პოეტური კრებულის ბოლო ნაწილში ასახულ რუბრიკაში (პარალელიზმი… ალტერნატირა… ლიტერატურული ფანდი…) დაბეჭდილი ლექსები, თავდაპირველად ინგლისურენოვან საიტზე ( PoemHunter.com )-ზე გამოქვეყნდა პოეტური ვითარების ”შესაფიცხებლად”. ოღონდ სპონტანურად შექმნილი ”პოეტური ფრაგმენტები”, ჯერ ქართულ-რუსულ-ინგლისური სიტყვების მონაცვლეობით იწერებოდა და ბოლოს, ჩემი შეძლებისდა მიხედვით ინგლისურ ენაზე ”გამართული” სტროფები საიტზე ქვეყნდებოდა…ფსევდონიმად Gioom Galen-ი შევარჩიე; უცაბედად, ანტიკური ხანის მკურნალისა და ფილოსოფოსის კლავდიუს გალენის ვინაობა გამახსენდა, და Galen-ს სახელი ”Gioom”-მი მივუსადაგე… ამასთანავე, გალენი ლაზურ-მარგალურ მეტყველებაში გარეს, გარეულს ნიშნავს და თვისებური მინიშნება ამ მხრითაც გავაკეთე, მთლად Gioom-ი არ ვარ მეთქი... (მაგრამ, იქ მონაწილეებს ეტყობა ლაზურის ნაკლებად გაეგებოდათ, ანუ ჩემი ინგლისური ”ჯობნიდა” მაგათ ლაზურს).ხოლო, PoemHunter.com-ზე 500 დაწინაურებულიდან პირველ ასეულში მოხვედრილი Janri Gogeshvili-ის ვინაობა, რომ არ გამომჟღავნებულიყო, ”პოეტ Gioom Galen-ის” საცხოვრებელ ადგილად ანუ ქვეყნად ავსტრია მივუთითე…
Gioom Galen-მა თავისი ”პოეტური ფრაგმენტებით” საკმაოდ "იყოჩაღა" და არამარტო Janri Gogeshvili-ს, (რომლის ლექსები ქართულიდან ინგლისურ ენაზე პროფესიონალი მთარგმნელის მიერაა ნამუშაკევი...) არამედ, ბევრ სახელოვან, ინგლისურენოვან პოეტს გაუსწრო რეიტინგით და საიტზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, მრავალი პროფესიონალი პოეტი აქვეყნებს ლექსებს, 500 დაწინაურებულს შორის 34-ე ადგილზე აღმოჩნდა… 34. GIOOM GALEN Austria click for details: 287 (რა თქმა უნდა, აქ მრავლად არიან ახალბედებიც და უბრალოდ პოეზიის მოყვარულებიც).
მერე, სიხარულთან ერთად უხერხულობა ვიგრძენი, რადგან PoemHunter.com -ზე მოღვაწე ცნობილი პოეტები Janri Gogeshvili-ისა და Gioom Galen-ის ლექსებს, როგორც სრულიად განსხვავებულ, სხვადასხვა ავტორთა მიერ შექმნილ პოეტურ ნიმუშებს, ისე აფასებდნენ… ავტორებსაც ცალ-ცალკე თხოვდნენ თავიანთი ლექსების შეფასებას… ამასთანავე GIOOM GALEN-ისეული სტროფები, როგორც ინგლისური პოეზიის ნიმუშები, ჩემთვის სრულიად უცნობი პიროვნების მიერ მორიგ ინგლისურენოვან საიტზე (Gioom Galen | Poet & Writer | Shers.InYou Look fancifully | English Poetry) გატანილი იქნა, როგორც ინგლისური პოეზიის ნიმუშები…და მეც ინტერნეტში ჩემს ვებ-საიტზე ამ პოეტური ”ავანტიურის” არსი გავამხილე:
Parallelism... Alternative... Literary way … Poems By Poet Gioom Galen> (პარალელიზმი… ალტერნატირა… ლიტერატურული ფანდი…) … სადაც, მკითხველისადმი მორიგ მიმართვაში ავღნიშნე: GALEN-ის ”პოეტური მიგნებების” მხარდაჭერმა, ამჯერად Janri Gogeshvili-ის ლექსიც წარადგინა იმავე საიტზე, _This Street-Girl Brings Good Luck | English PoetryAuthor Janri Gogeshvili Category: English Poetry (ყურადღებისთვის, გულთბილი მადლობა). და შემდგომ შესატყვისი იუმორით გავაგრძელე:ასე შეხვდნენ ერთმანეთს პოეტი ჯანრი (ჯუანშერ) გოგეშვილი ( All poems of classical poet Janri Gogeshvili, Georgia) და პოეტი Gioom (Gi) Galeni (GIOOM GALEN Austria) ავსტრიიდან მორიგ სახელოვან საიტზე…მაგრამ, როგორც წაგვიკითხავს ან გვსმენია "არც ერთი იყო ვენეციელი და არც მეორე ეგვიპტელი..." ანუ არც ერთი იყო შტატელი და არც მეორე ავსტრიელი…
…და აი, ჩემეული ლიტერატურული ”ექსპერიმენტი” ვგონებ შედგა (ვერ გეტყვით ჩემეული ”პოეტური ფრაგმენტები” მოჰგს თუ არა საყოველთაოდ ცნობილ ჰაიკუსა თუ ტანკას ნიმუშებს, მაგრამ ინგლისური პოეზიის ნიმუშებად, რომ მიიჩნიეს რამდენიმე მათგანი ეს აშკარაა…)და რადგან საიდუმლოც გამჟღავნდა ,ავსტრიის ვირტუალურ მოქალაქეობასაც სიამოვნებით გამოვემშვიდობე… (37. GIOOM GALEN Georgia click for details: 282 ) , ოღონდ, Gioom (Gi) Galen-ის ფსევდონიმით ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ და მკითხველთა მიერ მოწონებულ ”პოეტურ ფრაგმენტებს”, როგორც მე მათ ვუწოდე, ვერ შეველიე…შემდგომ ამისა, Janri Gogeshvili-ისა და Gioom Galen-ის ერთობლივი შემოქმედებითი სახე ამერიკული წარმომავლობის ცნობილ საიტზე RED ROOM-ზე Janri Gioom Galen Gogeshvili სახელწოდებით იქნა წარმოდგენილი…და მეც, ამგვარი ”შესახელების” კვალობაზე Gioom (Gi) Galen-ის ფსევდონიმით გამოქვეყნებული ლექსები ინგლისურიდან გადმოვაქართულე…დანარჩენი თავად განსაჯეთ;გახალისდით, თუნდაც მოიწყინეთ…

”პოეტური ფრაგმენტები…”
’Poetic fragments…’
:::::::::::
ქარაგმის რიტმი
გულით ისმინე, ალღოს მიჰყევი,
შეიცან ნიშა და გრძნება წრფელი,
და თუ ქარაგმის რიტმიც იგრძენი,
შემოგეფრქვევა უცხო სურნელი…
========
========
საძიებელი
The index
/
საძიებელი
The index
/
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
========
;;;
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
=======
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
=======
P.S.
27 მაისი 2024 წ.
”საავტორო უფლება”