четверг, 11 февраля 2010 г.

”პოეტური ფრაგმენტები…” ჯანრი გოგეშვილი / ’Poetic fragments…’ Janri Gogeshvili


პოეტური კრებულის ბოლო ნაწილში ასახულ რუბრიკაში (პარალელიზმიალტერნატირალიტერატურული ფანდი) დაბეჭდილი ლექსები, თავდაპირველად ინგლისურენოვან საიტზე ( PoemHunter.com )-ზე გამოქვეყნდა პოეტური ვითარებისშესაფიცხებლად”. ოღონდ სპონტანურად შექმნილიპოეტური ფრაგმენტები”, ჯერ ქართულ-რუსულ-ინგლისური სიტყვების მონაცვლეობით იწერებოდა და ბოლოს, ჩემი შეძლებისდა მიხედვით ინგლისურ ენაზეგამართულისტროფები საიტზე ქვეყნდებოდაფსევდონიმად Gioom Galen- შევარჩიე; უცაბედად, ანტიკური ხანის მკურნალისა და ფილოსოფოსის კლავდიუს გალენის ვინაობა გამახსენდა, და Galen- სახელი ”Gioom”-მი მივუსადაგეამასთანავე, გალენი ლაზურ-მარგალურ მეტყველებაში გარეს, გარეულს ნიშნავს და თვისებური მინიშნება ამ მხრითაც გავაკეთე, მთლად Gioom- არ ვარ მეთქი... (მაგრამ, იქ მონაწილეებს ეტყობა ლაზურის ნაკლებად გაეგებოდათ, ანუ ჩემი ინგლისურიჯობნიდამაგათ ლაზურს).ხოლო, PoemHunter.com-ზე 500 დაწინაურებულიდან პირველ ასეულში მოხვედრილი Janri Gogeshvili-ის ვინაობა, რომ არ გამომჟღავნებულიყო, ”პოეტ Gioom Galen-ისსაცხოვრებელ ადგილად ანუ ქვეყნად ავსტრია მივუთითე
Gioom Galen-მა თავისიპოეტური ფრაგმენტებითსაკმაოდ "იყოჩაღა" და არამარტო Janri Gogeshvili-, (რომლის ლექსები ქართულიდან ინგლისურ ენაზე პროფესიონალი მთარგმნელის მიერაა ნამუშაკევი...) არამედ, ბევრ სახელოვან, ინგლისურენოვან პოეტს გაუსწრო რეიტინგით და საიტზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, მრავალი პროფესიონალი პოეტი აქვეყნებს ლექსებს, 500 დაწინაურებულს შორის 34- ადგილზე აღმოჩნდა34. GIOOM GALEN Austria click for details: 287 (რა თქმა უნდა, აქ მრავლად არიან ახალბედებიც და უბრალოდ პოეზიის მოყვარულებიც).
მერე, სიხარულთან ერთად უხერხულობა ვიგრძენი, რადგან PoemHunter.com -ზე მოღვაწე ცნობილი პოეტები Janri Gogeshvili-ისა და Gioom Galen-ის ლექსებს, როგორც სრულიად განსხვავებულ, სხვადასხვა ავტორთა მიერ შექმნილ პოეტურ ნიმუშებს, ისე აფასებდნენავტორებსაც ცალ-ცალკე თხოვდნენ თავიანთი ლექსების შეფასებასამასთანავე GIOOM GALEN-ისეული სტროფები, როგორც ინგლისური პოეზიის ნიმუშები, ჩემთვის სრულიად უცნობი პიროვნების მიერ მორიგ ინგლისურენოვან საიტზე (Gioom Galen | Poet & Writer | Shers.InYou Look fancifully | English Poetry) გატანილი იქნა, როგორც ინგლისური პოეზიის ნიმუშებიდა მეც ინტერნეტში ჩემს ვებ-საიტზე ამ პოეტურიავანტიურისარსი გავამხილე:
Parallelism... Alternative... Literary way … Poems By Poet Gioom Galen> (
პარალელიზმიალტერნატირალიტერატურული ფანდი…) … სადაც, მკითხველისადმი მორიგ მიმართვაში ავღნიშნე: GALEN-ისპოეტური მიგნებებისმხარდაჭერმა, ამჯერად Janri Gogeshvili-ის ლექსიც წარადგინა იმავე საიტზე, _This Street-Girl Brings Good Luck | English PoetryAuthor Janri Gogeshvili Category: English Poetry (ყურადღებისთვის, გულთბილი მადლობა). და შემდგომ შესატყვისი იუმორით გავაგრძელე:ასე შეხვდნენ ერთმანეთს პოეტი ჯანრი (ჯუანშერ) გოგეშვილი ( All poems of classical poet Janri Gogeshvili, Georgia) და პოეტი Gioom (Gi) Galeni (GIOOM GALEN Austria) ავსტრიიდან მორიგ სახელოვან საიტზემაგრამ, როგორც წაგვიკითხავს ან გვსმენია "არც ერთი იყო ვენეციელი და არც მეორე ეგვიპტელი..." ანუ არც ერთი იყო შტატელი და არც მეორე ავსტრიელი
და აი, ჩემეული ლიტერატურულიექსპერიმენტივგონებ შედგა (ვერ გეტყვით ჩემეულიპოეტური ფრაგმენტებიმოჰგს თუ არა საყოველთაოდ ცნობილ ჰაიკუსა თუ ტანკას ნიმუშებს, მაგრამ ინგლისური პოეზიის ნიმუშებად, რომ მიიჩნიეს რამდენიმე მათგანი ეს აშკარაა…)და რადგან საიდუმლოც გამჟღავნდა ,ავსტრიის ვირტუალურ მოქალაქეობასაც სიამოვნებით გამოვემშვიდობე(37. GIOOM GALEN Georgia click for details: 282 ) , ოღონდ, Gioom (Gi) Galen-ის ფსევდონიმით ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ და მკითხველთა მიერ მოწონებულპოეტურ ფრაგმენტებს”, როგორც მე მათ ვუწოდე, ვერ შეველიეშემდგომ ამისა, Janri Gogeshvili-ისა და Gioom Galen-ის ერთობლივი შემოქმედებითი სახე ამერიკული წარმომავლობის ცნობილ საიტზე RED ROOM-ზე Janri Gioom Galen Gogeshvili სახელწოდებით იქნა წარმოდგენილიდა მეც, ამგვარიშესახელებისკვალობაზე Gioom (Gi) Galen-ის ფსევდონიმით გამოქვეყნებული ლექსები ინგლისურიდან გადმოვაქართულედანარჩენი თავად განსაჯეთ;გახალისდით, თუნდაც მოიწყინეთ
პოეტური ფრაგმენტები…”
’Poetic fragments…’

:::::::::::
ქარაგმის რიტმი
გულით ისმინე, ალღოს მიჰყევი,
შეიცან ნიშა და გრძნება წრფელი,
და თუ ქარაგმის რიტმიც იგრძენი,
შემოგეფრქვევა უცხო სურნელი
========
========
საძიებელი
The index

/

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

========
P.S. 
© გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება

Комментариев нет:

Отправить комментарий