*
გავეშდა ქვეცნობიერიც …
ვითარც ლურსმანი ფიცარში,
სიცოცხლე ჩაჯდა ერთ წამში,
შენს მკერდთან მიაქანდაკა,
მზერა და გული მბორგავი…
გრძნეულ სამკაულს ემსგავსა,
წრფელი წადილის მონასმი;
გავეშდა ქვეცნობიერი…
წარხოცა ფრესკად ხმობილი…
ჯ.გ.
*
ქადილი
ოფლიანი სხეულის სიმძაფრე,
კეთისურნელება და წადილი…
უცნაურს ერწყმის სიურჩე
ბრძოლებში ნაწრთობ ველურის…
ვინაც შეიგრძნო სურნელი
ახალშობილის ინსტიქტით,
ჩვილს იჭვით დასცქერს,
არომატს
ისუნთქავს მალვით,
სიფრთხილით…
სუფთა სხეულის სიწრფელე,
მითში შეღწევის ქადილი,
გზნება შენ ციდან ისწრაფვის
პირველყოფილი წადილით…
ჯ.გ.
*
შანსია აგიხდეს…
ჩაუთქვი სურვილი, ნუღა დაიზარებ,
ეულთ შველით _ მონატრების სევდა…
იცვლება სამყარო _ წამიდან წამამდე,
შეჰღიმე მომავალს, დახვეწე თემა!
ჩაუთქვი სურვილი,
შანსია აგიხდეს,
მედგრად აჯანჯღარე ალღო,
შარი არ შეაყოლო, ნაჩქარევ ნატვრაში,
წამიდან წამამდე _იცვლება სამყარო…
ჯ.გ.
*
ბუნდოვანი ფონი,
განთიადს აღიქვამს…
სული იტანჯება _
მიზეზი უსაზღვროა,
ტაეპში მბორგავი,
_ არომატს
დააფრქვევს…
თვითმკვლელობის
ხიბლი,
ნიჰილისტს იტაცებს;
სურვილთა როკვა,
სამყაროს ართობს…
სივრცეებს ხლართავს,
მნათობთ მასკარადი,
ზოდიაქოს ნიშნები,
ირიბად გარიგდნენ;
განგების რემარკა :
/რაიმე ცელქობა!/ _
მოძულე ხდება
შეუცნობი სატრფო…
ბუნდოვანი ფონი,
განთიადს აღიქვამს;
აჩენს
სამიჯნურო ლანდებს…
სამართალს ითხოვს
ველური წადილი…
ნაწამებ ზრახვებს
ვერ თმობს…
ქრონიკებს ვიმოწმებთ,
შეცდომებს ხაზს ვუსვამთ,
თუმც,
იქვე,
ქვეცნობიერს ველტვით…
სურვილთა როკვაში,
ვნებები გვძარცვავენ,
ეს ყოფა,
საცთურებით გვხედნის…
ჯ.გ.
*
იღბლად,
კვლავაც გვშველის…
ჩაიმდუღრა, ჩაიხარშა
თანაგრძნობა ლექსში,
სიყვარული განივთდა და
გახდა მწუხრის ფერი…
დიდ მგოსანთა პოეზიას,
ლაღად იხდენს ხალხი,
და ლექსებში ნატანჯ ყოფას,
უცქერს, ვითარც სეირს…
ეს ცხოვრება, მორევაზე _
დაგეშილი გვიჩანს…
რეალობა მუშტს გვიღერებს,
ხედნის ფიქრს და მიზანს…
და მამულის მწველი განცდა,
იღბლად, კვლავაც გვშველის,
”ხიდისთავს შევკრათ პირობა…”
ილტვის უდრეკი ქართველი.
ჯ.გ.
*
განსჯას გვერდს უვლით…
ერთი ქართველი, მე, ასე ვწვალობ;
მინდა,
რომ იყოს ”თანხმობა” ერში,
რა
მარტივია,
სათქმელად ძმანო,
მაგრამ,
შეაცვდა სიცოცხლე ჩვენი…
განსჯას გვერდს უვლით
და
კამათს იწყებთ,
ცხარედ,
მოსისხლედ და უპირობოდ,
მერე,
თითქოსდა ვარდებით ტრანსში,
ერის მოძულეთ, ექსტაზით უსმენთ…
ჯ.გ.
*
როს, ნდობა დახავსდა…
ხვეჭამ ითარეშა _
მცნებები აყალბა…
როს,
ნდობა დახავსდა _
გატრაკდა…
ურთიერთგატანა,
ღვთიური ნიჭია,
დროა,
მამული,
შევიშნოვოთ…
მომხდურმა გვიყელა
და
არცრა იკითხა,
ეს მიწა,
ვისგან,
ან,
რა რიგით გვერგო…
არც, მერმე დაიწყებს
იწილო-ბიწილოს,
სად,
ვისი სასახლე
ზეობს…
ფიცი ჩანს არაკად,
ტაციობა გავლენად…
ერი,
ვერ პატრონობს
თვის გონს…
როს,
ნდობა დახავსდა _
გატრაკდა…
და მერმე,
მევახშეც გლოვობს…
ჯ.გ.
*
ჰოდა, ჩავუღრმავდეთ ქართველნო…
იჭვი თარეშობს _მამული ბლეფია,
ოდებში _ ხოტბა მაძღართ იპყრობს…
ერთურთის გატანა ღვთიური ნიჭია,
ჰოდა, ჩავუღრმავდეთ ქართველნო…
მომხდურმა გვიყელა და არცრა
იკითხა,
ეს მიწა, ვის, რა რიგით ერგო…
არც, მერმე დაიწყებს
იწილო-ბიწილოს,
სად, ვისი სასახლე ყელყელობს…
ქცეულა ტაციობა, ქცევის წესად,
ერი, ვერ პატრონობს თვის სულს…
თუ ვცოდავ, მამხილეთ, ოღონც კი,
ერთობა _ ვიმეგზუროთ ქართველნო!
ჯ.გ.
მიძღვნა გულმხურვალე თეატრალებს
თეატრი ერთობა, თეატრი გართობა,
ოცნების მზაობა, შეძრული სული,
მსოფლიო ელფერი და ყოფის რაობა,
უიღბლო ქველობა, სიცილი, ცრემლი...
თეატრი იგავი, თეატრი სწავლება,
არშიყში მოქილიკე იჭვი თუ ხრიკი,
ფიცი და ღალატი, მართალთა ზეობა,
თავნება სარკაზმი და ფიქრთა ნისლი...
სამშობლოს რაინდთა სიტყვა და ამაგი,
მჭექარე, ნაზი თუ საღვთო ხმები,
არტისტთა სავანე, ამბოხთა საფარი,
თეატრი ფერად სურვილთა მჩენი...
ჯ.გ.
*
ტყვედ
მყოფი აზრის...
იშლება ფიქრები, და მიპყრობს იმედი:
სცენაზე არ ჩაქრება ქართული სული!
თეატრი მხსნელია, თეატრი სივრცეა
ტყვედ მყოფი აზრის, ლაღი სურვილის…
მაფიქრებს საჯარო მხილების მოძულება,
ტუჩის აბზუება ქვეყნის სატკივარზე,
ნათარგმნი ტექსტებით უშნოდ გატაცება,
და ფსევდო დარდი ქართულ პიესაზე…
კლასიკოს ავტორთა შირმად აფარება,
ტინგიცი, მიბაძვით ნათითხნი პოზები,
პრანჭია ”ხედვებით” დედნგავეშდა ქვეცნობიერი…
ვითარც ლურსმანი ფიცარში,
სიცოცხლე ჩაჯდა ერთ წამში,
შენს მკერდთაის გამრუდება,
თავკერძთა ხილვებით ნაჩმახი სცენები…
იშლება ფიქრები, და მიპყრობს იმედი:
სცენაზე არ ჩაქრება ქართული სული!
თეატრი მხსნელია, თეატრი სივრცეა
ტყვედ მყოფი აზრის, ლაღი სურვილის…
ჯ.გ.
*
ოო, ეს ძუკნები, საყველაფროდ განსწავლულები,
ოო, ეს სამყარო! თვალწარმტაცი, დაუნდობელი...
*
გავეშდა ქვეცნობიერი…
ვითარც ლურსმანი ფიცარში,
სიცოცხლე ჩაჯდა ერთ წამში,
შენს მკერდთან მიაქანდაკა,
მზერა და გული მბორგავი…
გრძნეულ სამკაულს ემსგავსა,
წრფელი წადილის მონასმი;
გავეშდა ქვეცნობიერი…
წარხოცა ფრესკად შობილი…
/ჯ.გ./
*
ესაა – ის რაც, ესაა–ის რაც!..
როცა, მამული სახოტბოდ გიყვარს!
ისე კი, გიჩანს, ვითარც უძლური...
ვუმღერეთ ძმობას,
იმძლავრა ზიზღმა;
უგუნურება აღზევდა რისხვად;
სამყაროც ნიღბებს აზარტით ირგებს,
ასნაირ საშველს მოგვიგდებს შირმად...
როცა, მამული სახოტბოდ გიყვარს!
სულში, დარდად გაქვს სხვისი ხეირი...
ესაა – ის რაც, ესაა–ის რაც!..
ჩვენს წინაპართა თავდადებას,
მომავალს აცლის...
/ჯ.გ./
*
ჩაუთქვით სურვილები…
მიზეზი სავსეა;
სამყარო გაქრეს...
ლექსებში _
სიყვარული
სივრცეებს იპყრობს,
ჩაუთქვით სურვილები…
ეპოსს
ჩაჰყევით,
(ეპოქა “ვეფხისტყაოსნის“ ,
ლაღად შეგიფარებთ...)
ჩაუთქვით სურვილები…
წარსულით შეიმოსეთ...
უიღბლო მომავალს,
როგორმე აიცილებთ!
ჩაუთქვით სურვილები…
წრფელ გრძნობას ჩაჰყევით;
შანსია,
წარსულში, -
მართლაცდა აგისრულდეთ!
/ჯ.გ./
*
„ტრიგერად“ არ ჩარჩე...
და მომავლის სიზმრები,
ფერფლად რომ არ იქცეს;
იწვრთენ გარდასახვებით,
„ტრიგერად“ არ ჩარჩე...
ნაფერ ხმათა მარულა,
იმპროვ8ზაციები;
გონმა უნდა იფხიზლოს,
სამომავლო გათვლებით!
ლექსთა თქმა და მუსიკა,
ციურ საზრდოდ გიჩნდეს,
ბევრი ზომბად იხედნა,
მოძალადე რიტმებით!
/ჯ.გ./
*
ჩვენი ობლობის დასაამებლად...
ვინც, ისე ფარვით მიდს და ქრება,
რომ, ვერ ახერხებს გამოთხოვებას,
ჩვენგან, ალალი ლოცვის საგზალი,
ღვთიურ სივრცეში დასავანებლად...
და თუ, რითიმე ლამობს შეიგრძნოს,
მიწიერ დღეთა ხიბლი და სევდა,
სანთელ-საკმეველის მადლი ეხლოს,
ჩვენი ობლობის დასაამებლად...
/ჯ.გ./
*თუ მომავალი, თითქმის გახუნდა;
მწველ ფერებისგან დაშრეტილია,
გრძნება იდუმლის შეიბ თილისმად,
შვებად შეიგრძნობ სამყაროს ნიავს...
თუ მომავალი, სქემებში ჩაჭკნა,
გათვლას მოერგო მიზიდულობაც,
იდუმლის გრძნება შეიბ იალქნად,
და აუმხედრდი თვინიერ ყოფას...
/ჯ.გ./
*
გული ასხივე სიკეთისათვის...
„ახირებებით“ ცოცხლობს სამყარო,
შეუმჩნეველიც, ბევრი რამ არის,
ჯიბრის მოთოკავა, სიამეს აღძრავს,
ერთფეროვნება ვეღარ დაგჯაბნის,,,
გული ასხივე სიკეთისათვის;
ზოგადი სიბრძნე, გონსა მადლს აცლის...
ღიმილს, ნუ მოშლი საწიერიდან,
ეგებ, ღვთის სხივი შენსკენ ისწრაფვის...
ჯ.გ.
*ნდობის აურას...
,,ბოროტსა სძლია კეთილმან…”–
მაგრამ სიყალბეს, აქვს ზღვა რესურსი;
აქვთ საშოვარი, და რანგი ”ქველთა”–
ვერ იხსენებენ გულღია სიცილს...
წრფელ პოეზიის სურნელთა ხიბლით,
და ტრფობის ალის მონადირებით,
ვინაც გაუყვა მიჯნურთა ბილიკს;
ნდობის აურას მიმოფენს ირგვლივ...
ჯ.გ.
*
აუხდენელის ტრფიალში...
რა დაგიშავე ქალაუ,
რათა ხარ, ასე ტურფაო,
მე რაღაი ვქნა, ასაკ მაქვს,
დამიწუნებენ ლტოლვასა...
გული თავისას არ იშლის,
ისევ ნედლია ჭარმაგი,
ვაითუ, ხელი წამიცდეს,
მიწვევ და გამითამამდი…
წადილი ისე ჩაგვითრევს,
ჭკვა ვერ იქნება თავდები,
ისა სჯობს, ცოტა დავუნჯდე,
მივჩქმალო გულისნადები...
შენ ტოლს მოძებნი, აამებ,
არAჩაგეთვლება ცოდვადა,
აუხდენელის ტრფიალში,
ვინძლო შეგრჩები მუზადა...
ჯ.გ.
*
უნდა წარხოცოს
თვალთმაქცის
გეზი...
თაობა მიდის,
ტოვებს
ღრმა განცდებს,
მწველად მისტირის
ქვეყნის იარებს,
თაობა მოდის,
ქროლვით აგრძელებს,
ტრფობას,
პროტესტებს,
დისკუსებს,
ჭორებს...
დაბადებაზე
მცირედი გვესმის,
ავი ამბები,
ჭარბად მიმოჰქრის;
აზრის შეცნობა,
ფიქრს,
აღარ ითხოვს,
თითქოს,
ყოველი გაშიფრულია;
ნატანჯი სივრცე,
ყალბი ფერებით,
გადაშენებას,
ისევ გვიქადის...
ჰოდა,
სანამდე,
ზრახვებში დავჰქრით,
სანამ პროჟექტებს,
იალქნებად ვშლით,
ყოველმა,
ვისაც,
სიტყვა ეგების,
ყოველმა,
ვინაც,
ქართულს,
კვლავ ეტრფის...
უნდა დასძლიოს
უჯიგრო ქიშპი ,
უნდა წარხოცოს
თვალთმაქცის
გეზი...
და
შეძლოს–
სულის
აღორძინება!
ჯ.გ.
*
უიღბლობა გამოპირა იღბლადა...
ბუნება ხალხს, არც აარაფერს ეკითხება,
არც, ხალხისგან არჩეული -მთავრობა;
ერის ბრძნობა, არჩევანში ოხრად გვრჩება,
ცოდო–ბრალი, თქეშმა შეაფერადა...
სიყვარულზე ენამზეობს ერი–ბერი,
სიცოცხლე კი, ინერციით ხალისობს...
ქეჩოში თუ, ვერ ჩაავლო ზოგმა იღბალს,
უიღბლობა გამოპირა „ხვეჭის“ შნოდ...
ჯ.გ.
*
გადამოწმების დროა…
/ირონია/
გადაამოწმე შენი თავი, ემოციებში;
გადამოწმე შენი თავი, ფეისბუქ ქსელში;
გადაამოწმე შენი თავი, მოგონებებში,
გადაამოწმე შენი თავი, შინაურებში;
გადაამოწმე შენი თავი, ნათესავთ შორის;
გადაამოწმე შენი თავი, სამეგობროში;
გადაამოწმე შენი თავი, სამეზობლოში;
გადაამოწმე შენი თავი, ძველ ალბომებში;
გადაამოწმე შენი თავი, ნოტარიუსთან;
გადაამოწმე შენი თავი, თუქსუს ბანკებში;
– ლომბარდულ ხლართში, მევახშის ფანდში;
გადაამოწმე შენი თავი, სხვათა ომებში;
გადაამოწმე შენი თავი, ამომრჩეველებში;
გადაამოწმე შენი თავი, სასაფლაოზე;
გადაამოწმე შენი თავი, გალაქტიკაში;
...
მოიძიე ნაშთი, შენი ყოფნისა...
ჯ.გ.
*
ომი განსჭვრიტე.;
იწვრთენ, ემზადე...
სამშობლო ჩვენი,
განცდათა მშვენი,
მოღალატესაც იმედად უჩანს,
და „გამოსყიდვის“ იაფ ფორმებში,
გარიგებები სამშვენისს მოჰგავს...
როს განამუსებს ვერაგი მტერი,
მიუმხრობლობის საყელოს ირგებს,
სანამ ღალატი დაგასამარებს;
ომი განსჭვრიტე,
იწვრთენ, ემზადე...
ჯ.გ.
***
როს...
გვინდა არ გვინდა,
ეს სამყარო,
სულდგმულობს
ნდობით,
ზიზღი, ვერ მოშლის
შენდობის მუხტს,
მიმტევებლობა
მჟღავნდება ომშიც...
როს ჩალეწილი
გარეწარიც,
კეთილი ნების,
მაშველ ხელს ელის...
ჯ.გ.
***
და ნუ დუმან...
/ირონია/
იმის იქეთ, იმის იქეთ,
იმის იქეთ,
სასწაულებს ხედავს ბევრი,
მაგრამ, აგერ საწიერზე,
მოღაღადე დამონებულს,
ვერაფრით ვერ შველის...
და ნუ დუმან, ნუღა დუმან
ნათელმხილვები!
ბოლობოლო გაგვიმხილონ,
თუკი შეძლებს შერიგებას,
ანდა, თუნდაც გარიგებას,
პოლიტველის სარბიელზე,
მტაცებლურად მობობოქრე–
ბრძნულ აზრებით მოამაყე
ერი!
ჯ.გ.
***
ნირწამხდარო,
ქვეყნის მცველო...
/მინიშნება/
წაძინება
„მშვიდობისთვის“,
ჰარი–ჰარალე...
დაყვავებით
თავის დაცვა,
ვერ გაამართლებს,
ნირწამხდარო,
ქვეყნის მცველო;
ფუძე შეიგრძენ...
წინაპართა მატიანე,
დააგემოვნე...
და სიფხიზლე
გამოპირე,
თორემ ინანებ;
„სამშვიდობო
წაძინებას“ –
მახედ გიგებენ!!!
ჯ.გ.
***
და ერთხელაც...
/სალაღობო/
ნუ გაშინებს, გეჩვენება,
რომ არავის ადარდებ...
შეიმოსე სიყვარულით,
და სიცოცხლით იხარე;
არ არსებობს აქვე, ცხადში,
ვინმემ არ გითანაგრძნოს,
ეს სამყარო გულუხვია;
იგავ–ზღაპარ–ლეგენდით...
ინდომე და
მქროლავ ფრინველს,
უმალ დაემგზავრები!
შეიმეცნე ალალ მზერით
არემარე შეგხარის;
მიეფერე –
ღრუბლის ფთილას,
ან ვარსკლავურ სხვა ნიშანს...
აღმოაჩენ, რომ იდუმლად,
მათი თანაარსიც ხარ...
ეს სამყარო გულუხვია;
იგავ–ზღაპარ–ლეგენდით...
და ერთხელაც შენც დატკბები
იღბალით და სვე–ბედით...
ჯ.გ.
*
ვინც გაიაზრა,..
ვინც წაიკითხა
მყისედ თუ გვიან,
ვინც გაიაზრა,
წრფელად ეამა –
მადლობა შენაც,
„ჩასაფრებულო!“
კითხულობ, თანაც,
წვალობ ამოხსნა,
რატომ ასე, და,
სხვასავით არა...
ჰოდა,
გილოცავ,
დედამიწელო!
რომ,
ჯერაც კიდევ,
ლექსებით ვხარობთ,
ალალი მთხზველის,
ნაამბობს ველტვით...
სიტყვის წიაღში,
ვნებივრობთ,
ვდარდობთ...
გვახსოვს სიყრმეში,
რომანთა რემას,
თავდავიწყებით
ადევნებულნი,
„იდუმალ“ გმირთა
ყოფისა დრამით,
აღტყინებულნი,
დამწუხრებულნი...
ახალ კრებულთა
შემონათებას!
რარიგ ველოდით...
...
მადლობა თქვენდა!
ვინც წაიკითხა,
მყისედ თუ გვიან,
ვინც გაიაზრა,..
ჯ.გ.
*უბედობაც ხარობს,
ყოფის ჟრიამულით...
*
ძვირფასო, არ იტირო,
შენ არა,
შენ არ გიცდუნებია იგი,
„ტახები“ მდედრულად ინიღბებიან,
შენ კი, ემოციური ლავისგან იშვი...
ძვირფასო, ნუ ქვითინებ,
შენ არა,
შენ, არ ჩაგიშლია სანუკვარი ფლირტი,
შებოჭილმა, სიმორცხვე, ვერ დასძლია,
სიტურფემ დააბრმავა, სოროში იწვის...
ძვირფასო, არ იდარდო,
შენ არა,
შენ არ შეგშლია საოცნებო ცეკვა,
ჟიგალო, ამბიციებს, ვერ გაუმკლავდა,
უშნო ანგლობით, პრინცი გააცეცხლა.
ძვირფასო, არ გაბანძდე,
შენ არა,
შენ არ გიფიქრია, ვნებით გეჯადოქრა,
ეშხი კი, მაგრამ იღბალი არ დაგჰყვა;
მოშურნემ, სასმელში ბანგი შეაპარა...
ძვირფასო, არ მოეშვა,
შენ კვლავაც,
იყავ ხალასი და ტურფა!
ბრმად, სამყარზე, გულს ნუღა აიყრი;
გონს ავარჯიშებს ტრფობისა წვდომა...
ჯ.გ.
***აღუნთე გულითა ერთგულნი...
გულით შეყვარება სრულია;
ალალ შეგრძნებით მნათი,
მიჯნურთ სალოცავი გულია,
უხილავ განცდათა მჩენი...
გული სწავლობს და ბეჯითობს,
გონი აქვს უებარი, მკვიდრი...
ტვინის არ ეკითხება რა, როგორ,
შეიცნოს მტრისა თუ მოყვრის.
რიტმულად შეიგრძნობს გარემოს;
სიხარულს, სიყვარულს, ღალატს,
ხედავს და ისმენს თავისას,
განსჯის ცრუსა და მართალს...
და იმახსოვრებს ყოველ წამს,
სიცოცხლის საცავია სრული...
ქართულ მიწა–წყალს, გულიანს,
აღუნთე გულითა ერთგულნი...
ბევრჯერ გაწბილდა...
ვისაც გაგება უჭირს და ცხარობს,
ვერ ჰგუობს სწავლას, ამაყობს უშნოდ;
ერთხელაც, უფალს შენდობას შესთხოვს,
თუმც, სულით ურჩობს, ისევ ორგულობს...
კიდე კარგი, რომ ცრუ კაცთა გეზი,
განგებამ უწყის, გზადაგზა გვშველის;
თვალთმაქცურ თმენით და ზერელობით,
სამშობლო ჩვენი, ბევრჯერ გაწბილდა...
ჯ.გ.
***
აწ და მარადის...
ნუღა გარიყავთ დროულ კაცს,
რაკი არ დრკება, კვლავ იბრძვის...
სისხლში, თანა სდევს ეალერსოს,
თვისა სამშობლოს,
და სიმართლისა სათქმელად იღწვის...
წლებთა სიმრავლე, თუ თავს ახსენებს,
ნერგის დარგვასა, მაშინც ისწრაფვის,
და სატკივარი
მშობელ
მიწა–წყლის,
საგზლად მიჰყვება აწ და მარადის...
ჯ.გ.
***
გენში გადარჩეს, არ გვექცეს სიბრძნედ...
ისე ნუღა დავეცემით, მხსნელად გვიჩნდეს მტერი…
ფიცით საქმეს ვეღარ ვშველით, ვეღარც აღსარებით…
სამართლისთვის ბრძოლას ჩემობს ერიცა და ბერიც,
ცრუ ქადილში გახლართულა უგნურიც და ბრძენიც,
ისე ნუღა დავეცემით, მხსნელად გვიჩნდეს მტერი.
ჯ.გ.
*
რაითაც,
გენში შევრჩით სამზეოს...
სენსაციებით ტოკავს სამყარო,
ფსევდო აღქმათა მოძალებაა;
მისახედია გრძნობები სანდო,
გულს, არ დაჩემდეს იმიტაცია...
გადაგვარებულ ხეთა ნაყოფსა,
ახლავს წახდენა ხალას ყოფისა,
რაითაც, გენში შევრჩით სამზეოს,
ესაა მადლი „მწყობრთა წყობისა.“
ეგზალტირება სიყვარულითა,
სულიერთ შორის, სხვასაც ჩვევია,
ქალის და კაცის ტრფობა განგებამ,
გვაუწყა სიბრძნედ კაცთა მოდგმისა.
ჯ.გ.
***
გლახაკთ, ისევ შერჩა...
/ავბედითი წრებრუნვა/
და თუ ამ ყოფამ „კომფორტში“ აგიტაცა,
„თავკაცად“ გაქცია, ფულით განებივრა;
უპოვარს, თუ შეამჩნევ, ჭიმია, ავტოდან,
ინდომე გაიაზრო, იმის თავს, რა მოხდა...
უფალო შეგვიწყალე, უფალო გვისაშველე;
გვებოძოს დაცხრომა გაუმაძღრთ მადისა,
ჩინოსნები საციხოდ, მიჯრით იქცა ადრეც,
გლახაკთ, ისევ შერჩა ერთგზის დაპურება...
ჯ.გ.
*
თორემ, სხვა რაი...
ცოცხლად
ითვლები
მეგობარო... –
ცოცხლად ითვლები,
თორემ, სხვა რაი...
არსთა გამრიგეს,
რომ ეძიები,
რა გზით, საიდან...
ნიჭია მაინც...
წუთისოფლიდან
გარდასულებს,
რომ იხსენებ,
ყოველ ცისმარე,
გებოძა მადლი...
რამდენი ვინმე,
ამიერში
მივიწყებული
გაგხსენებია–
ობლად,
ნუ გიჩანს,
მარტოკას თავი...
ცოცხლად ითვლები
მეგობარო... –
ცოცხლად ითვლები,
თორემ სხვა რაი...
ჯ.გ.
*
შანსია...
/იგავის მაგიერ/
მოგონილ სამძიმრებში,
კნინდება თანაგრძნობა,
შორეულს,
ალალი განცდა ელახება;
...ცოცხალს, რომ რგებოდა,
ამგვარი „მხარდაჭერა“,
შანსია, კვლავ ეცოცხლა...
ჯ.გ.
*
ყოფის ფაქტორი
/„შაირულად“/
სიძულვილისა მორევი,
ხარბსა, ადვილად ითრევს,
„ბედნიერება ლიმიტით“–
ადგენს თავისას მოხელე...
ტკივილი ყველას ეყოფა;
აგერ, ურიგოდ ინებეთ,
თანაგრძნობას კი, „ელიტა“–
ხალხზე გულუხვად გასცმს ...
ჯ.გ.
***
მოგონებებს ამკობს...
ალბომის ფოტოებს დაედო ფასი;
რა კარგი საძმაკაცო გყოლია ბიჭო,
შემართება ჰქონდათ ალალი, ნაღდი,
ზრუნვას მოსდევდა დათქმები სანდო.
სუფრას კი, შვენოდა ბჭობა და ლექსი;
ხალასი იმედები ჩარჩენილა მათში,
მჯერა, იმიერშიც მამულსა დარდობთ,
თქვენი ნაღვაწი, მოგონებებს ამკობს...
ჯ.გ.
***
როცა...
რჩეულ გამოცემებს „სანთლით დაეძებდნენ“,
წიგნიერის პატიოსნებაც, რიდს აღძრავდა,
როცა, წიგნებს , ჰქონდათ დიდი ტირაჟები...
ნაკითხთა სიმრავლეს, ხალხიც შეჰხაროდა...
დღეს კი, გამეფდა „მზამზარეული ცოდნა“;
თუმც, გაცვეთილი ცნებაა „ერის მსახურება“...
სეირთა ქაოსში, „სიბრძნის“ დამნერგავი ცოტაა,
სიმართლის ვერ გატანა, თანმდევი განცდაა...
ჯ.გ.
მიწის ჭრილობებს, ხეთა ფესვები აშუშებს...
–გასაჭირის ჟამს,
გასაჭირის ჟამს,
გასაჭირის ჟამს,
მეგობრები შეიცნობა უკეთ...
ასე მოძღვრავენ,
ასე აფრთხილებენ,
ასე ამხნევებენ განსაცდელის ჟამს...
და თუ, სატკივარი მოგვიმრავლდა;
ძნელბედობაც მატულობს და არ იკლებს;
მეგობრებიც მცირდება ნებსით თუ უნებლიეთ...
–გასაჭირის ჟამს,
გასაჭირის ჟამს,
გასაჭირის ჟამს,
გაფრთხილება უნდა, ყოველ საღ აზრს;
მიწის ჭრილობებს, ხეთა ფესვები აშუშებს...
ჯ.გ.
*
ცოდვიან სევდას, ვერ თმობ...
საძმაკაცო, თითქმის მიილია;
ჯგუფური ფოტოებიც ფაფუ!
დახე, მარტო დგომაც იღბალია,
კვლავ ზვერავ აზრთა ფორუმს...
სამოყვასო ხომ, ისევ ნათელია,
აღარ იჩქარი; მორჩა, ჰაიდა...
უთქვამთ, ზეცად დავანება, საამოა,
შენ კი, ცოდვიან სევდას, ვერ თმობ...
ჯ.გ.
*
თვალის აბმაში, ვინც დახელოვნდა...
/იგავისნაირი/
მზისა სხივებში,
ყვავმა მორთო ცხარე ყრანტალი და
ეულ ყვავილს მიუმღერა გულისნადები;
ყვავილმა, თუმცა დაირცხვინა,
მაინც შეჰბედა:
იქნებ,
მარტივად გამიმხილოთ ამოსათქმელი...
ყვავმა ამაყად დაიჩხავლა, მიუქარაგმა:
–ჰო, არ გახლავართ ნაზი ბულბული;
ყრანტალი მომდგამს, თანაც შავი ვარ,
ბევრმა არც იცის, უნარ–ჩვევებით,
რომ ვარ შემკული;
ბასრი ნისკარტი, გამჭოლი მზერა,
მზვერავის ალღო, მიხვედრილობა...
ადამის ძეთა და ნადირთ ხმათა
საზრიანი,
აზარტული გამოჯავრება,
მგლისა და მელის ძახილთა ბაძვით,
სხვა მტაცებელთა დაშინება,
–ნანადირევის დაპატრონება...
ზემოთა მხრიდან ქვებისა სროლა,
ნისკარტის „პარნჭვით“
მრავალ ჟესტთა წამბაძველობა...
წყალთა ჩხრიალის და ძრავის ჟღერის,
შეფერადებით ახმიანება...
მერმე და მერმე...
–აჰ, აღარ გინდათ...– მოლბა ყვავილი,–
თქვენი ყრანტალი, სიბრძნედ იღვრება...
თვალის აბმაში, ვინც დახელოვნდა,
ამა ყოფაში, ყველას ერგო ავლა–დიდება...
ჯ.გ.
***
მერე და მერე...
გვინდა არ გვინდა,
ეს სამყარო,
სულდგმულობს
ნდობით,
შფოთი, ვერ მოშლის
ქვეყნის სიყვარულს,
წინაპართ ხსოვნას...
და ეს „ევროპაც“,
არსადა გარბის,
ატკბობს სურნელი
„ქართულ სარკმლისა“...
მერე და მერე,
ციფრულ ეპოქას,
ჩაენაცვლება
კვანტური ერა,
გაიშიფრება
აურების „შავი ყუთებიც“,
ჩავლილ დრო-ჟამის
ვნებათაღელვებს,
შემოაცლიან ტოქსიკურ შრეებს...
ჯ.გ.
ჰეიდა ბიჭებო...
ჰეიდა ბიჭებო, ჰეიდა!
გფარავდეთ მადლი განგების,
ქართველთა გამარჯვებითა,
ხარობდეს იმერ-ამერნი...
ჯ.გ.
***
და ყოველ მოყვასთა...
ქართველთა ნავარდით, ჰეიდა, ვიხარეთ!
წვრთნა ერგოთ -„ევროპელ იბერებს“...
ქომაგთა ყიჟინით, ალალად ვილაღეთ,
და ყოველ მოყვასთა გენები ვაფხიზლეთ...
ჯ.გ,
***
დროის ფაქტორი...
მერმისი, ისე ბუნდოვნად მოჩანს,
ცხარე ქადილი, დროის ფლანგვაა,
მტკიცე მზადება გამარჯვებისთვის,
განსაცდელი კი, ღმერთის ნებაა...
დროის ფაქტორი, თავისას იმკის,
ხშირად წუხილი, ზეიმად გვექცა;
მედროვის ზრახვა, ისევ ხეირობს,
ხალხს მოლოდინი „ექირქილება“...
ჯ.გ.
***
უკიდურესობიდან _უკიდურესობამდე
(სახელდახელო მიმოხილვა)
ბევრთან დგინდება რომანტიკულ ხიბლად...
უკიდურესობიდან _უკიდურესობამდე
ხედვებით აღგზნებული, „მესიად“ იფერება;
გარემართული აზრები ერთურთს ჩეხავენ;
ხალხში, „ლოგიკური მსჯელობა“
ტეხავს,
„ჰეითერები” მედიასივრცეებს იპყრობენ...
იქვე, მბორგავ მამულს, ვუმხელთ ტრფობას...
ჯ.გ.
ჩვენი
უსასრულო „მე“
არცა ეხილათ
ერთმანეთი;
არცა
სმენოდათ
ერთურთზე...
და
ერთხელაც,
მომნუსხველი
მზერა
ჩაებჯინა...
მწველად
იგრძნო,
რომ, „
იგი“ დარდობს,
რა
ხანია ეძახის;
რომ
გენში,
მისი,
ამ
ქვეყნად ყოფნით,
დასაბამიდან ხარობს...
ასეც
იფრქვევა,
გაჩენიდანვე
ჩასახული
იდუმალი ლტოლვა;
გრძნეული წამი,
სპონტანურად
აღაგზნებს,
გენეტიკაში
ჩაღვენთილ
იმპულსებს...
ჰიპერბოლური
განცდები;
პარადოქსული
შეგრძნება;
ნაირფერად
მეორდება
ჩვენი
უსასრულო „მე“...
ვიღაცას
სჯერა,
ვიღაც,
იმრიზება;
ზოგსაც
გალაქტიკის
მრუდე
წრებრუნვა
იტაცებს,
უჩინარ სახეთა
შემბრალეს კი,
ცარიელი
ფორმების
„გამჟღავნება“
ხიბლავს...
ჯ.გ.
*
გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“
სასწაულს ვერ ახდენ!
პასუხს ნუღა ითხოვ;
პასუხი, თავად შენ ხარ;
”ღვთის ხატად შექმნილი”,
სასწაულს ვერ ახდენ!
ამხელ უბირს, ქლესას,
ვერაგს, ჩარჩს, მევახშეს,
მაგრამ მძევლად ჩანხარ,
სასწაულს ვერ ახდენ!
ნიშნს გიგებს მედროვე,
თავისას ისწორებს,
ქართულ მრწამს თელავენ,
სასწაულს ვერ ახდენ!
ლექსებში ცად დაჰქრი,
მიწაზე დარდს ხედნი,
ღვთის სახე ვერ გახდი,
სასწაულს ვერ ახდენ!
ჯ.გ.
***
აღსდექ, აღსდექ,
მარად აღსდექ!!!
საკუთარ თავთან გაბაასება;
გადამოწმება, ისევ, აქა ხარ...
იშინაურებ მოძულე ყოფას,
ვერ მიეცემი ქვეყნის აუგსა.
ზოგთა გონებას ჯავშანი აკრავს,
და შიდა სივრცე ჩაკირულია;
მავანთ კი, ერი საშოვრად უჩანს,
ნუ ელოდებით სულთა გარიჟრაჟს.
ჯ.გ.
*
შანსია აგიხდეს…
ჩაუთქვი სურვილი, ნუღა დაიზარებ,
ეულებს შველით _ მონატრების სევდა…
იცვლება სამყარო _ წამიდან წამამდე;
იქნებ, სასწაული ფრთხიალებს შენთან...
ჩაუთქვი სურვილი, შანსია აგიხდეს;
შეჰღიმე მომავალს, დახვეწე თემა!
შარი არ შეაყოლო, ნაჩქარევ ზრახვაში;
ვაითუ, სასწაული ფრთხიალებს შენთან...
ჯ.გ.
***
განგების რემარკა
მევახშე არაკად:
ტაციობა ჩვევად,
ნდობა დახავსდა _
ბევრი ვერა ცნობს,
თვისთა მოყვასთა...
სურვილთა როკვაში,
საცთური ძალავს.
განგების რემარკა:
„იცხოვრეთ
ალალად!“
მრუმე ჰორიზონტს,
ალიონი წინწკლავს…
ჯ.გ.
***
ნდობა
პკრავს
მამულსა
ნდობამ ჩაყვინთა, სიწრფელეს უგანა;
აურა გაუმრუდდა, ვეღარ ამოყვინთა,
ფორიაქს
უმატა,
მორევი
ჩაუსაფრდა;
არაცნობიერში
მუხთლობად
ჩაიღვარა..
სიმართლე ისაა; ნდობა პკრავს მამულსა;
ცრუთა,
ვერ გარდაქმნის სუბლიმაციები;
სიწრფელით
დამშეულ
საერო
გულებსა,
აშოროს
განგებამ
საცთური
ზრახვები...
ჯ.გ.
***
გემოს
ვერ
ატანს,
მიწიერ
სევდას...
თაობა, კლიპებით, რომ აზროვნებს;
სამყაროს,
ბევრად მარტივად ხედავს,
ისტერია
მოსდევს ყოფის
ფონად
და საარაკო
იღბალის
იმედი
აქვს...
თაობა,
კლიპებით, რომ აზროვნებს;
გემოს
ვერ
ატანს,
მიწიერ
სევდას...
წინაპართ
სატკივარს ვერ ჰგუობს,
აღმატება
ინერციულად
ხიბლავს...
ჯ.გ.
***
ჩურჩული
აწრთობს
მიჯნურთა
ლამაზმა ფარვით თვალნი მინაბა;
იდუმალ
მზერით
წაინადირა,
ეულად
მდგომი
კაცი
აიბნა;
მწველად
შეიცნო
ხიბლი
წამისა.
„მიჯნური
შმაგსა
გვიქვიან...“
უგნური
ხდება
ბრძენიცა,
სიტყვა
რად
უნდა
ტრფობასა,
რაკი მზერაა,
მკვესი
ნდომისა;
თუმცა,
ვერაა
შემწე
ნდობასა;
ტრფობის
ფრთებია
განდობა;
ჩურჩული
აწრთობს
მიჯნურთა;
გზამკვლევი
სათუთ
ზრახვათა...
ჯ.გ.
რამდენი კარგი არ გვცოდნია,
საეჭვო ამბები კი -ბლომად...
სამყაროში მრავალი მოყვასია;
მაგრამ, ჭირს მათი პოვნა...
ვნების მცხუნვარე სარეცელზე,
მზაკვრის შეყვარებაც გვსმენია...
ვიჯერებთ ნდობას გაამართლებს;
გველი გველია, დაგესვლა ჩვევია...
ჯ.გ.
ჩახუტება, მიხუტება, ლამუნი,
დაყვავება, მიფერება, ამბორი...
ულევია სიყვარულის არაკი;
აირჩიე განცდა ტკბილსახსოვარი...
თუ ბადეში ნაზმანები გაება,
ნუ შეკრთები, ისიც შენი არსია;
დასტურია, არ ხარ ყოვლით ეული,
ცხადში ჰპოვე, საოცნებო რჩეული...
ჯ.გ.
იგი, კარგა ხანს ზეობდა;
ახლა ემდურის გამჩენს;
წუწუნებს, ვერ ამოიცნეს,
მისი „სიცრუის“ სიბრძნე...
დანაპირებთა ასხმულა,
შუბლზე დამღადა აზის,
ვერ „იშვა“ ერის მეოხად;
„აძღო“ ხრიკებით ხალხი.
აგვაგდო, – ესეც ნიჭია;
ჭკუა ვისწავლოთ იქნებ,
ბლეფურმა „ემპათიებმა“,
რომ არ გვაცდუნოს ისევ.
ჯ.გ.
დელია, დელია, აბა დელია,
ეეჰ, სამშობლოს სიყვარული,
რარიგ ძნელია;
თუ არა გაქვს ერთგულება
შენი მიწა–წყლის,
ისე ენით მიმოფენა,
აქტორმაც იცის...
დელია, დელია, აბა დელია,
სათავისოდ სიყვარული,
ხშირად გვსმენია,
და ერთურთის განქიქებაც,
ხელობად იქცა,
მამული კი, ყოველ მხრიდან
მორღვეულია...
დელია, დელია, აბა დელია,
საქართველოს მიწა–წყალი,
ბევრად ძველია;
კოლხეთი და იბერია მრავლის
მთქმელია;
მათში,
ბევრი ლეგენდაა,
სიბრძნეთ მჩენია...
ამ მიწა–წყლის „ქომაგობას“,
მრავლად ეცადნენ;
სალაღობოდ, რაც შეირგეს,
კერად, ვერა ცნეს...
ავგურობა გაუცუდდათ,
ავად მოღორდნენ...
იქვე, ადრე საკიცხავი
შეაფერადეს,
ზოგიც გაშპა „მამაცურად“,
მტერს მიეკედლა...
ზოგმაც, „სამშობლო“ იპოვა
უცხო მხარესა;
ზოგიც დროებით დადუმდა,
დროს ჩაუსაფრდა....
მისამღერივით ცხოვრება,
ბევრმა ისაგზლა;
წუთისოფლის შვილები ვართ;
აბა დელია,
თავდადება მამულისთვის –
რჩეულთ ხვედრია...
ჯ.გ.
*
სწრაფვას, ნუ გააშარჟებ...
წრფელ ნებასთან
ფლირტაობენ
ჩახლართული მიზნები;
ავად ქრიან, ავად ქრიან,
ფსევდოგარიგებები;
გასხვისებულ გარემოდან,
ბოღმა ჟონავს ცბიერად,
ახირებით ნირს უყალბებს,
ჩვენს შინაგან მიწა–წყალს...
მაგრამ, ნუღა შევიძულებთ,
ფიქრსაც ნუღა შევაჩვევთ,
ნუ ვიგუებთ განსაცდელს და
განსჯას ნუ გავისაწყლებთ...
უცხო ბაქსა, არ შევუდრკეთ,
მოყმეთ ნიჭი ვაფხიზლოთ...
დე, მორიგი ქარტეხილი,
„ზურგის ქარად“ მოირგონ...
წრფელ ნებასთან
ფლირტაობენ
ათასგვარი „იზმები“;
წინაპართა აზრთა ნაჭდევს,
სულში ნუ ჩავაჟანგებთ...
შოთას სიბრძნეს,
ვერ დაჩრდილავს,
სხვათა მიეთმოეთი;
ასე იყო, ასე არის,
მომავალი ნებას ცდის...
და გამჩენო შეგვიწყალე,
სწრაფვას ნუ გააშარჟებ...
ჯ.გ.
ოღონდ...
როცა სტუმარი მასპინძელს მოძღვრავს,
მოძღვრავს და მოძღვრას, თანაც აძაგებს;
დამხვედრი, არ ჩანს, სტუმრის მიმღები;
გაწყვეტილი აქვს, შუბლის ძარღვი და
„შფოთში“ ბორგავს;
რად ეტენება, თავად, რად სტუმრობს?!
რას დირიჟორობს, –
თუ რიტმს ვერა გრძნობს,
რაღას კუკლუცობს, და თანაც ფხორვით...
სამეგობროდ შეგულებულ, ერთა დასთან,
რაზედ თვალთმაქცობს?!
თუ მატიანე არა იცის, რას მამლაყინწობს,
ამა ვაჭართა მოიმედე, რაღას ძველბიჭობს;
თუ არა უწყის, შევახსენებ, შოთა, რას უბნობს:
“თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;“
გასაკვირია, ამათ იმედით, ვინც, რომ „ატრაკებს“?!
ჯ.გ.
„გველის ეშმაკის დღეები!“– იარეთ ფხიზლად;
ეკეკლუცება ხალხს. ასტროლოგთა „ნარატივი“;
–ამ არაკში, არსებითად, არაფერი შეიცვლება!
იქადის გზად, დათქმებზე მობუქნავე ვაზირი.
–ტრაბახი იქცა ტლუთა ფარად; მოისრა ქარგა;
მამონას კერპთან რიტუალში შერჩებით იგავს.
ნამალევად ნაქსოვი ბლანდები, მახედ აისახა,...
არაკში იზეიმებს, სამშოლოს მარადი განცდა.
ჯ.გ.
ისტორიის ქრონიკები, ქრონიკულად ყალბდება;
სინამდვილე, პირუთვნელად ისახება უკუნში;
წყალშიც, ქვაშიც, მცენარეში, მიწაში და ზეცაში;
ნაკლებად კი,– ამაყ, მზაკვარ „გონიერ არსებაში“;
უცებ მოვა ნათელი, გადიშლება შავბნელი;
ფერს შეისხამს დაფარული; კაცთა ნამოქმედარი,
გონი გქონდეს მოდარაჯე და შეიცან „მართალი“;
ცოდნა, საქმე, სიყვარული –ღვთისა ნამოქმედარი...
...
ნახეთ, ბევრი იხიბლება „ლუციფერის ეფექტით“
ჯ.გ.
/„კვანტური“ სარკაზმი/
ყველანი მღვიმეებში; ქვაბულებში ყველა!
განიწრთნონ ინსტიქტები ქვენა და ზენა...
გონისა კასტრირება, იმეცნონ არქაულად!
აღიქვან შავი მატერია; ირგონ ადაპტაცია;
იქნებ იქაა, აბორიგენთა ბუდე და შველა;
იქა იხილონ, სიღრმისეული ოქროს მაგმა...
იქა განსჭვრიტონ, ჩიხური ხელმოცარვა...
„პლატონის დილეგში“; ქვაბებში ყველა!
ჯ.გ.
*
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
P.S.