უპირველესად -ქართული სახელმწიფროებიობის აღმნიშვნელი თარიღის გაცნობიერება გვმართებს... /შენიშვნა/
ეს ამბავი, ასე დაიწყო:
საქართველოს მთავრობა
6 სთ ·
ირაკლი კობახიძე: დიდი იმპერიები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, რადგან მათი მამოძრავებელი ერთადერთი ძალა ანგარება და სიძულვილი იყო. ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანას კი, რომელიც მამულს, ენას და სარწმუნოებას იცავდა და ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის სიყვარულს არ ივიწყებდა, საუკუნეების მანძილზე ღმერთი იფარავდა.
შენიშვნა კომენტარის სახით
Janri Gogeshvili
უპირველესად -ქართული სახელმწიფროებიობის დღე....
და თარიღიც, შესაფერისად უნდა დადგინდეს...
/ ამგვარი მოსაზრების გულშემატკივრებმა მოიწონეს, მადლობა მათ/
უცნობმა ქალბატონმა „დამაკვალიანა“ კიდეც
პასუხის გაცემა
ნინო მაჭარაშვილი
Janri Gogeshvili ოცდაექვსი მაისი სიმბოლურია რადგან წყვეტა რომ არ მოხდეს ეროვნული მოძრაობაც ასე აღნიშნავდა.
და მეც არ დავაყოვნე:
Janri Gogeshvili
ნინო მაჭარაშვილს– პატივცემულო –ეროვნული ცნობიერების „ხელოვნურად“ დანაწევრება არ გვარგებს, მომხდური ბევრი გვყავდა, თუმც, ეროვნული სული, მარად ზეობდა...
გავიხსენოთ – ფარნავაზ მეფე და ქუჯი ერისთავი
„დამოუკიდებლობის დღეს“ მრავალი ძალისძალად შემდგარი ეთნოჯგუფებიც აღნიშნავენ...
...ისე კი, 26 მაისის, როგორც დამოუკიდებლობის დღის, უპირობო, საერთო ეროვნულ დღესასწაულის ამღვნიშნელ ობელისკად აღმართვის სტრატეგია, ჩემში კარგა ხანია უხერხულიბის გამომწვევ განწყობას ქმნის. მოგეხსენებათ ცნება ობელისკი ამგვარად განიმარტება „მაღალი, სამახსოვრო (მემორიალური) სვეტი, რომელიც ზევით თანდათან წვრილდება.“ უფრო დაწვრიდებით კი „ობელისკი (ბერძნ. obeliskos, სიტყვასიტყვით - მცირე შამფური)... და ა.შ.
ნურვინ გამინაწყენდება, ვინაც, ოდნავ გარკვეულია იმჟამინდელი დამოუკიდებლობის მოპოვების „არქიტექტურაში“, კარგად უწყის, თავდაპირველად, რა უშნოდ გაითავისა მაშინდელი „პოლიტიკური ელიტის“ ამა თუ იმ ლიდერმა, განგებისგან რგებული დამოუკიდებლობა, შამფურის ძგერებად აღიქვეს მეთქი, ვერ გავკადნიერდები, მაგრამ ცნობილია რომ „რუსეთის იმპერიის მოულოდნელმა აღსასრულმა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობა გამოიწვია. ნოე ჟორდანიას სიტყვებით მათ რევოლუცია „ფოსტით მიიღეს“.
თუმც, მერე, ისტორიული მეხსიერებით გათავისებული დამოუკიდებლობის დაცვას, მრავალმა გამორჩეულმა, სამშობლოს სიყვარულით გულანთებულმა ქართველმა შესწირა თავი...
მაგრამ, მაინც უხერხულებას ქმნის, „ფოსტით მიღებული“ რევოლუციიდან აღძრული 26 მაისის, მარადიულ „ნიშანსვეტად“ დამკვიდრება... და რომელსაც, იმგვარი გამორჩეულობით „შევხარით“, თითქოს, თვითმყოფადობით გამორჩეულ, მრვალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ქართულ სახელმწიფოებრივობას, ბევრად მეტი ღირსებით მოსილი დამოუკიდებლობა არ უგემნია.
არჩევანი ქართველ ხალხზეა, ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე, დროულია, ქართული სახელმწიფოებრივობის თარიღის დამდგენი კომისია შეიქმნას, მოხდეს თვალსაზრისთა შეჯერება, შემუშავედეს „ეროვნული დოქტრინა“ და სახალხო რეფერენდუმიც გაიმართოს. ბოლოს კი, „ფეისბუკოპონენტის“ მიმართ, ჩემს მიერ უშუალოდ გაცემულ პასუხსაც გავიხსენებ:
Janri Gogeshvili
ნინო მაჭარაშვილი პატივცემულო –ეროვნული ცნობიერების „ხელოვნურად“ დანაწევრება არ გვარგებს, მომხდური ბევრი გვყავდა, თუმც, ეროვნული სული, მარად ზეობდა...
გავიხსენოთ – ფარნავაზ მეფე და ქუჯი ერისთავი
„დამოუკიდებლობის დღეს“ მრავალი ძალისძალად შემდგარი ეთნოჯგუფებიც აღნიშნავენ...
P.S.
შენიშვნის „შესაფერადებლად“, ამ ლექსის გახსენებაც, არ იქნება ურიგო...
***
მემატიანე მოგვითხრობს...
სისხლში ჩქეფს გვარის ამბავი;
ვერცა მახვილით გვიმონეს...
ვინც ღმერთს მიაგო ამაგი,
სიყვარულს მარად მიმოფენს...
ნოეს, იაფეტს, თარგამოსს,
პატივს მივაგებთ, თუმც ვცოდეთ;
ქართლოსის საფლავს ვეყმეთ და
კერპად ვაქციეთ… არ ვგოდებ…
როს, ჰეროდოტემ გათვალა;
”კოლხნი ეგვიპტელთ მოჰგავთო...”
ბევრი გვებრძოდა გზად, გავლად,
ქართველი ქველად მოძღვრავსო...
მემატიანე მოგვითხრობს...
ფაქტს შერევია ლეგენდაც,
აწმყო იმ წარსულს მოუხმობს
მომავალს, რომ რგებს შენებად...
ვეხმიანებით შუმერებს,
ჰიმნებს, ასოებს, არაკებს...
ვინც აქებს მეფე აიეტს,
მას მედეაც აღელვებს...
შვილნი ვართ რჩეულთ მოდგმისა _
მავანო არა, არ ვგოდებ…
ქუჯი _ ფარნავაზს;
მადლი _ მადლს,
მოძულე კვლავაც აოტდეს…
ამერ-იმერთა წიაღში,
ვინც იწვრთნა, _ იშვა მეორედ…
თავად ელინებს ყიაში _
ქართული ღვინო აბოდებს…
ქრისტეს სიბრძნეში ავმაღლდით,
შემწე მოციქულთ მადლითა,
ქალწული ნინოს ამაგით
ვიხარეთ ჯვარი-ვაზითა...
წარმართი მეფე მირიან
შემწყნარებელი გულითა,
ღვთიურ ნიშანსა მიენდო,
ციურ საუფლოს დამკვიდრდა...
”ღმრთის-მოყუარისა მეფისა”
ვახტანგ გორგასლის გმირობამ,
”ქართლის ცხოვრება” მოხატა,
ლეგენდად იქცა პირობა…
მერე ტაოდან ქართამდე,
აფხაზთ მეფენი ლაშქრობდნენ,
ჭანურ-ლაზურად უქცევდნენ,
საქმით ქართულად იღწვოდნენ…
და როს გამეფდა დავითი,
ბრძოლა ბრძოლაზე მოიგო,
აღმაშენებლის სახელი
მისი დიდებით შეიმკო…
ვეფხისტყაოსნის გმირებმა
ეპოქა სიბრძნით შემოსეს,
ქართული სულის მშვენება
ზღაპრულ ფერებში გვიბოძეს…
ბევრმა იღვაწა უებროდ,
და ბევრმა თავი გასწირა,
დიდი ილიას ღირსებით
სხვა თვალთახედვა გასხივდა…
მერე და მერე… შორს წავალთ…
რჩეულნი ღვაწლში ზეობენ…
სისხლში ჩქეფს მოდგმის ამბავი,
წვრილმანზე დღესაც დაობენ…
მხნეობა ღმერთმა გვიბოძა,
მკურნალა წყლები გალობენ…
ერთობა შევკრათ, ისე რომ
ცბიერი მტერიც გაოგნდეს!..
***
8.11.2006
პოეტური კრებულიდან „სიზმრიდან ცხადში...“ –თბილისი /2010
ჯ.გ.
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
Комментариев нет:
Отправить комментарий