულს“ კისაკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩენა–მიგნებასაც ჩაუნერგავს...  ”კვანტური პწკარი” თავისი მეტაფორულობით, ორაზროვნულობით, აბსტრაქციზმით, პარალელიზმებით, (თუნდაც, სიურრეალიზმის კვალობაზე), თავისებურად, უნდა მიანიშნებდეს, რომ სტრიქონსა თუ სტროფში, ნართაულად ასახული აზრის გარდა, სხვა, უფრო მრავალფეროვან სააზროვნო სივრცეში გამავალი ”პორტალის” (ფანჯრის, დერეფნის) შიფრი იმალება. იქნებ, ეს მხოლოდ სასურველი ტექსტის მცირე ფრაგმენტი იყოს, მაგრამ იგი, შესაძლოა, იმ იპულსების აღმგზნებად იქცეს, რომლებიც მკითხველის ინტუიციას გაუმახვილებს და ჯერ კიდევ უცნობი სააზროვნო სივრცისკენ, ხედვის არეალს გაუკვალავს… 

ესკიზები:

ეჰ! ვიღას ახსოვს, „მორიგე ჯარი“
/იგავის მაგიერ/

ერის აღმასვლის სახელით,
აღებ-მიცემა აქციეს კრედოდ...
აწიოკება, ყვლეფა, გაქელვა,
„სარანგთა“ სტიმულ–სარგოდ...

აი პროტესტი! - ამბოხი გვამკობს!!;
იშვა თაობათა „ჰობად“-
ეჰ! ვიღას ახსოვს, „მორიგე ჯარი“;
და, „დედაენა - აი ია“ რეკვიზიტია…
ჯ.გ.

***

მიგვაჩნია, რომ ვიცნობთ...

ვისაც ჯერა ორგულისა -
კი ბატონო;
ნაკლმა მხარემ, იქნებ ტონი
იცვალოს;
იმიერის განცდის პულსმა
ააღელვოს; და ელდის ქვეშ,
ერთგულება ინდომოს...
გადარჩენა, ყველას გვინდა;
შანსს, არ ვუშვებთ ხელიდან;
დაპირებებს ვეტმასნებით;
მორიგ ხრიკებს.-
„ნოუ-ჰაუდ“ აღვიქვამთ...
ვისაც ჯერა ორგულისა -
კი ბატონო,
შეცდომებზე ვიზრდებით;
თან ლაფსუსებს –
საზოგადო ასპარეზზე;
ნაკლად
არ ვთვლით;
ჰაიჰარად ვიწრთვნებით...
არ ვიხსენებთ ეშმას ნიჭსა;
მიგვაჩნია, რომ ვიცნობთ;
მზაკვარს, ასგზის შეუძლია,
ორგულობა –მოჩვენებით
ერთგულებით შენიღბოს...
ჯ.გ.

*

გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო

შეხსენება…
და როცა საქმე ჩასვრამდე მივა,
მტყუან-მართალის ძებნა იწყება,
ის რომ, წუმპეში წლობით ილაღეს,
ზოგი არ იმჩნევს, ზოგს ავიწყდება.
ჯ.გ.
*
თავნება ბუნდოვანებაში...

სულს ამოუცნობს,
სულს „მზეთუნახავს,“
საამო აღმაფრენით,
ვუმღერთ და ვამკობთ,
მაინც, ვერ ვგუობს,
და ვერცა გვმეგზურობს,
იდუმალ სამყაროში,
უჩვენოდ მიჰქრის...
ცოცხლები დარდობენ,
რა ბედი ეწია...
შეძლო თუ არა,
იმქვეყნად გაღწევა;
თუ დღეთა ქრონიკას,–
იდუმალ შრიდან,
კვლავ ასურათებს...
მორწმუნე ლოცულობს
და სანთლებს ანთებს,
შემსწრე მრავალია,
განმსჯელი –განგება...
სულს ამოუცნობს,
ვუმღერთ და ვამკობთ;
მაინც, არ გვისმენს;
არ თანაგვიგრძნობს;
მისტიურ განცდების
ბადეში გვახვევს...
ასგზის უარყოფილს,
თავიდან გვაწონებს...
თავნება ბუნდოვანებაში–
ჯიუტად გვამყოფებს...
ჯ.გ.
*
მოდარაჯე ღალატით...

მეგობრობის სახელით –
უგანეთ და ემტრეთ;
ნდობა,–
ლანძღვით მოიპოვეთ;
აზეიმეთ ფარსი;
„სიყვარული გზად და ხიდად...“
სავანეში ჩაწვით;
განდიდების მანია! –
ღვთიურ სიბრძნეს ებრძვის...
უსამშობლო ტიპები,
აგენტები, ჩამშვებნი;
უცხოპლანეტლები,
ამათთან, რას მოვლენ...
ვინც ერისა გაქელვით,
აღზევებას ესწრაფვის;
მეციხოვნემ იმსხვრპლა, _
მოდარაჯე ღალატით...
ჯ.გ.
*
უიღბლობაში,–
სვიანი გეთქმის...


და ბანალური გახდა მიზანი;
სიცოცხლის ქარგაც ცვთება;
იმა ჟინითა, არ ცლიან სასმის,
არც, გულს უშლიან მოყვასს...
მოგონებები ისე ძველია;
ყველა ნაცრისფრად ბჟუტავს,
უიღბლობაში,– სვიანი გეთქმის;
დარდს, რომ არ ირგებ, ურვად!
ჯ.გ.
*

მაშინ...

მაშინ, ინტერნეტს, რომ ეარსება;
რუსთაველსაც, აქ ეცადა პოეტური ბედი;
„ვეფხიტყაოსნის“ გარეშე. რანი ვიქნებოდით;
წვრთნა ვიღეთ მკვალავი სტროფებით...

მაშინ, რომ ხატოვანი ნიჭი არ გვქონოდა;
და გზები არ გვეძია ვერაგთა მოდრეკის;
უეცარ, უიმედო ბრძოლებში არ გველაღა;
ვერც სახელი მოგვყვებოდა უებრო ერის!
ჯ.გ.

*

ნაკლულ სულისთვის...

თუ გატაცება ექცა ტაცებად,
მალე თარეშიც, ჰობად მიუჩანს,
და დიქტატურის დაკანონებაც;
ნაკლულ სულისთვის –
ხელოვნებაა...
გულაჩუყება ცხოველსაც მოსდგამს;
„ნიანგის ცრემლიც“ ბევრჯერ უნახავთ;
მაგრამ, როცა მტრობ ერის მომავალს;
საკუთარ „ჰობში“ გმართებს გარკვევა...
ჯ.გ.

*

უკვე, სავალი მათია...

შინაურთ ქიშპში, ახევა;
გახდა ნაქები დიპლომატია;
ვიყო გამრიგე ქვეყნისა,
ლაბირინთებში გათვალა...

„ბაყაყმა ფეხი აიშვირა,
მეც ნალი დამაკარითო“_
ისიც, გუბეში, გაზარდილა,
და ნახეთ, ახლა, სად ზისო?!

ანდაზა, მაინც შემწეა,
თუნდაც, ყურადა არ იღონ;
ასე შეტენვით ბევრიცა,
„ბედაურადა“ დადგინდა.

ნურვის მივიჩნევთ მერნადა,
თუკი, არ მოსდევს ქარიზმა!
გეზი, მით ფასობს, თუ სვლაში,
უნარი გამოავლინა...

ვინც გაიაზრა. ხომ კარგი;
ბაჭყატი, ისევ გუბურას;
ქველისა ადგილს ჩემულობს,
გათვლებშიც გაბანძებულა...

მივენდოთ ახალგაზრდობას, –
უკვე, სავალი მათია;
და ბრაზში, ჯიბრი, ნუ შეგვხრავს;
შევძლოთ გაღწევა ჩიხიდან_

მამულის შესამტკიცებლად-
დიდ ერთობაში დავდგინდეთ!
მოსახდელი გვაქვს ვალიც და
კვლავაც შევხარით მომავალს!
ჯ.გ.

*

სე ჩანს, ისევ გვჯაბნის ჭორები!

სასოწარკვეთაქმნის გენიოსებს;
ასე, ითქმება , ხშირად ჭორებით;
მწუხარე სახით, იმიჯს ჰპოვებენ;
სასჯელად უჩანთ მერე ქადილი!
მოძმის ტკივილის, ერის კაეშნის;
ჭეშმარიტ სევდის; ციდან მავალის;
მსახურება ქმნის, ნაღდ ჰარმონიას!
_ასე ჩანს, ისევ გვჯაბნის ჭორები!
..

* მთავარია, რომ არ შედრკე!

„პატარა ერად“ ვინცა გვცნო;
საწიერი აქვთ ხეპრისა;
ბევრი იწრთო და შეივსო:
ჩვენს მეობასთან შეხებით...

ყველასა უყვარს მამული,
ვერა იაზრებს ზოგჯერა;
ვისი გორის ხარ ჩაჰყევით;
სამშობლოს ეიმედებით!

ნუგეშად მტერსა ეგულვი?
ამას, როდესაც მიხვდები,
მთავარია, რომ არ შედრკე;
ისე ჩაჰკვეთო ხინჯები...
ჯ.გ.

*

მარტივად ითქმის..

სამყაროს წუხილს,
ვერვინ გასწვდება;
გენში ჩანექტრილ მამულის ტრფიალს;
გაუმაძღრობა ვერ ჩაანაცვდებს;
აქ განსაჭვრეტი სიფხიზლე დაგვრჩა;
მომავლის ქარგის შეცნობა გვმართებს;
მარტივად ითქმის, ცოტამ იაზრა;
მტრის ნაალაფარს ურცხვად ქომაგობს...
ამგვარი მადის ეიფორია გვასაცოდავებს...
აღმასვლის აღქმით გააზრებული ცნება
ვისაგზლოთ;
გაფანტულობას,
მწამს სიბრძნედ ვაქცევთ!

ჯ.გ.

*

ყინჩად აძაგრულები!
სალაღობო

ახლა ყველა იხსენებს,
შენ თუ გაიხსენებდი;
ანდა, იქნებ იგონებ;
იმით ხარობ, მოწონდი!

არ მგონია, გიყვარდა,
მაგრამ, მისკენ იწევდი;
უაზროდა დაობდით,
მაგრამ, მაინც „დაობლდი“;

ახლობლად და მოყვასად;
მუდამ ეგულობდი;
არდათმობის სიკერპით,
აძაგრული ერთგული...

შეზღუდვას ვერ ითმენდით;
შენიშვნებს ვერ იტანდით!
ჰოდა, ცოლქმრულ უღელში,
შიშით, აღარ შეებით;

თორემ გეყოლებოდათ;
მომხიბლავი შვილები;
ნიჭიერნი, სასახელო;
სამშობლოსა ქომაგნი...

წუთისოფლის ნაფლეთსა;
მედგრად შერჩით ეულად;
გაკილვისა სამხილით;
„მარტოობით ბედრკულნი!“

არდათმობის სიკერპით,
ყინჩად აძაგრულები;
ახლობლად და მოყვასად;
ბევრსა ეგულობდით!
ჯ.გ.
*

სათქვენოდაც იდარდეთ!
თუ მოყვარეს, ვეღარა ცნობთ;
უნდობლობით ერსა სტანჯავთ,
განმარტოვდით, ღმერთს მიენდეთ,
მრავალია სამხილი;
დესპოტია,– ვინც გათვალა,
გონში მიასამარეთ!
წავედიო! სხვა სივრციდან მანევრირებს,
სხვაფრივ შეიჭიკჭიკა...
მართვის ფუძეს ზედ აბია; საით წავა?!
დესპოტიას –თვალთმაქცურად ამაგრებს!
ეს ქვეყანა, ყველა ნირით იმართება!
ოი, საცოდაობა!
ცივილურად ჩანაცვლება, არ ხერხდება,
ისე დააშაბლონეს...
ქვეყნის წინსვლას, სიხარბე,
ვერასგზით შეაფერხებს;
ბოლო–ბოლო, მომავალი _
სათქვენოდაც იდარდეთ!
ხალხის სწრაფვას შეაჩვით, სანდო ფიქრი,
ხალხთან გიწევთ, ისევ შემოკედლება;
ბოლო–ბოლო, მომავალსა მომავლისა;
და ეს „ბოლო“, რად ვერ „დაამუღამეთ?!“
ჯ.გ.
*
ხელთ გამცემი, რომ შერჩება...

გვირჩევნია, დათქმები–ერთად გამოვიტიროთ!
საბოლოოდ შევთანხმდეთ –ღალატს ჰქვია –ღალატი;
რაც, არ უნდა მივფარცხოთ, ამ საბამით იმ ნიშნით;
ფერი ჟონავს ფლიდობის, მარაფეტი, ვერ შველის...
ის კი, უკვე აღარ მალავს, თვალთმაქცია, უძღები;
უკვე ერში მოაღორა -„ზნეობრივად ფხიზელნიც“;
მასა ძნელად გამოარჩევს რეგენტისგან –რენეგატს;
ხელთ გამცემი, რომ შერჩება; ინანებს და ინანებს!!!
ჯ.გ.

*

უჩინარ
თანამოაზრეთ ...


გინდა სიცოცხლე,
ნუ მოდუნდები!
სანამ გაოცება შგიძლია-
გაიოცე!
თუმც, უკვე, რაღამ უნდა
გაგაკვიროთ;
დღევანდელ ყოფაში,
საოცრებად მოვლენილებიც,
თოჯინები გახდნენ...
ვუთანაუგრძნობ ყველას;
წარმატებულსა თუ
ხელმოცარულს...
შეეშვით ტვირთად აკიდულ
საფრთხეებზე დარდს,
ჰა და ჰა იღბალი,
თქვენთანაც, კარს შემოაღებს!
ილაღეთ ყველამ;
შეეცადეთ, მოგონებებში
წრფელები გამოჩდეთ;
ბოლო ეპიზოდი იგივე რჩება.-
წატირებადაც, კი, არ ღირს...
ჩვენი სიყვარული შერჩება
მიწას და ცას; ჰაერს, წყალს...
და სივრცეში ბინადარ,
ხედვისთვის უჩინარ
თანამოაზრეთ ...
ჯ.გ.

*

რა ჯანდაბად გვინდა?!

მოსალოდნელია;
ყველა ერთიანად
„დაბრძენდეს“;
მოსალოდნელია;
ყველა,
„სწავლულად“ შედგეს;
რა ჯანდაბად გვინდა?!
თუ ქვეყნის მმართველთ,
სამშობლოს –
წრფელი სიყვარული
არ მოსდევთ!
„ენა, მამული, სარწმუნოება“ –
სიტყვით გამოსვლისას,
საჯარო წვეულებებზე
ახსენდებათ;
და თან,
ქვეყნის მისაკუთრების,
მოსურნე მტერს,
ოცნებას ულამაზებენ;
ზერელედ იხსენებენ,
მიუსაფარ ბავშვებს;
ნაამაგარ მოხუცებს;
წინაპართა
სასიქადულო ისტორიას...
მოსალოდნელია;
ყველა,
ერთიანად „დაბრძენდეს“;
მოსალოდნელია;
ყველა,
წარმატებულ
ბიზმესმენად შედგეს;
რა ჯანდაბად გვინდა...
ქვეყანა,
გამუდმებით,
სულს, ძლივს ითქვამს!!!
ჯ.გ.

*

იმუნტეტის ასამაღლებლად!

ნიშნს გვიგებს ყოფა;
ჩამშვებს ხდის სანდოდ;
წუწურაქს მდიდრად;
ათეისტს მოძღვრად;
ხარბს ქველმოქმედად;
გვაჩვევს თვალთმაქცურ
ადაპტაციას...
მეტამორფოზაც მოჰყვება
ამას;
ნაგემ ცოდვათა –
შესამოსელად...
გამოცისკრებაც,
ყოველს, თან ახლავს;
ლეგენდებითა
გვაკვალიანებს;
კერპების შექმნას,
დღემდე ვერ ვიშლით;
ისევ, იქა ვართ!
ისევ, იქა ვართ!
აჩრდილებს ვიხმობთ;
რომ შეგრძნებები,
დავსტყუოთ გრძნებით;
თუმც, ამ ყოფაში,
დაერხა ყველას;
მონას და მსტოვარს;
მეფეს და ვეზირს;
თვით ორთოდოქსაც,
რადგან ბრმად სწამდა;
თვისი რწმენისა შეუვალობა;
არქეტიპებით სავსეა ზეცა;
და ზოგან ბრძნობა სატყუარა!
თავისუფლება –
გვიჯობს ერს ვარგოთ ;
იმუნტეტის ასამაღლებლად!
ჯ.გ.

*

ბევრი, სეირით ვერ ძღება...

„გული, გრძნობა და გონება
ერთმანეთზედა ჰკიდიან...“
ცოდნისა სხივთა მკრეფავნი;
ჯავრში ვერ ჩაილევიან...
ბევრი, სეირით ვერ ძღება;
რეალურს მიღმა ფრთვინავენ;
საქვეყნო თემებს ადგენენ;
სამშობლო, ვერ შეუცვნიათ...
ჯ.გ.

*

თუ მჭვრეტია ერის ნება!

ჯანსაღ აზრის ჩაგონება;
უკვე, ვეღარ ხერხდება;
ნუ მოცდებით, ხერხს
მიმართეთ! –
ზნისა შეცვლა, ძნელია!

არკვიეს და გაირკვა;
სჭირსო მეგალომანია!–
შეგონება –სეირსა ჰგავს!
შენიღბული შლეგია!

გრანდიოზა, გრანდიოზა!
განდიდების მანია!
რეციდივებს აკანონებს;
გარემოცვაც სტრესშია!

თუ მჭვრეტია ერის ნება!
შეცვლის ფსიქოგანწყობას,
არ იქნება, ვერ შედგება;
მომავლის დაჩმორება!!!
ჯ.გ.

P.S. განდიდების მანია... რაც ვლინდება –გამდიდრების სურვილში, ძალაუფლების მიღებაში, პოლიტიკური გავლენის მოპოვებაში და ა.შ.
*

ერის ღვაწლია; როცა ცნო..
.
ნაცნობ მოტივზე

ძალაუფლებით გართობა, მარადიული თემაა;
ზოგს სათამაშოდ მიუჩანს, ახირებული ბავშვივით;
თუ არ წაართმევ, არ დათმობს, სანამ არ გამოლენჩდება;
როგორმე თუ მიაძინებთ, ის უკეთესი იქნება!

თორემ, სუყველას დაიჭერს, ვინაც კი, ჯანსაღ აზრზეა;
ერის ერთობას მიიჩნევს, პოპულიზმ–პამპულაობად;
და ამფსონებსაც ჩაავლებს, თავად, კვლავ, „მხსნელი“ იქნება;
იყო დრო, ერთად იჭერდნენ ბულბულებსაც და ქორებსაც!

სუყველას ქონდათ ოცნების, ზღვარდადებული მარაგი!
ერთი სუფრითა ნაკვები, მით მწენი საახლობოსი..
ყველამ, თავისი წაკრიფა, ამა ყოფისა „არაკნი“;
„მამონას“ გაუერთგულდნენ, რიგითი მეოცნებენიც...

და რადგან ყოფის საცთურით, ბევრია ორჭოფობაში;
მართებულია, მათი წვრთნა და გამოყვანა ხიბლიდან;
თავისუფება ქვეყნისა , და სამშვიდობოს გაყვანა,
ერის ღვაწლია; როცა ცნო: „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა...“
ჯ.გ. *

ჟინი სამყაროს ნებისა...
ქროლვა ნატიფი სულისა, უკან მიჰყვება სხეული;
და ცეცხლოვანი გასხლტომა; სიტყვითა აღუწერელი;
ქართველთა ცეკვა კოდია; კეთილშობილი გენისა;
და მასში ჩაქსოვილია, ჟინი სამყაროს ნებისა...
გამოუთქმელი წადილი, სამშობლს მიფერებისა;
სხეულით შემონახული, დიდება საფიცარისა;
ქართველთა ცეკვა კოდია; კეთილშობილი გენისა;
ოთხივ სტიქიით ახატვა, სიცოცხლის შემეცნებისა!
ჯ.გ.
*
ზღაპრადა შგვრჩა სვიანი!

ესა, პირველი არაა და არცა უკანასკნელი;
ქრონიკებს შიდაომების ; აღვიქვამთ, ვითარც სეირსა;
მეფეთა, მაშინ, ქვეყანა, ჰყავდათო დაბრიყვებული;
როსტევანისა სადარნიც, იყვნენ მათშია, რჩეულნი!

„მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი!“
ასეთი კაცნი მიუჩდათ, ქართველთა, ერის თავკაცად!
დასამარების ტოლია, –უზნეო მართვის თარეში!
ვერაგსა ეიმედებით; ზღაპრადა შეგრჩათ სვიანი!
ფანდებში ჭირსო გარჩევა –
სავსე და ფშუტე თავთავის!
ჯ.გ.
*
გაარაკება, ისევა გხიბლავს...

არც მოტივი გაქვს, არცა ხალისი,
გაარაკება, ისევა გხიბლავს,
მცირედით, მაინც ვემსგავსოთ,
წინაპრის, ძირძველ სახესა!
„ერთი შეზავებული გუამი
ორითა სრულითა ბუნებითა
და ორითა ბუნებითითა ნებითა
და ორითა საქმითა,
ერთგუამად შეერთებულითა,
უცვალებელად და შეურევნელად.“
გვამცნობს მაქსიმე აღმსარებელი;
ასე სჯობს თავის გატანა;
უფალისა ხდები თანმდევი...
ყოფას, ვინც უჩნდა მორჭმულად;
ასგზის ქცულა პამპულად;
თუმც, სადიდკაცოდ აღძრულთა;
ვერ ირგეს ღვთისა ლაგამი...
ჯ.გ.
*

ზოგმა მოირგო ჰიმნადა!

ყმუილი, კარგი რამეა;
ამოძახილი სულისა,
ღრენას ან ღავღავს ჯობია;
ყვირილთან არის სიმღერა;
კვნსას არა ჰგავს,
არც კრუსუნს,
მილეულ განცდის სახიჩართ;
თუმც, კაცსაც ეხალისება;
ბევრის ცხოვრება მგლურია;
მით უფრო ბუნებრივია –
ამოძახილად სულისა...
ყმუილი, კარგი რამეა;
მარტოობისა მშვენებად!
ბევრმაცა ლექსი მიუძღნა,
ზოგმა მოირგო ჰიმნადა!
იქნებ, გვესინჯა „ჭაშნიკად“;
ახალ არსს შესძენს ვარამსა!..
ყმუილით ერთიანობა,
შეაფერადებს ოცნებას!
ჯ.გ.

*

ალღო–განსჯითა გაერკვეთ!

შელეწილები ვიყავით,
მანც მოვჩანდით ყინჩადა;
მრავალჯერ გავიზაფხულეთ;
და გავემიჯნეთ მუხთალთა!
თუ არ გაქვთ,
ნაღდი ქმედება;
რაღა აზრი აქვთ შტურმებსა;
უნდა მოტვინოთ, სხვა რამე;
ალღო–განსჯითა გაერკვეთ!
ვინ მოყვარეა ვინ მტერი;
ზედმეტად ნუ გაიმტერებთ;
შიშით შეკრულან ფარადა;
შინაურ ჰქვია მაინცა;
ლოგიკა შარჟად ქცეულა;
ათმაგ ხუშტურზე ტრიალებს;
ერთი რომა გმობს, სხვა ვინმე;
მაშველ რგოლს აწვდის ჩუმადა;
ფანდებით გამოიტყუეთ;
ხალხის პირისპირ მიჩიხეთ!
მაინც, საციხოდ უღირხართ;
ჰოდა, მიბაძეთ ფირალებს;
თუ ვერ შეცვალეს მთავრობა;
ლეგენდები, ხომ მოირგეს!

ჯ.გ.

ფიქრთა სალბუნად გექცევა!

მიუსაფარი ლექსები,
ამოდ ელიან მკითხველსა;
თუ გამოიჩენ გულისყურს,
ფიქრთა სალბუნად გექცევა;

რასაცა, მჩატედ ვერ ვიგებთ,
მის უარყოფას, ვერ ვიშლით!
ზოგ ხელოვანის აღქმაც ჭირს;
გვცდისაო ლაბირინთებით!

სულის რაობას , ვინც, არ ცნობს;
ხიფათში, ღმერთს ევედრება;
გაცვეთილია, თუმც ალბობს,
უვიცთა ქედმაღლურობას!
ჯ.გ.

*

მუტაციებსა, ვერ გავთლით...

სიბრძნისა რა მოგახსენოთ;
ზოგი, ფიქრსაც კი გაურბის;
აზრს, მიღმა გეპასუხება;
სტილია –დროის დაზოგვის!

„სიმულაცია“ რომ გვკვებას,
ძნელადა ხდება ნათელი;
ციფრულ ბუნებას, ცხადისა;
მავანი, ფულით შეცინის;

შენ, მიდგომიხარ მცნებებით!
ეს ხომ ვიციო?! ბრაზდება!
თავისად რაცხავს ქვეყანას;
სხვაგვარი გათვლა - არა აქვს!

ძანააც ნუ დაიჯერებთ;
რომ მომავალსა ამყარებთ!
მუტაციებსა, ვერ გავთლით;
ჩვევა აქვს მოულოდნელი;

თუმც, ყოველივე ლაგდება;
ერისა ნაცად გულთათქმით!
ანგარებაცა, ნირს იცვლის...
ჯანსაღი აზრის ქმედებით!
ჯ.გ.

P.S.„ როდესაც რაიმე იცვლება ნახტომისებრად“

*

როგორცამოგვდგამს“, 

ბოლოსღა, განგებაც წაგვეშველება!

 

ძეხორცილნო, გიჟმაჟნო, რკენაში შეუდრეკელნო;

ინდომეთ, შვებით შეებით, შეუსაბამო იღბალსა!

სიყვარულითა, – მხოლოდღა, -ქვეყანა, ვერ აშენდება;

თქვენა იხარეთ, მამულის, მშვენების მოტრფიალენო!

 

უნდა გავუძლოთ ამდენ დარდს, ვეება სიჩერჩეტესა;

განსაცდელს, ეშმა ვერ ჰგუობს; „კაი ყმასწვრთნადა მიუვა;

კი ვბაქიაობთ, ისე კი, ყველასა შველა გვჭირდება!

როგორცამოგვდგამს“, ბოლოსღა, განგებაც წაგვეშველება!

..

*

ჩაუტკბა „ობოლ“ წინაპართ!

ჩაიბნა „ჩათრევ–ჩაყოლა“;
ევროკავშირის კართანა;
„კინტოურისა“ დახვეწა!
იმიჯის გასაახლებლად!

ზოგსა, უმტყუნა მანევრმა;
შეუწყრა „ტოლერანტობას“;
ძველსა სლოგანსა უგანა!
ჩაუტკბა „ობოლ“ წინაპართ!

„დემოკრატიის“ ღალატი,
გამოიზოგა მალულად;
ყარაჩოხლური უჭირავს;
მაინც, შესტირის კინტოსა ...
ჯ.გ.

*

არ გაჩენილა, არვინ შემთხვევით!

ქალმა დახატა, ბულბულის სტვენა...
როგორც იხილა, როგორც გაშიფრა;
აქ, აუხირდა საყვარელი და,
შენ, მღალატობო, ცრემლი ადინა!

ქალმა ქვითინი გაისაგზლისა...
შინაგანად კი, მაინც ტკბებოდა;
ვყვარებივარო, გულში ხარობდა;
მტკიცედ დასახა, ბავშვის გაჩენა!

მერე ოჯახი შეიქმნა მჭიდრო;
ბიჭს, გოგო მოჰყვა, გოგოს ტყუპები;
მთლად მეოჯახე, შეიქმნა კაცი!
არ ქონდა მოცლა, არც, თავი იჭვის...

ფილოსოფია, ამას, ვერა ხსნის,
ფსიქოლოგია, ცოდვილობს ჯერაც!
არ გაჩენილა, არვინ შემთხვევით;
ქალმა დახატა ბულბულის სტვენა!
ჯ.გ.

*

ჯაგლაგს, რომ ჰგავდა...

ზოგი ტაეპი ტაიჭს გაგონებს;
ხელჩასაკიდს კი, ვერ ქმნის განწყობას!
ერთიც, ჯაგლაგად გეჩვნა უცებ;
თუმც, ვერ ელევი, არც, ის გეშვება!

სიტყვებს მოჰყვება ღვთისა ზრახვანი;
ზოგი უმია, მალვით შუშდება;
ჯაგლაგს, რომ ჰგავდა, გამოკვესდა და
უმწეო განდას წამოედო, ააგიზგიზა;!
ჯ.გ.

*

ერთხელაც, „ობლის კვერიც“, ხომ გამოცხვა!

სული ფეთქებადი, გული ფეთქებადი;
გონი ინერციით, ემოციებს მორჩილებს;
განსჯას მერე იწყებს, როცა ცოდვას სჩადის;
და მაინც ხსნაა; თუ სიცოცხლის გჯერა!
„იხსენ ჭირთაგან სულნი ჩვენნი!“
პოლიტიკურ ღადრში „არქაულობა“ ჩაისახა;
მოძულეთა ხუშტურს,, განგებამ აგვარიდოს;
ერთხელაც, „ობლის კვერიც“, ხომ გამოცხვა!
ჯ.გ.

*

და სიცოცხლე, ასე ძვირი!

წვალობს ხალხი
და ნისიად იმუქრება!
შემართება – უძლურია;
თუ პროგრესიც, არ მოყვება!
„მექანიკას“ ახლავს,
მეტი ფანატიზმი...
თავგანწირვაც, „გააზრებით“
ემარჯვება;
და სიცოცხლე ასე ძვირი!
ცრუ მესიებს, „ულოგიკოდ“
ეწირება...
ჯ.გ.

*

აქაც და იქაც...

შინაგანად ნაღდი ქართველი,
აქაც და იქაც;
საამაყო და მომხიბვლელია…
მამულის სიყვარულით სუნთქავს...
მომავალი თავისას გაგვიმხელს,
გალაქტიკაში, უსასრულობიდან,
მშობლიური პლანეტა, დაივანებს;
ნუ „შეიცხადებთ!“ – გაიხსნეთ
იოანეს გამოცხადება:
„ახალი ცა და ახალი მიწა...“
შინაგანად ნაღდი ქართველი,
აქაც და იქაც;
საამაყო და მომხიბვლელია…
ჯ.გ.

*

ბრმა „პრინციპულობა“
დიქტატორთა მწარე ხვედრია!


სიმართლე მორევაზეა;
აბა ჰე, დიპლომატიავ...
,,ის, რაც ეპატიება იუპიტერს,
არ ეპატიება ხარს“.
საუკუნეებია, გარე–გარე
წყდება ბევრი ქვეყნის ბედი...
ყოველივე, სამყაროს სცენარშია!
ბრმა „პრინციპულობა“_
დიქტატორთა მწარე ხვედრია;
თუ სხვას ემუქრება, განა მედგარია;
ნამალევად, შიშში -სული სძვრება!
არეალიც, ზნესა და ფერს იცვლის;
დეკორაციად არ აღვიქვან!!!
მამული, –
შესაძლებლობებით შევკაზმოთ!
ჯ.გ.

*

„ჰელოუნის“ მაგიერ...

ყველანი კარგები ხართ,
რომ ხართ საერთოდ,
ამას, მაშინ იგრძნობთ;
უცხოპლატელები, რომ
გვეწვევინ...
ისინი, მიწიერ საკვებს
არ ცნობენ
და იდუმალი ენეგიით,
„ბნელეთიდან“ იტენებიან.
ყველანი კარგები ხართ,
რომ ხართ საერთოდ,
ამას, მაშინ იგრძნობთ,
სიყვარულით ტკბობა,
რომ აღიგვება;
უამრავ მღელვარეს;
მეურვე –
„ზნეობის ფართან“–
უმკაცრესი ნორმატივის
გავლა მოუწევს;
ქათქათა წესრიგი გამეფდება,
დღისით და ღამითაც...
ყველანი კარგები ხართ,
რომ გაჩდით საერთოდ,
ბეწვზე დაასწარით
ხელოვნური ინტელექტით
ჩასახულ „ბღარტებს“,
პრივლეგირებულნი,
საოცნებო ბონუსებით
ინებივრებენ,
ბოლო მოეღება!
„არაესთეტიკურ“ ლანძღვას!!!
ჯ.გ.
*

ჯერ კიდევ როდის!

ჯერ კიდევ როდის;
ჯერ კიდევ როდის?!
მონტესკიე თავის ნაშრომში,
მიიჩნევდა, რომ
შეუზღუდავი ხელისუფალი;
ტირანულ კანონებით გვსჯის...
„მცხუნვარე დემოკრატიაში“,
ინოვაციურმა თაობამ,
დაუფიქრებლად გამოაძღო,
ათასჯერ გალანძღული,
ათასჯერ შერისხული
და მაინც „უკვდავი“ ცნება
კომფორმიზმი!
ჯერ კიდევ როდის;
ჯერ კიდევ როდის?!
მონტესკიემ “კანონთა საზრისში“;
ხელისუფლების სამი შტო ასახა;
უზრუნველყოფა –
ძალაუფლების ბალანსის;
მედროვეთ კი,
ეადვილებათ –თაყვანისცმა კერპის!
თუნდაც, გარეგნულად კეთილშობილ
კომფორმისტთ;
მუდმივად მზად, რომ ააქვთ
მთავრობისთვის ალიბი:
–ხელისუფლება მექანიზმია;
აკეთებს იმდენს, რაც შეუძლია!;
მეტი არ იცის, მეტი არ მოსდგამს;
„აგერ, მეზობლად ბომბები ცვივა!!!
ომი თუ გინდათ, თავი უშვირეთ!!!
დაყვერილები შვენის კომფორიზს!
მშვიდობა მოაქვს შეგუების ნიჭს!
ჯ.გ.

*

ბრალადებოდა –
სეირის განცდა...


განსაცვიფრებელს, უკვე, ვერ აღწერ;
თუ საოცრება, ნაღდში არ ნახე!
შედევრის შექმნის მოსურნე ჭაბუკს,
ფიქრში წამოცდა, უმალ ინანა;
–ჩვენ, რა ვერ გვაამჩნევ?!–
შემოსწყრა იქვე, „აღმგზნებთა დასი“;
და შეამჩნია ფეისბუკზე ძრომიალობდა...
საოცრებათა ღია სივრცეში;
ტუქსეს და ტუქსეს, აკენწლეს ლამის;
კაბის ფრაგმენტით, საცვლის ზონარით!
აღგზნების მოსდეს, ზრახვათა სწრაფვა;
იქვე ხატებიც იხილა მრავლად;
შეშველება თუ შესახელება,
„ფეისბუქმრევლის“ დანამუსება...
ჭაბუკს, „საცთური“ იტყუებდა; ფიქრს,
ვერ თოკავდა;
სეირში შესულს; ბრალადებოდა –
სეირის განცდა...
ჯ.გ.

*

სიმწრის ღიმილი გაშინურდა...

ნუ წაიკითხავთ,
ნუ იაზროვნებთ,
ნუ შეწუხდებით;
„აიქიუების“ ზრდით!
მალე თავებში,
მზამზარულ ცოდნას
ჩანერგავენ, და თუ ვერ ჩაატიეს;
შეგულებული აქვთ, სხვა სათავსებიც...
ახლა, იუმორის დრო აღარაა,
მაგრამ, ამ უთავბოლო დაჭერებმა;
უამრავი, „ცოტნე დადიანი“ გამოავლინა;
მათი ცოდვა დაედოს – „ევროკავშირს“!,
ვინაც „ქარაგმა“ ვერ აითვისა;
დაელოდოს, მორიგ „აიქიუს“ უბოძებენ!
ჯ.გ.

*

ქიშპში, ღვარძლში ჩაინცრა...

გადარჩენით გადარჩება,
თუმც, ალაფი, სხვას დარჩება!
რაც ჩაკვესა ზენაარმა,
ვერ შეიცნეს გამარჯვებად...
თამასა კი ათამაშა;
შტერმა, ბრძენმა, მერე მასამ,
ერთ რჩულსაც, ვეღარ ენდნენ;
ბრბო თავკაცად აისახა...
სისხლის ფასად მოხვეჭილი,
ქიშპში, ღვარძლში ჩაინაცრა...
ჯ.გ.

*

მოთმინებით ელოდო...

საყვედურის თქმას, აზრი, აღარ აქვს;
უკვე, „საყვედურივით“ უნდა მიაწვე!
თუ მიწოლის ტ–––ი, – ტვინი არ გაქვს;
მაშინ ჭირთაამენაში გაიწაფე;
– „უნდა იჯდე ფანჯარასთან და
მოთმინებით ელოდო, როდის
ჩამოატარებს მდინარე, შენი მტრის გვამს!“
ჩინური სტრატეგია, ვიღაც ოკუპანტის
კი არა...
ჯ.გ.

*

არც მშოვნელთ, შერჩათ მადა და...

მცდელობა, ხშირად ვარგია;
განგება, მუდამ გვშველის;
სიცოცხლე განსაცდელია!
გებოძოთ – ნიჭი მხნეობის!

რამდენი რამეში ვიტანჯეთ;
ძველი ყოფისა განხრით!
მოძულეთ თანაგრძნობაში;
ბევრმა მოიდგა ფეხი...

ბევრსა აღეძრა სულშია;
მონობის ნოსტალგია;
ერში თანხმობა გვიჯობდეს,
უცხო კაპრიზთან ტორღიალს!

თორემ, მრავალჯერ ვიგემეთ,
რომ სხვისთვის გვიბრძოლია!
არც მშოვნელთ, შერჩათ მადა და
თუმც, მრავლად დათმეს მოყვასნი...
ჯ.გ.

*

ზეცით არს დამოწმებული...

ჭრელ სამყაროში,, წრფელობამ,
ბევრი მართალი დადაღა,
იმპერიები ჩამარხა,
ამგვარმა „დაღდასმულობამ“...
გათვლებსა ნუღა დაუწყებთ;
ვინ, ვის ხურდაში აღმოჩნდა!
ჩვენ, ჩვენსა თავსა ვეყუდნით!
ზეცით არს დამოწმებული;
ჭირისუფალის იერსა,
ბეჩაობით ნუ მოვირგებთ!
იპერიაზე მკვნესარე,
დაარქივებას მოიხდენს...
ჯ.გ.
*

უზურპაცია მოსდგამს...

სანამ, ესენი ვაჭრობენ;
აგერ, ის ბიჭი კვდება,
კვდება მეორე, მესამეც;
მემილიონეც მსხვერპლს ჰგავს...
მმართველად დაქირავებულს;
უზურპაცია მოსდგამს!
ხელისუფლებას ეტყობა,
ხშირად მფარველობს ეშმა!
ჯ.გ

*

***
თვისა ხატადო შექმნაო –
ადამიანი ღმერთმა;
გაითავისეთ ყოველმან;
ნუ გაიმრუდებთ გეზსა...
ჯ.გ.
*
რომ არ ჩამოჭკნეს ზეცა!
თუნდ, არაკიდან არეკლილ,
იღბლისა მომტან ხიფათს;
სასწაულს ისევ ელოდეთ,
რომ არ ჩამოჭკნეს ზეცა;
ბრძოლას, რომ მოგაგებინებთ:
ფასკუნჯს, მფარველად გაგიჩენთ;
ფენიქსის ცეცხლსა, რომ შეგძენთ;
მოძმეთ, არ აქცევს მტრად!
იმრიგად სრულყოფს მომავალს;
ხარობდეთ ცოდნის სიკეთით;
ასე, ბრმად, არა გკორტნიდეთ;
ხოტბაში მოწრიალე გესლი!
ჯ.გ.

 *

მედიტაცია
/საბჭოეთის მომლოდინეთათვის/

„სსრკა“ სტალინს გაჰყვა –
„ბელადობას“–
ვერც, ვერავინ შეიმშვენებს მისებრ!
წინგამჭვრეტთა მარჯვე ჯგუფი;
კულისებში; შეკრავს ახალ კავშირს...
და მივიღებთ ინო სივრცეს;
აღმავლობით გამორჩეულ ზონას;
იქ, პუტინი თავის დასთან;
მოაშენებს ნოვაციურ ფერმებს;
გააჩაღებს თბილ ვაჭრობას ევროპასთან,
დაასაქმებს სერგეის და დიმას;
მიჩურინის პრემიებსაც დაურიგებს;
დონალდ ტრამპი, კი მიიღებს „ნობელს“...
„სსრკა“ სტალინს გაჰყვა –
„ბელადობას“–
ვერც, ვერავინ შეიმშვენებს მისებრ!
ჯ.გ.

*

ოდით ნაფერებ მიწა–წყალს...

ინდომეს, და ვერ წაშალეს,
ჩვენში მამულის ვალი...
გესლიც ნექტრადა ვიგემეთ;
ვეფარვით ღვთისა მადლსა!

ძირძველი გენი, დალაშქრავს
მომავლის სავალ გზებსა;
შემართებითა შეირგებს;
ოდით, ნაფერებ მიწა–წყალს...
ჯ.გ.

*

აქ, ნდობა შევაფრთიანოთ...

ჩვენ კი, ყველანი დაგვქანცა, ამ უთავბოლო ომებმა;
მტრებზე ადრევე, მყისიერ–შინაურების დევნამა,
პირველობისა ქადილმა – „ფარულსა“ გარიგებებში;
ნაშთისა, ჩვენი მიწა–წყლის, „მონაპოვრადა“ მიჩნევამ...

ზვირთები მიგვრეკება, ნავთსაყუდელი შორსაა!
მარტოკა თავის დაღწევა, გონების ხვრაა ფუჭადა;
აქ, ნდობა შევაფრთიანოთ, ერთიანადა არ ჩავწვათ...
ვერ, გამოვაღწევთ მერეღა, ჩაგვითრევს, რაკი მორევი..
ჯ.გ.

*

 მასა, ტრიუმფებს შესცინის...

ქადილი ხშირად გვსმენია;
მოყვრის, უცხოსი, მტრისა;
ბევრმა, აშკარად, ვერ ირგო;
გაწბილდა, დარდს, ვერ იოკებს!

მასა, ტრიუმფებს შესცინის;
მცირედ ერკვევა, რა გზით და რარიგ!
ქილიკად გიჩანთ?! ნააზრევს გიმხელთ;
„ოქროს შუალედი!“, ცოტას იზიდავს...
ჯ.გ.
*
ან ჩემთან დადექ, ან წადი შენი!
აბა შენ იცი; ვინ, ვის დაასწრებს;
დუელში ყოყმანს, მოსდევს, მზა მარცხი!
აგაცილეს და არ ხარ მსხვერპლი?!
გაქვს საპასუხო გასროლის „ბრონი“!
შინაურ შფოთში, რის ტრადიცია?!
ვინც, ამ ქვეყანას, წრფელად შეჰხარის;
მტყუან–მართალის ძიებაში; ჰაიდა ბევრი!
ვერ შევაფხიზლეთ, ჩვენ „ოქროს წესი“...
როს, მედროვენი, ავსებენ დავთრებს;
ან ჩემთან დადექ, ან წადი შენი!
თუ დიქტატურა; იჭვით ვერ ძღება;
ფარისევლებსაც მსხვერპლად იწირავს!
ჯ.გ.
P.S.
ოქროს წესი
It. Regola aurea
ასე ეწოდება იესოს საფუძველმდებ წესს: „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ... “ (მათ. 7:12, შდრ. ლუკ. 6:31).
*
შენც, იმ იგავებს ხარ შეხიზნული

ყველასა ერგო თვის განსაცდელი;

თითქმის, აღარა შეგრჩა მოყვასი;

შენი სათქმელი, გარგუნა ღმერთმა;

სხვაფრივ თამამობ, აზრთა ხედნაში;

იგავთა სიბრძნე მოირგო ქრისტემც;

და არ ჩაგვტოვა ნალანძღ ყოფაში ...

შენც, იმ იგავებს ხარ შეხიზნული;

არ გეფეთება –„მორჩა, დასრულდა!...“

ჯ.გ.
*
 მოსაკვლევი; მრავლადა აქვთ ქართველთა...
ეძღვნება რამაზ პატარიძის ხსოვნას...

ყოველი იგი; იხილა ღმერთმა;

უმწეობაა, „გრიფით საიდუმლო“...

შორით მჭვრეტელიც, არ მიიჩიხა;

დოგმატურ „დათქმას“ უპოვა ღრიჭო;

ქართველ ქურუმთა გზანი დაზვერა;

,,ქართლის ცხოვრების'' განმარტებით

მინაწერში კი ამოიცნო:

,,აქა მწიგნობრობა დაიწყეს ქართველთა,

ადამს აქეთ 284 წელს.''

აქა გაგვენდო „გრაკლიანის გორაც“ ;

მივიწყებული დამწერლობა შეგვახსენა;

მოსაკვლევი, მრავლადა აქვთ ქართველთა...

“უფლისციხე-გრაკლიანი-ციხიაგორა...“

(„საძიებელში“ წერტილი არ დაისმება)
ჯ.გ.
 
 შეგნების „მარქაფა“

–წამოფრნდა და წამშივე გაცამტვერდა,
„სამყაროდა“, არეკლილი ემოცია;
არა, არა! არ შეშინდეთ, ზმანებაა!
თუმც, ნაღველი „მარქაფადა“ შეგვატოვა;
–გარშემო ხომ, უთვალავი მუქარაა;
–ნუ, ნუ შიშობთ, –შეგნებაა მეტი!..
–რის შეგნება, რა შეგნება?! –ისევ ნედლი,
„ეროვნული ინსტიქტები“ გვშველის...
ჯ.გ.
*
 მიეგებე, ნუ გარიყავ...

თუმც, ენათესავება ორეულს; ანასახს, არეკლილს,
უკუფენილ - სულზე, შესაძლოა, უშუალოდ ითქვას:
ამ სამყაროდან გავიდა; და, მაინც ჩვენთან არის;
ანუ, უხილავიდან, სულის ლაციცით გვეალერსება...
გვეიმედება; გვშველის; „უკუფენილი“, მაინც, სხვა რამაა;
თანადგომის აღქმა ციმციმებს; მარტოობა, ვერ გხრავს;
მიეგებე, ნუ გარიყავ, წარამარა, უთავბოლო გლოვით...
ვაითუ, „უკუფენილიც“ ლაბირინთებში იკვლევს გზას!
ჯ.გ.
ბანალური...

ისიც კარგია, ვისმე თუ ახსოვხარ;
საყვედურს, ვერვისზე, ვერ იტყვი,
თუ, ვერ გიყენებს „იმასაც“ ავიწყდები;
არადა, თითქოსდა, სუნთქავდა შენით...
ისე კი, ყოველი, ვალშია ვიღაცასთან,
არ იმჩნევს, მიყურისძირება შველის;
ზოგს, თავი უჩანს სპეტაკად – იმგვარად;
რომ, ლამის, უფალსაც, რცხვენია მისი...
ჯ.გ. 
* 
ღმერთო, მოაძლიერე ქვეყნის მავედრებელნი!

გრძელვადიანი მოლოდინები; მთელი ცხოვრების თანამგზავრად ქცეულა;
ჩათქმული „წარმატებები“, გზადაგზა ფერმკრთალდება და გვავიწყდება...
მეშჩანი დაარქვი, გინდ ანგარებიანი; ყოფას, მათი ინტრიგები წარმართავენ;
საკუთარ მისწრაფებებს, მძაფრად ვიცავთ, თუმც, ბევრს, ნააზრი, არცა აქვს...
მათ, სიმართლის ძიებას შეალიეს ყოფა; დაღვინებისთვის „დუღილი“ ღირდა...
მტკიცებაში გადაზრდილი ტაეპები, ხშირად, ბედისწერის წარმართველია;
„ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია...“
არადა, ერს, ეს ნანატრი „მომავალი“, არა და არ დაუდგა;
ხმაურის კვალობაზე; „ქვეყანას“, ერთგულები, მრავლად უნდა ჰყავდეს;
ცბიერებითა ვართ შეკრულები..., და თუ, სამშობლოს, ანგარება თრგუნავს...
ღმერთო, მოაძლიერე ქვეყნის მავედრებელნი!
ჯ.გ.
 
 არ მორჩილებს პროგნოზებს, შემოქმედის მონასმი...

არ მორჩლებს პროგნოზებს, შემოქმედის მონასმი;
ვერ გაუგებ, რა სახით, შეღვინდება, ერთ წამში;
უცებ, თავს შეგახსენებს, მწველი „პეპლის ეფექტი“;
დიქტატორსა დაუდგინდეს, ერთ წამშია პარტახი;

აუ, რამდენს ეგონა, თავი, მისი მარქაფი?!
აქ, ქაოსად აირეკლა, პეპლის ფრთების ფარფატი,
„ეფექტების ზვავებმა“, მიმოსერეს ქვეყანა;
არ მორჩილებს პროგნოზებს, შემოქმედის მონასმი...
ჯ.გ.
 
ისეც, ნუ გარდისახებით...


ხელის ჩაქნევაც, არ გვარგებს;
„ცუდია დაღრეჯილობა“
მით უფრო; თუ გავიაზრებთ;
„ბოლო ჟამს“, გველის ერთობა...
 
ცხოვრება გვეთამაშება;–
ოღონდ, წესებსა, არა გვიმხელს
ეს, კერკეგორმა გვაუწყა:
თანაც, შეპარვით გაგვენდო,–
მე, ვერაფერი გავუგე...

„სამჯავროს არსში“, შანსია;
ღვთის მუხტსა შევინარჩუნებთ;
ისეც, ნუ გარდისახებით;
თითქოსდა,, ცნება წაგერთვათ!
ჯ.გ.
უჩნდეთ ამქვეყნად, თვის წილი, –აბორიგენულ სარგოდა!
(„საცნობარო“ პოლემიკა)
–ნაქურდალის გადამალვას, საიმედოდ ვერ ახერხებს,
ის კი, მაინც იპარავს და იჩემებს!!!
***
–დაჰყვა, ხელობა ასეთი და აბა, სხვას, რაღას იღონებს?!
ღმერთი აძლევს ყოველივეს არსებობას...
გამოძალვაც, მიტაცებაც ბიზნსია; ყველასა, თვისი კრედო აქვს!..
***
–მაგრამ აგერ, რომ შიმშილობს მისი მოძმე? თვისი ქცევით,
სასიკვდილოდ იმეტებს ! ქრონიკული თვალთმაქცობით ქვეყნის მართვა, 
ყველას გადაიყოლებს... „საცნობაროდ“ შეგვრჩენია; ესე სიბრძნე;
„გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს“
***
–აწაპნილსა, ნუ ინაღვლებთ; ძღვნადადა გიჩნდეთ მტერთანა;
რომ აღარ აგვაწიოკონ, მშვიდობა იყოს ჩვენთანა...
წამგლეჯიც პატრიოტია; აქაცა გასცემს ნაძარცვსა! აქაცა ჰყვანან მიმდევნი; 
გაქექილობას იმშვენებს! ვის –მოხელთება, ფხად უჩანს...
***
–ქვეყნის სატანჯველს ვერ ცნობენ, მუდმივსა „საცოხარშია“!
მამული, ერი, სამშობლო მოირგეს დეკორაციად;
შიდა და გარე საქმენი, მიუჩანთ აღებ–მიცემად...
ჰქმნან, მართლა დიდი ქველობა, ღატაკთ უჩინონ სარჩოს გზა;
უჩნდეთ ამქვეყნად, თვის წილი, –აბორიგენულ სარგოდა!
ჯ.გ.
*
 „დროს“ შეურცხვა, „დროს“ შეურცხვა, ნამუსი!

არც, რა უკვირს, დედამიწას;
ეს, ჩვენა ვართ გულმავიწყნი, გულგრილნი;
სივრცეს იპყრობს „სინთზური ინტელექტი“;
შეეცადეთ, და ამ ქვეყნად დადგინდით;

თორემ, მერე, „მასოვკაში“ ჩაგწნეხავენ;
მოასწარით, ფეხზე, მაინც დადექით!
უნდა შევძლოთ საუბარი, შემომწყრალთან!
მთელი წლები, ხომ მხარდამხარ ვჩემობდით?!

შირმად, მაინც დაიტოვეთ, –რელიქვიად;
„შალახოცა“ –„კინტოურზე“ უკეთ ჟღერს
(ახლებურად “განდაგანას“–კარგად ვცეკვავთ,
მაგრამ წარსულს, მაინც მკრთალად ვიმეცნებთ...)

სხვა „ურსულაც“, კრგად გვახსოვს, მოვასწარით,
ნატვრად ჩანდა – მისი ხილვა ბიკინში,
ბევრ ყმაწვილსა, ხელმოცარვად შეეჩვია...
და „საკულტო რიტუალად“ დაუდგინდა ბიკინიც!

ის ურსულა „ბონდის გოგოს“ თამაშობდა ;
და მსოფლის ახსოვს „ბონდის იმიჯი“...
სივრცეს იპყრობს „სინთზური ინტელექტი“;
შეეცადეთ, და ამ ქვეყნად დადგინდით;

ახლა მტრობაც, არ იციან ვაჟკაცური!
„დროს“ შეურცხვა, „დროს“ შეურცხვა, ნამუსი!
ჯ.გ.
 მოჯამაგირეთ ყელყელაობა; სად გაგონილა?!

მოჯამაგირეთ გადიდკაცება; სად გაგონილა?!
ეს ჯაყოს შერჩა, ერთი პირობა; დრომ მოიტანა...
თავში რქმეოდათ „მოჯამაგირე“; ხომ აიცდენდნენ;
ამდენ სხვის ცოდვას; ამდენ ლანძღვას; ამდენ...
მაინც, რჩეული იქნებოდნენ თავისთა შორის;
დაფასეუბულნი; საიმედონი, ღვთის მადლიერნი...
არ შელანძღავდნენ „მსახურების“ ნაფერებ არსსა;
მოჯამაგირეთ ყელყელაობა; სად გაგონილა?!
ჯ.გ.
 შეგონებები „მოძველდა“...

სამადლოდა ვართ, ამ ქვეყნად –
ხვეჭას, ნუ გავხდით დევიზად!
ხსოვნა, იმ ქვეყნად, წასულთა;
აქეთა, რჩება „მსაზღვრელად“.

შეგონებები „მოძველდა“;
შეგრძნებებითა შევავსოთ;
„ზომიერებას“ აკვანი,–
ახლიდან, უნდა ვაახლოთ!

ინტრიგნულია სამყარო;
ზმანებებშია გვამყოფებს;
ჩიტია ერთი; ტანად ციცქნაა,
შეჭმამდე კენკრას –იზომებს–
პროჭზე!

შეგონებები „მოძველდა“...
ჯ.გ.
 ყველას, თავისი აღმაფრენა აქვს...

სასოწარკვეთა! ქმნის გენიოსებს...
მეც თამაშშია გარდავიცვლები;
ხვედრი, „იღბლადა“ ვერა მოვირგე...
გზნებითა მეტრფის არარსებული!

ყველას, თავისი აღმაფრენა აქვს;
ზოგსა ახარებს, სხვათა მონება;
მე კი მინდოდა, სხვას ამოეცნო,
ჩემს არსში მთვლემი, უცნაურობა!

და ვერ ვეღირსე, ამგვარ საჩუქარს;
ფარვით მესროდნენ შხამიან ისრებს;
ალბათ, იმიტომ, არ ჩავუღრმავდი;
ფიქრში, რა წადილს, მიზიარებდნენ...
ჯ.გ.
 „ანალიტკური დრამა“

მოუცლელობის მიზეზით,
თუ, არ კითხულობს ლიტერატურას;
დროის დაკარგვად მიიჩნევს,;
უჩანს მოცდენად; ფულის „მკაშია“;
ვამცნობ ალალად; _„
შეგნება იგი“; კუჭში დაჰყვა; 
გაუმაძღრობამ –ბევრი დაღუპა, –თუმც,
„თათქარიძე“, თვალსაჩინოდ დასანანია!
თავაზიანი იყო რეგვენთან,,
ყოველ ცისმარე; „ღვთის სასჯელია“!
(სამწუხაროა, „ტვინის ფორმულა“,
კაი ხანია, უკვე, ტრაკში აქვთ!)
ვერა იმეცნებთ?! ააცვით ყველამ!
თვალთ სასეიროდ, ვერ უვარგია;
აჰ, თამაშია; კი ბატონო,
ახალი ერაც –წვალობს  როლთანა!
ჯ.გ.
 ძალზე დამთრგუნვლია...

აქ, იმდენი ხედვაა;
უთავბოლო განწყობა;
რარიგ საყვარელია,
„სუსტი სქესის“ ანცობა!

რარიგ საყვარელია;
პოლიტიკით გართობა;
ძალზე დამთრგუნვლია;
მშიერ ბავშვთა ერთობა...

აქ, აზრებიც ბევრია,
უცხო ერთა შვილთაგან;
თუ გადაშლი რუსთაველს,
„დედანთ“, ჰპოვებ მრავალგან!

მაგრამ რუსთაველია;
მშობლიური, სრულქმნილი;
მისი გვარის მოხმობა,
ვერა შეგძენს „სვეტობას!“;

ვერ მოესწრო დროჟამსა;
ლიბერალურ ხედვებით,
თუმც, ფატმანი ასახა;
მრუშობითა მოსილი...

ფატმან ხათუნ უდაოდ,
„კრგი მეგობარია!“,
ინტრიგების ამძრავი,
თვალსაჩინო ქალია!

რარიგ საყვარელია,
„სუსტი სქესის“ ანცობა!
ხატოვანი შტრიხებით;
ავიც შარმიანია!

აქ, იმდენი ხედვაა;
უთავბოლო განწყობა;
ძალზე დამთრგუნვლია;
მშიერ ბავშვთა ერთობა...
ჯ.გ.

ოი, ჭირს პოვნა მართლისა!


ათასჯერ შესწავლილია
ადამიანის ბუნება; ვერვინა
გათვლის, ვის რა აქვს,
ჩაბუდებული არსშია...

იქნებ, ვერც რამ შეაიღვიძოს,
იყოს მარადა მთვლემარე;
ან უცებ გამოაფხიზლოს,
მართლისა ხმამა მგზნებარემ.

ოი, ჭირს პოვნა მართლისა;
ყველა თავისას ცუღლუტობს,
ჩანს, უპირველეს ზნეობად!
ყოფასთან ადაპტირება;

არა ძარცვას! არა ჩაგვრას!
ასე ამბობს ბევრი სიტყვად,
გადაძღომის სურვილითა,
უყურყუტებს ჯერაც, შანსსა!

ვინაც იღბალი გაუშვა, ზერელე
გახდა ჯავრითა; ვინაც ცდუნება,
დასძლია, ისევ, ისეა ღატაკი!
მხნეობს მამულზე ლოცვითა...

პატრონყმობანა გვიჯობდა;
ავთანდილ–შერმანდინობა!
ასე არ შევიძულებდით;
მოყვასად მოვლინებულთა!
ჯ.გ. 
 „მართლისა“ ქმნაი ხრიკითა,
ბოლოს, მაინცა ხრიკია!

პოეზიამ ვერ უშველა,
ვერც ამათმა პოლიტიკამ,
სამშობლოა დაისრული;
ზავით გვიხმობს, თვით განგება...

მაძიებელნი „სამართლის“;
„დიფ –სტეიტს“, არა „წყალობენ“,
აგრესორია ტრამპიო,
ვერცა ამასა იტყვიან...

მოღალატენი მომრავლდნენ
ერთგულება ხომ –მსჯავრია...
სამშობლო უჩანთ მცირედა;
ადვილად დასაბრიყვებლად...

სიბრძნე ჭირთ ფულის შოვნისა;
თუმც, –ნაკლებობა განსჯისა;
საუკუნოვან ღირსებას,
აფერადებენ თავისად...

„მართლისა“ ქმნაი ხრიკითა,
ბოლოს, მაინცა ხრიკია!

თავისუფლების ჟინითა,
მარად გულადობს ქართველი!
ჯ.გ.
 მონაცვლეობით ყველაი, სათუო „მოღალატეა“...

კუმირებიო მიდიან, ჰქრებაო, მათი „მისია“;
დღეს, არავისა არა აქვს; გულწრფელი აღიარება;
აქტივისტიო აქტითა; არისო თვალშისაცემი;
ზოგისათვისო გმირია; ოქმში კი, ტერორისტია!

მაგრამა აქტი -აქტია; ოქმი კიდენა, – ოქმია,
არკვიოს ისტორიამა; რა გვერგო ეპიდემიად?!
მონაცვლეობით ყველაი, სათუო „მოღალატეა“;
მაშინა ავტოკრატიცა, მსხვერპლია „მოღალატისა..“.
ჯ.გ.

მართებთ ფანდების შეცნობა...

შფოთისა გამოვლინება, ხალხსა ჰქონია ულევი...

გარდაცვალებას ტირანის ქე მისტიროდნენ მონებიც...

მათ წრფელი ჰქონდათ მოტივი მონატრებაი მეოხის!

სამშობლო უჩნდათ სიამედ, მის ნაგებ გარემოცვაში...

 

ვერ შეუცვნიათ რუსთველი, არცაი გურამიშვილი;

ილია, ბარათაშვილი აწ, ჩამოვთვალო რომელი...

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,

შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები...

 

ვინმე ტყუილად არ მოცდეს; დასმენა, არ ჩაინიშნოს;

ავანგარდული აზრები, რჩეულ ავტორთა პირმშოა...

თავკაცობაში შემჩნეულთ, მართებთ ფანდების შეცნობა;

ერი, ვეღარ გრძნობსმისიას“, უმაღლეს დანიშნულება...

კონგლომერატად იქცევა, თვითმყოფადობა, რომ არა...

..


ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

Комментариев нет:

Отправить комментарий